ხახვის სასარგებლო თვისებები
ხახვის სასარგებლო თვისებები
allmedic
ხახვის სასარგებლო თვისებები
ხახვის სასარგებლო თვისებები
ხახვის სასარგებლო თვისებები

ხახვი გემრიელი საჭმლის ერთ-ერთ ინგრედიენტად ასოცირდება. ძალიან ცოტა ჩვენგანმა თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ხახვის და ნიორის მიღებას ბევრი დადებითი გვერდითი მოვლენები ახლავს.

 

ყურის ტკივილისას აიღეთ ხახვი, გაჭერით ის შუაზე. ამოიღეთ გული და ჩაიდეთ ის ყურის ნიჟარაში. ხახვის ზომა არც ძალიან დიდი არ უნდა იყოს, რომ ადვილად მოთავსდეს და არც ძალიან პატარა - რომ არ ჩაგეჭედოთ. გაიჩერეთ ის ღამის განმავლობაში. ეს ნატურალური საშუალება ნებისმიერ ანთებას შეამცირებს.

ხახვს ანტი-ბაქტერიული თვისებები გააჩნია. ფეხისგული კი ნერვულ სისტემასთან და შინაგან ორგანოებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ხახვის ფეხისგულთან მოთავსებით ფოსფორის მჟავა (ნივთიერება, რომელიც თვალების სისველეს უზრუნველყოფს) სისხლში შეიწოვება. სასურველია, რომ ეს პროცედურა ძილის წინ გააკეთოთ და ხახვი მთელი ღამით გაიჩეროთ ფეხიგულთან.

ხახვს იყენებენ მწვავე რესპირატორული, ანგინების, ქრონიკული ტონზილიტის, კანის ჩირქოვანი პათოლოგიების, ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების პეროსტალტიკას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკლების სეკრეციას.

 

ნედლი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამომუშავებას, ზრდის პოტენციას, გამოიყენება ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონული დაავადებების სამკურნალოდ.

ხახვი ძალიან მდიდარია A, B, C ვიტამინებით და ისეთი ელემენტებით როგორებიცაა მაგნიუმი, ფთორი, გოგირდი და რკინა.

ხახვის წვენი ორგანიზმში აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას, ის ნაზად ახდენს ორგანიზმის გასუფთავებას.

სასარგებლოა ხახვის ფურცლის ნახარშიც. მაგალითად, თუ ყელი გვტკივა, ეს ნახარში უნდა გამოვივლოთ 2-3-ჯერ დღეში. ყელის სიწითლე მალე გაივლის.

allmedic