„სექსომნია“ – სექსი ძილის დროს
„სექსომნია“ – სექსი ძილის დროს
allmedic
„სექსომნია“ – სექსი ძილის დროს
„სექსომნია“ – სექსი ძილის დროს
„სექსომნია“ – სექსი ძილის დროს

რა არის სექსომნია?

სექსომნია ლუნატიზმის მსგავსი ფსიქოლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანი ძილის დროს სექსუალურ აქტივობას  ავლენს და შესაძლოა, პარტნიორთან სექსითაც კი დაკავდეს ისე, რომ დილით არაფერი ახსოვდეს ან მომხდარის გახსენება მხოლოდ სექსუალური სიზმრის სახით მოხდეს. სექსომნია შესაძლოა, გამოუვლინდეთ ქალებსაც და მამაკაცებსაც, თუმცა 2011 წელს, კანადის უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სექსომნიის შემთხვევები უფრო ხშირად მამაკაცებში აღინიშნება.

სექსომნიას აქვს სამი ხარისხი:

I ხარისხი – ნაკლებად საშიში მდგომარეობა, რომელიც პრაქტიკულად შეუმჩნეველია გარშემომყოფების მიერ;
II ხარისხი – მდგომარეობა, რომელიც გარკვეულ „მორალური ზიანს“ აყენებს პარტნიორს;
III ხარისხი – ყველაზე მძიმე ხარისხი, როდესაც ადამიანი გაუცნობიერებელ სექსუალურ კონტაქტში შედის პარტნიორთან და ხშირად ამ დროს საკუთარ თავს ან პარტნიორს გარკვეულ ფიზიკურ ზიანსაც აყენებენ.

 

გამომწვევი მიზეზები

სექსომნიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა მეცნიერების ვარაუდით, სექსომნია ყველაზე ხშირად ლუნატიზმითა და ძილის სხვადასხვა დარღვევებით დაავადებულებში აღინიშნება. 
გარდა ამისა, ძილის დროს სექსის სურვილი, შესაძლოა, განპირობებული იყოს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: 
სტრესი; 
ხანგრძლივი უძილობა; 
გადაღლილობა;
ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივი მიღება;
ალკოჰოლი; 
ნარკოტიკი 
და ა.შ. 
არსებობს მოსაზრება, რომ სექსომნიის განვითარებას გენეტიკური ფაქტორიც განაპირობებს.

 

მკურნალობა

როგორც წესი, ადამიანი, რომელსაც ძილში აქვს სექსი, ამას პარტნიორისგან იგებს, რადგან თავად გაღვიძების შემდეგ არაფერი ახსოვს ან მომხდარის გახსენება მხოლოდ სექსუალური სიზმრის სახით შეუძლია. აქედან გამომდინარე, ისინი მსგავსი ფაქტის არსებობას უარყოფენ და შესაბამისად, მკურნალობასაც არ იტარებენ. არადა, სექსომნია არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომელიც ფსიქიატრის, სომნოლოგისა და სექსოლოგის ერთობლივი ძალისხმევით მკურნალობას საჭიროებს.
მართალია, უშუალოდ სექსომნიის სამკურნალო პრეპარატები არ არსებობს, მაგრამ ამ პრობლემას ექიმები სედატიური საშუალებებით, ტრანკვილიზატორებითა და ანტიდეპრესანტებით ებრძვიან. 
მკურნალობის პარალელურად, უნდა მოხდეს იმ მიზეზების აღმოფხვრა, რამაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული დარღვევა განაპირობა (ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ა.შ.).

 

allmedic