უშვილობის დიაგნოსტირება
უშვილობის დიაგნოსტირება
allmedic
უშვილობის დიაგნოსტირება
უშვილობის დიაგნოსტირება
უშვილობის დიაგნოსტირება

უშვილობა არის მდგომარეობა, როცა არ დგება ორსულობა ერთწლიანი რეგულარული სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, კონტრაცეპტივების გამოყენების გარეშე.

უშვილობის სახეები :

უშვილობა შეიძლება დამოკიდებული იყოს , როგორც ქალის, ასევე კაცის პრობლემებზე. ბოლო წლების განმავლობაში მამაკაცის უნაყოფობის ხარისხი გაუარესდა. ამაში დიდ როლს თამაშობს მავნე ჩვევები, ცუდი კვება , გადამდები ინფექციური დაავადებები.

ქალის უნაყოფობის მიზეზებში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ჯგუფი :

1. ჰორმონული რეგულაციის დარღვევა ;

2. თანდაყოლილი ან შეძენილი (ანთების შედეგად, ტრავმა, კეთილთვისებიანი სიმსივნის მსგავსი წარმონაქმნები ) სასქესო ორგანოს სტრუქტურული ცვლილებები.

ცალკე გამოიყოფა აბსოლიტური სტერილობა, როცა არავითარ შემთხვევაში არ ხდება დაორსულება.

 რა გამოკვლევები უნდა გაკეთდეს უნაყოფობის დროს ?

გამოკვლევები უნდა დაიწყოს ინფორმაციის შეგროვებით. როგორია წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, იყო თუ არა ორსულობა წარსულში, რა რისკ - ფაქტორები არსებობს , რა დარღვევებთან ქონიათ საქმე.

1. ულტრასონოგრაფია - უნდა შეფასდეს სასქესო ორგანოების სტრუქტურა, შესაძლოა აღმოჩნდეს თანდაყოლილი მანკები, სიმსივნეები.

2. უნდა მოხდეს სკრინინგი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე,  უნდა გამოვრიცხოთ სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები;

3. უნდა განისაზღვროს ჰორმონების დონე: ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის;

4. უნდა გაკეთდეს ფუნქციური დიაგნოსტიკის ტესტები - შეფასდეს ჰორმონალური რეაქციის გაჯერება ორგანიზმში და სამიზნე ორგანოებში (საკვერცხე, საშვილოსნო) ;

5. ლაპარასკოპიული გამოკვლევა - ეს არის შეუცვლელი სადიაგნოსტიკო საშუალება უნაყოფობის დასადგენად. შეგვიძლია გავიგოთ არის თუ არა რაიმე შეხორცებები მენჯის ღრუში.

6. ჰისტეროსკოპია - დაგეხმარებათ საშვილოსნოს დაავადებების აღმოჩენაში : ენდომეტრიუმის პოლიპები, ჰიპერპლაზია და შეხორცებები.

მიზეზების გაგება საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ნაყოფიერი მკურნალობის მეთოდები: კონსერვატიული, ქირურგიული ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები. 

allmedic