შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ ტანსაცმლის არჩევისას
შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ ტანსაცმლის არჩევისას
allmedic
შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ ტანსაცმლის არჩევისას
შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ ტანსაცმლის არჩევისას
შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ ტანსაცმლის არჩევისას

რამდენდღიანი ვარჯიშის და დიეტის შემდეგ მოახერხებთ 3-4 კგ-ის დაკლებას?  არც ისე ადვილი საქმეა დაიკლო წონაში, შეინარჩუნო ჯანმრთელობა და ამავდროულად დიეტამ შენს განწყობაზე არ მოახდინოს გავლენა. ქალების უმეტესობა მოთმინებას კარგავს როცა საქმე წონის დაკლებას ეხება. პრობლემური ზონები გაცილებით უფრო თვალშისაცემია, როცა სამოსს არასწორად ვარჩევთ. არა და შესაფერისმა ტანსაცმელმა რამოდენიმე კილოგრამი შეიძლება მომენტალურად გააქროს. თანამედროვე, მოდური სამოსი ხომ, როგორც წესი, გამხდარი, ტანწერწერა მოდელების ტანზე იკერება. ჩვეულებრივ ადამიანებს კი არც ისე მოხდენილად აქვთ.

 

არასწორად შერჩეული ფერი, ნაჭერი თუ ტანსაცმლის მოდელი შეიძლება მთლიანად გიცვლიდეთ სხეულის ზომასა თუ ფორმას.  ასე რომ, ტანსაცმლის სწორად შერჩევაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ქვემოთ მოცემულია ექვსი შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ქალები ტანსაცმლის არჩევისას.

 

1) ტყუილად ფიქრობთ რომ როგორი საცვალი გეცმევათ იმ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა, თუ მის ვინმესთვის ჩვენებას გეგმავთ.  თუ თქვენი საცვალი მეტისმეტად ვიწროა, აუცილებლად მოგიჭერთ თეძოებზეც. სულ რომ კარგი ტანი გქონდეთ, ასეთი საცვალი თქვენს ვიზუალს მაინც გააფუჭებს. კარგი იქნება თუ ქვედა საცვალს სქელი სარტყელი ექნება. ასეთი საცვალი უფრო კომფორტულად გექნებათ სხეულზე და სილუეტსაც უფრო მოხდენილს გამოაჩენს.

 

2) ხშირად სრული ადამიანები დიდი ზომის, უფორმო სამოსს ირჩევენ რომელიც მათ პრობლემურ ადგილებს დაფარავს. სინამდვილეში ასეთი ტანსაცმელი მთლიანობაში უფრო დიდს გამოგაჩენთ. უმჯობესია, ასეთი ფართო ტანსაცმელი სხეულის იმ ნაწილზე ჩაიცვათ, რომელიც უფრო დიდია. ვიწრო ადგილები კი გამოკვეთეთ. მაგალითად, თუ ფეხებთან შედარებით წელს ზემოთ უფრო სრული ხართ, შეგიძლიათ თავს მოკლე კაბის ჩაცმის უფლება მისცეთ. დამიჯერეთ, წელს ზემოთ ზედმეტ მასას ვეღარავინ შეამჩნევს. 

 

3) თუ ზუსტად თქვენი ფეხების შესაბამისი სიგრძის შარვალს ვერ პოულობთ, უმჯობესია, შედარებით გრძელი შეიძინოთ. თუ შარვალი კოჭებზე მთავრდება, რამდენიმე კილოგრამით მეტი გამოჩნდებით. გრძელი შარვალი ფეხებს უფრო გრძელსა და გამხდარს გამოაჩენს.

 

 

4) ფეხსაცმელი, რომელის თასმაც კოჭზე მაგრდება, ფეხის სიგრძეს ვიზუალურად ამცირებს. მართალია, ასეთი ფეხსაცმელები ძალიან კომფორტულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ქალებს ვიზუალურად ასუქებენ. თუ გინდათ რომ უფრო გამხდარი და მოხდენილი გამოჩნდეთ, შეარჩიეთ სადა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თასმის გარეშე.

 

5) თუ იდეალური ტანი არ გაქვთ, დაბალწელიანმა შარვალმა შეიძლება თქვენი მუცელი და თეძოები ცუდად წარმოაჩინოს. მაღალწელიანი შარვალი კი მუცლის ნაკლოვანებებს ფარავს და უფრო გამხდარს გამოგაჩენთ. საშუალო ზომის შარვალი კი თითქმის ყველანაირი ტიპის ადამიანს მოუხდება. 

allmedic