ოზონოთერაპია გინეკოლოგიაში
ოზონოთერაპია გინეკოლოგიაში
allmedic
ოზონოთერაპია გინეკოლოგიაში
ოზონოთერაპია გინეკოლოგიაში
ოზონოთერაპია გინეკოლოგიაში

ჩვენ ყველამ ვიცით თუ რა სასიამოვნოა  სუნთქვა  ქარიშხლის შემდეგ, როცა ჰაერი არის გაწმენდილი და გგონია, რომ შეძლებ ორჯერ მეტი ჩაისუნთქო ვიდრე ჩვეულებისამებრ. ეს ყველაფერი ოზონის შემცველობაზეა დამოკიდებული.

რა სარგებელი აქვს ოზონოთერაპიას?

ოზონი არის გაზი, რომელიც შედგება ჟანგბადის მოლეკულებისგან, შესაბამისად მას აქვს რამდენიმე უნიკალური ბიოლოგიური თვისება.

ოზონის სამკურნალო თვისებები დიდი ხანია ცნობილია ყველასთვის, მაგრამ მისი გამოყენება მედიცინაში რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. ბუნებრივია ოზონოთერაპია წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიაში.

ოზონის კონცენტრაცია, რომელიც გამოიყენება გინეკოლოგიაში მკურნალობის დროს ორგანიზმში იწვევს :

1. იმუნომასტიმულირებელ ეფექტს;

2. ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს;

3. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს;

4. მოქმედებს ბაქტერიების, ვირუსების და სოკოების წინააღმდეგ.

ოზონით მკურნალობა გინეკოლოგიაში.

ოზონოთერაპია გამოიყენება ანთებითი დაავადებების, გარე და შიგა სასქესო ორგანოების დაავადებების მკურნალობის დროს. შესანიშნავი მეთოდია სქესობრივი გზით გადამდები მიკროორგანიზმების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე ბაქტერიული ვაგინოზის და სოკოვანი ინფექციების დროს.

ის ასევე გამოიყენება საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობის დროს კომბინაციაში სხვა მეთოდებთან ერთად.

ქალთა მენო და პოსტმენოპაუზური დაავადებები ხშირად დაკავშირებულია ორგანიზმში ჰორმონების დონის ცვლილებასთან, რასაც თან ახლავს გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები (ვაგინიტი, ვულვო - ვაგინიტი) . ასეთ შემთხვევაში ოზონოთერაპიას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება  და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ასევე აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას.

მკურნალობის ტექნიკა დამოკიდებულია დაავადების დონეზე. ოზონი შესაძლებელია შეყვანილი იქნას ორგანიზმში  და ასევე მოხდეს სხვადასხვა ზონების დამუშავება. ამისთვის გამოიყენება ოზონით გაჯერებული სხვადასხვა ზეთები.

იმის მიუხედავად, რომ ოზონოთერაპია არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო მეთოდი, ის შეიძლება გამოვიყენოთ დამოუკიდებლად  სხვა მეთოდებთან კომბინაციის გარეშე. 

allmedic