ვინ არის გინეკოლოგი და რატომ უნდა მივიდეთ მასთან ვიზიტზე ?
ვინ არის გინეკოლოგი და რატომ უნდა მივიდეთ მასთან ვიზიტზე ?
allmedic
ვინ არის გინეკოლოგი და რატომ უნდა მივიდეთ მასთან ვიზიტზე ?
ვინ არის გინეკოლოგი და რატომ უნდა მივიდეთ მასთან ვიზიტზე ?
ვინ არის გინეკოლოგი და რატომ უნდა მივიდეთ მასთან ვიზიტზე ?

გინეკოლოგია - არის მედიცინის ერთ - ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის ქალის ორგანიზმის სპეციფიკურ დაავადებებს, ძირითადად ქალის რეპროდუქციულ სისტემას. გინეკოლოგი არის „ქალი ექიმი“, რომელიც შეიქმნა სპეციალურად ლამაზი სქესისთვის.

ვისთვის ან რატომ არის საჭირო გინეკოლოგთან ვიზიტი?

ფაქტია , რომ ნებისმიერი ასაკის ქალს აქვს საკუთარი ნიუანსი, მგომარეობა და პრობლემა, რომელიც ისევე კარგად ესმის „ქალ ექიმს“, როგორც თქვენ. პირველი ამოცანა გინეკოლოგისთვის  არის მკურნალობა, დაავადების პრევენცია და ქალის ჯანმრთელობის დაცვა.

სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით დაავადებების 5 – 10 % (კიბოს ჩათვლით) არის აღმოჩენილი გინეკოლოგიური გამოკვლევებისას.

პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან სასურველია 14- 16 წლის ასაკში. განსაკუთრებით სექსუალური ცხოვრების დაწყების წინ და შემდეგ. თუ არ გქონიათ სქესობრივი კონტაქტი , ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მიხვიდეთ გინეკოლოგთან, რადგან ქალწულებშიც კი გვხვდება გინეკოლოგიური დაავადებები.

კონსულტაციის დასაწყისში უთხარით ექიმს, რომ თქვენ კვლავ ქალიშვილი ხართ და არ შეგეშინდეთ არანაირი ინსტრუმენტული გამოკვევების, იქნება ეს ნაცხის აღება თუ მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა.  ასევე არ დაგავიწყდეთ დაუგეგმავი ვიზიტებიც, მაგალითად სქესობრივი პარტნიორის ცვლილების დროს.

როგორია გინეკოლოგთან კონსულტაცია?

ეს არის სტანდარტული ვიზიტი ქალის, რომლიც ცხოვრობს სქესობრივი ცხოვრებით. კონსულტაცია მიმდინარეობს დიალოგის სახით და ექიმი ადგენს თქვენს ე.წ სამედიცინო ისტორიას. ამ ნაწილში ექიმი გეკითხებათ მასთან ვიზიტის მიზეზს, შემდეგ გისვამთ სტანდარტულ კითხვებს :  ხართ თუ არა ნაოპერაციები? გაქვთ თუ არა რაიმე ტრავმა გადატანილი? ქავთ თუ არა ალერგია? შაქრიანი დიაბეტი? ან იღებთ თუ არა რაიმე სახის მედიკამენტებს?

შემდეგი შეკითხვები უშუალოდ უკავშირდება ქალის ჯანმრთელობას . მაგალითად : რა ასაკში დაგეწყოთ მენსტრუაცია? რამდენ დღიანი ციკლი გაქვთ? გაქვთ თუ არა რაიმე სახის გინეკოლოგიური დაავადება? შემდეგი ნაბიჯი არის სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა და ამის შემდეგ ვაგინალური კვლევა. ის ხორციელდება ჰორიზონტალურ პოზიციაში, გინეკოლოგიურ სავარძელზე. ვაგინალური კვლევისას ექიმი აფასებს გარე და შიდა სასქესო ორგანოებს, მიკროსკოპით ვაგინალურ ფლორას, აკეთებს ნაცხის ანალიზს კიბოს ან ანთებითი პროცესების გამოსარიცხად.

ასევე შეიძლება გაკეთდეს კოლპოსკოპია. ეს არის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური აპარატით - კოლპოსკოპით, რომელიც გვეხმარება დავადგინოთ საშვილოსნოს ყელის ეროზია ან ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებები საშვილოსნოს ყელში.

ამ ყველაფრის შემდეგ ექიმს შეუძლია გააკეთოს წინასწარი დასკვნა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისცეს საჭირო რეკომენდაციები.  

allmedic