
დაავადება ფსორიაზი უფრო და უფრო ვრცელდება დროთა განმავლობაში.
კვების შეზღუდვა ფსორიაზის დროს.
მკაცრი და კონკრეტული დიეტა ფსორიაზით დაავადებული ადამიანებისთვის არ არის განსაზღვრული, მანამ, სანამ არ გამოვლინდება მისი სხვადასხვა ფორმები.
ამისგან განსხვავებით არსებობს გარკვეული საკვები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს დაავადებაზე. რადგან ფსორიაზი არის ანთებითი დაავადება - დიეტაც უნდა იყოს ანთების საწინააღმდეგოდ მიმართული, რადგან არსებობს გარკვეული საკვები, რომელიც ახდენს ანთების პროვოცირებას.
პაციენტებს ფსორიაზით ურჩევენ ისეთ დიეტას, რომელიც არ შეიცავს კარტოფილს, პამიდორს, წიწაკას. ეს ხდება იმიტომ, რომ ფირქობენ ასეთი ტიპის საკვები შეიცავს ალკალოიდებს, რომელებიც არიან ანთების მედიატორები.
გარდა ამისა, ანთების პროვოცირებას ახდენს ცხიმიანი ხორცი. ამერიკის დერმატოლოგიის ასოციაციის წევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებმა, ვისაც აქვთ კანის დაავადებები, არ უნდა მიიღონ ცხიმიანი საკვები.
ჩვენი ცხიმის უჯრედები აწარმოებენ დიდი რაოდენობით პროტეინ TNF – alpa - ს, რომელიც არის „მამოძრავებელი ძალა“ ფსორიაზისთვის. როგორც კი მცირდება ადამიანის წონა, მცირდა ამ პროტეინების გამომუშავებაც, ამიტომ დიეტა უნდა იყოს ისე მიმართული, რომ მოხდეს წონის კლება.
ფსორიაზით დაავადებულებს ხშირად მდგომარეობა უმძიმდებათ ალკოჰოლის მიღების შემდეგ. ალკოჰოლი ხელს უწყობს ანთების ადვილად შეღწევას კაში და აძლიერებს დაავადებას. გარდა ამისა ალკოჰოლის მიღება ხელს უწყობს დეჰიდრატაციას, აშრობს კანს და ამით ართულებს ფსორიაზის მიმდინარეობას. ასე, რომ დაავადების დროს აუცილებლად უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი.
რა უნდა მიირთვათ ფსორიაზის დროს.
როგორ უნდა შეადგინოთ საკვები რაციონი, რა ამოიღოთ ან დაამატოთ თქვენს კვების რეჟიმს?
ესპანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაავადებულ ადამიანებში D ვიტამინის დაბალი დონე. ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია და გვეხმარება იმუნური სისტემის აქტივობაში. ასე, რომ თქვენს საკვებ რაციონში უნდა დაამატოთ D ვიტამინი და გაიძლიეროთ იმუნიტეტეი.
პაციენტები ასევე იღებენ თევზის ქონს და აღნიშნავენ ქავილის შეგრძნების შემცირებას.
იმის გათვალისწინებით, რომ დიეტა არის დაბალანსებული და შეგვიძლია ხანგრძლივად გამოვიყენოთ - არ უნდა დავანებოთ თავი.