სად უნდა შეეხოთ მამაკაცს სექსის დროს
სად უნდა შეეხოთ მამაკაცს სექსის დროს
allmedic
სად უნდა შეეხოთ მამაკაცს სექსის დროს
სად უნდა შეეხოთ მამაკაცს სექსის დროს
სად უნდა შეეხოთ მამაკაცს სექსის დროს

სექსი წყვილის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ინტიმური ურთიერთობა წყვილს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. გარდა ამისა, ამ პროცესში ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა და ადამიანის პოზიტიურ განწყობას უზრუნველყოფს.  სექსის დროს იწვება კალორიები, ტონუსში მოდის კუნთები, ორგანიზმში იზრდება კოლაგენის რაოდენობა და ახალგაზრდავდება კანი.

სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ქალს აქვს სექსის შესახებ საკმარისი ინფორმაცია, რაც წყვილის ინტიმურ ურთიერთობას უფრო სასიამოვნოს გახდის. სწორედ ამის გამო ქალები ხშირად პასიურ მდგომარეობაში რჩებიან. თუმცა, სექსის დროს მამაკაცის სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შეხებამ შეიძლება იგი უფრო მეტად აღაგზნოს. სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები შეიტანოთ:

 

 ყურის ბიბილო - ძალიან მგრძნობიარე ადგილია. შეგიძლიათ ოდნავ უკბინოთ, ან ალოკოთ. ნაზი, თბილი ამოსუნთქვა და კოცნაც ძალიან სასიამოვნოა მამაკაცისთვის. ხმადაბალი, სექსუალური, სიამოვნების გამომხატველი ბგერებიც პარტნიორს ძალიან აღაგზნებთ.

კისერი - კისრის ეროგენულ ზონებში კოცნა ან ენით შეხება... თქვენ ნამდვილად მიზანში მოარტყამთ.

მკერდი - მამაკაცის მკერდიც არანაკლებ მგრძნობიარეა ქალთან შედარებით.  შეგიძლიათ შეეხოთ თითებით ან ტუჩებით. თუ საკმარისად ფართო მკერდი აქვთ, ნაზად უკბინეთ.

ჭიპი - რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მამაკაცის სტიმულირება ჭიპზე შეხებითაც შეიძლება. განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ამას ენით გააკეთებთ.

საჯდომი - შეეხეთ საჯდომს და მოუჭირეთ. შეიძლება ეს უფრო ენერგიულად და ძლიერადაც გააკეთოთ. ზოგიერთ მამაკაცს მსუბუქი ჩქმეტაც სიამოვნებს.

პენისი - სექსუალური აქტის დაწყებამდე მამაკაცის პენისის სტიმულირება პარტნიორს ძალიან აღაგზნებს. ამას როგორ გააკეთებთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. პენისთან ერთად არ დაგავიწყდეთ სათესლე ჯირკვლების სტიმულირება.

ფეხები - ფეხის თითებზე შეხება ძალიან სასიამოვნოა. თუ შხაპი ახალი მიღებული გაქვთ და ჰიგიენური თვალსაზრისით ეს პრობლემას არ წარმოადგენს, სასურველია, მის თითებს ტუჩებითაც შეეხოთ.

 

მამაკაცი ყოველთვის ვერ იქნება აქტიური. ნებისმიერი სიახლე თქვენი ინიციატივა  ინტიმურ ურთიერთობას მრავალფეროვნებს შემატებს და პარტნიორისთვის უფრო საინტერესო იქნებით.

allmedic