საუზმის მნიშვნელობა
საუზმის მნიშვნელობა
allmedic
საუზმის მნიშვნელობა
საუზმის მნიშვნელობა
საუზმის მნიშვნელობა

ადამიანების უმრავლესობა საუზმის მირთმევას დილით ვერც ასწრებს. სამსახურისთვის მომზადება, ბავშვების სკოლაში წაყვანა... გადატვრითული გზებიც ხომ გასათვალისწინებელია?! საუზმისთვის დრო, ფაქტობრივად, არც რჩება. თუმცა, მარტიავდ მოსამზადებელი, ჯანსაღი საუზმე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

რატომ არ ვსაუზმობთ დილით?

ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ან დრო არ გვაქვს, ან არ გვშია. საუზმისთვის დროის გამონახვა ყოველთვის შეიძლება. ამისთვის საკმარისია 5 წუთით ადრე ავდგეთ. ამით ჩვენს ძილს არაფერი დააკლდება და სამსახურში ან სასწავლებელშიც უფრო გამოფხიზლებულები და შრომისუნარიანები წავალთ. რაც შეეხება შიმშილის გრძნობას, ეს ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული. საკმარისია, სისტემატიურად ისაუზმოთ რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ თავად მოგშივდებათ.

 

რა ხდება ორგანიზმში როცა საუზმეს ტოვებთ:

ბრიტანეთში კვლევებმა აჩვენა რომ დილის საუზმე ორგანიზმში გლუკოზის რაოდენობას არეგულირებს. მონაწილეების ერთმა ჯგუფმა ისაუზმა, მეორე ნაწილს კი არაფერი მიუღია ლანჩამდე. ორივე ჯგუფს ნება დართეს დღის განმავლობაში ეჭამა რასაც მოისურვებდა. ამის შემდეგ მკვლევარები მონაწილეებს ყოველ ხუთ წუთში სისხლში შაქრის დონეს უმოწმებდნენ. ჯგუფმის იმ წევრებს, რომლებმა დილით ისაუზმეს, უკეთესი შედეგები აჩვენეს.

ადამიანები, რომლებიც დილით საუზმეს ტოვებენ, დღის განმავლობაში რთულად იღებენ ვიტამინების და მინერალების საჭირო რაოდენობას. ცხადია, ასეთ დროს ადამიანი ენერგიის დეფიციტს განიცდის, უჭირს საქმეზე კონცენტრირება. საუზმის გამოტოვება იმუნურ სისტემაზეც ცუდად მოქმედებს და ორგანიზმს დაავადებებთან და ინფექციებთან გამკლავება უჭირს.

 

რა სარგებლობა მოაქვს საუზმეს?

1) გულის დაავადებების რისკი მცირდება. ის ადამიანები, რომლებიც საუზმეს ტოვებენ, გულის დაავადებებსი რისკი 27%-ით იზრდება. როცა საუზმეს ტოვებენ, მოგვიანებით უფრო მეტს მიირთმევენ რაც ქოლესტერინის დონეს მაღლა სწევს.

2) აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. მით უმეტეს, თუ შესაბამის საკვებს შეარჩევთ, მაგალითად, ჰერკულესს.

3) მცირდება დიაბეტის რისკი. ის მამაკაცები რომლებიც საუზმეს  ტოვებენ, დიაბეტით დაავადების რისკი 21%-ით ეზრდებათ, ხოლო ქალებს  - 27%-ით.

4) საუზმე ნორმალური წონის შენარჩუნებაშიც გეხმარებათ. უკვე დამტკიცებულია რომ დილით მსუბუქი საუზმე სიმსუქნისგან დაგიცავთ. ასეთ დროს ცილების და მინერალების გარკვეულ რაოდენობას იღებთ, რაც შიმშილის შეგრძნებას თრგუნავს,  მეტაბოლიზმის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. დღის განმავლობაშიც უფრო მარტივად მიიღებთ დაბალანსებულ საკვებს და ეს არა მარტო გარეგნობისთვის, თქვენი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.

 

როგორ გაიხადოთ საუზმობა ჩვევად?

- მოიმარაგეთ ადვილად წასაღები საჭმელი სასაუზმოდ: იოგურტი, ხილი და ა.შ.

- დააყენეთ მაღვიძარა 5 წუთით ადრე.

- სამსახურში დატოვეთ არამალფუჭებადი საკვები. იმ შემთხვევაში თუ სახლში საუზმობას ვერ მოასწრებთ, სამსახურში მიირთმევთ. 

allmedic