ორსულობის პირველი კვირის 5 ნიშანი
ორსულობის პირველი კვირის 5 ნიშანი
allmedic
ორსულობის პირველი კვირის 5 ნიშანი
ორსულობის პირველი კვირის 5 ნიშანი
ორსულობის პირველი კვირის 5 ნიშანი

ორსულობა ყველა ქალს უფრო ბედნიერსა და ლამაზს ხდის. თითოეული ქალის ორსულობის პირველი დღეები ერთმანეთისგან განსხვავდება. ფეხმძიმობის დადგენის საუკეთესო გზა, ცხადია, ტესტის გაკეთებაა, თუმცა, არსებობს რამდენიმე საერთო სიმპტომი, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ მიხვდეთ რომ ორსულად ხართ. როგორც წესი, ორსულობას ნერვული და ემოციული ქალები უფრო ადრე შეიგრძნობენ.

მენსტრუაცია

ყველაზე მთავარი სიმპტომი მენსტრუალური ციკლის გაცდენაა. განაყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე პირველი მანიშნებელი სწორედ ეს სიმპტომია.

 

სისხლდენა  

ორსულობას ზოგჯერ საშოდან სისხლდენაც ახლავს. ეს შეიძლება ექვსიდან თორმეტ დღემდე გაგრძელდეს. მცირეოდენ სისხლდენას პატარა ემბრიონი იწვევს რომელიც საშვილოსნოს აწვება. სისხლდენას შეიძლება ცოტაოდენი ტკივილიც ახლდეს თან.

 

მკერდის ცვლილებები

განაყოფიერებასთან ერთად ორგანიზმში უამრავი ცვლილება მიმდინარეობს. ჰორმალური ცვლილებები ზოგიერთ შემთხვევაში მკერდის უმნიშვნელოდ გადიდებას და მცირეოდენ ტკივილს იწვევენ. ზოგჯერ ძუძუს თავები და მისი მიმდებარე არე მუქდება კიდეც. ეს ცვლებები მაშინვე გაქრება, როცა ორგანიზმი ჰორმონების ახალ დონეს მიეჩვევა.

 

უსიამოვნო შეგრძნება დილით

დილით შეუძლოდ ყოფნა ორსულობის ერთ-ერთი დამახასიათებელი წიმპტომია. პირველი კვირის მანძილზე შეიძლება გულისრევის შეგრძნება ჰქონდეთ. ასეთი სიმპტომები მხოლოდ პირველი ტრიმესტრის განმავლობაში გრძელდება. ორსულ ქალებს გულისრევის შეგრძნება, როგორც წესი, საუზმემდე აქვთ.

 

დაღლილობა

ორსულობის პირველ კვირაში ქალები ხშირად გადაღლილად გრძნობენ თავს, მიუხედავად იმისა, კარგად გამოიძინეს თუ არა, ღამით. დაღლილობის შეგრძნება ნორმალურია, როგორც ფეხმძიმობის პირველ კვირაში, ისე - მომდევნო ეტაპებზე. დაღლილობას სისხლის წნევის ცვალებადობა და პროგესტერონის დონის ზრდა იწვევს.

 

ორსულობას შეიძლება თან ახლდეს ყველა, ან მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი. ორსულობის დასადგენად ციკლის დაგვიანებისას სასურველია ტესტის გაკეთება. თუ პირველ ცდაზე ფეხმძიმობა არ დაფიქსირდა, ტესტი უნდა გაიმეოროთ ერთი კვირის შემდეგ. უფრო სწრაფი და ზუსტი პასუხის გასაგებად საჭიროა სისხლის ანალიზის გაკეთება.

allmedic