სადომაზოხიზმი - სისასტიკე თუ „უწყინარი სექსუალური თამაშები“?
სადომაზოხიზმი - სისასტიკე თუ „უწყინარი სექსუალური თამაშები“?
allmedic
სადომაზოხიზმი - სისასტიკე თუ „უწყინარი სექსუალური თამაშები“?
სადომაზოხიზმი - სისასტიკე თუ „უწყინარი სექსუალური თამაშები“?
სადომაზოხიზმი - სისასტიკე თუ „უწყინარი სექსუალური თამაშები“?

სადომაზოხიზმი  სექსუალური გადახრაა, რომელიც ადამიანის ბიპოლარულ (ორპოლუსიან) ბუნებას ასახავს და სექსუალური ურთიერთობის დროს, პარტნიორისთვის სულიერი ან ფიზიკური ტანჯვის მიყენებით ან ამ ტანჯვის ობიექტად ყოფნით სიამოვნების მიღებას გულისხმობს.
ტერმინები - „სადიზმი“ და „მაზოხიზმი“ პირველად 1886 წელს სექსოლოგმა რიჰარდ ფონ კრაფტ-ებინგომმა გამოიყენა. ტერმინი „სადიზმი“ ფრანგი ფილოსოფოსისა და სექსუალური თვალსაზრისით სასტიკი ნაწარმოებების ავტორ მარკიზ დე სადის სახელს უკავშირდება, ხოლო „მაზოხიზმი“– ავსტრიელი მწერლის ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხისას, რომელიც ასევე ცნობილი იყო თავის ნაწარმოებებში ქალის დამორჩილების, დასჯისა და დამცირების აღწერით.
სადისტსა და მაზოხისტს შორის განსხვავება იმაშია, რომ სადისტი სიამოვნებას იღებს მეორე ადამიანის დამცირებითა და დასჯით, ხოლო მაზოხისტი პირიქით - თვითონ იღებს სიამოვნებას ტკივილსგან და დამცირებისგან. მაზოხისტმა შესაძლოა, საკუთარ თავსაც მიაყენოს ტკივილი და ამით სიამოვნება განიცადოს. ცნება სადომაზოხიზმი კი ამ ორივე ტერმინს აერთიანებს და, შეიძლება ითქვას, რომ სადისტისა და მაზოხისტის „ჰარმონიულ“ ურთიერთობას აღნიშნავს.

სადომაზოხიზმის ფორმები და ტექნიკა

სადომაზოხიზმის რამდენიმე ფორმა არსებობს:


ცივილური ფორმა (რომელიც ნაკლებად სახიფათოა) - რა დროსაც ადამიანში არსებობს „რაღაც დოზით“ სადომაზოხისტი (ისე, რომ ამას თვითონაც ვერ აცნობიერებს), რომელმაც შესაძლოა, გამოვლინება ცხოვრების ბოლომდე არ ჰპოვოს.


ფსიქოლოგიური ფორმა - ამ დროს ურთიერთობაში სექსუალური ელემენტი ან ფიზიკური ზეწოლა მთავარი მომენტი არ არის და ადამიანი სიამოვნებას მხოლოდ პარტნიორის სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დამცირებით იღებს. ფსიქოლოგიურმა სადომაზოხისტმა შესაძლოა, გამუდმებული ფსიქოლოგიური ზეწოლით ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.


ინცესტუალური ფორმა - როდესაც ადამიანის სადომაზოხისტური ინტერესი მიმართულია ბავშვებისკენ.

კრიმინალური ფორმა - როცა ადამიანი, პარტნიორის თანხმობის გარეშე, ძალის გამოყენებით კავდება მასთან სადომაზოხისტური მანიპულაციებით.


 „საყოფაცხოვრებო სადომაზოხისტი“ - რომელიც, ძირითადად, პარტნიორთან ჩხუბში, კამათსა და დამცირებაში ავლენს სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას და ხშირად მხოლოდ იმიტომ ჩხუბობს, რომ შერიგების შემდეგ უფრო „მხურვალე“ სექსით დაკავდეს.

რაც შეხება სადომაზოხიზმის ტექნიკას, ყველაზე გავრცელებული მეთოდებია - ფლაგელაცია და ბონდაჟი. ფლაგელაცია გრძელი და ელასტიური ნივთებით (მაგ: მათრახით, თოკით, როზგით ა.შ.) პარტნიორისთვის  ტკივილის მიყენებას ნიშნავს, ხოლო ბონდაჟი - თოკით, ჯაჭვით, ყელსაბამით, ხელბორკილით და ა.შ პარტნიორის შეზღუდვას მოძრაობაში  (ფიქსირებას). ფლაგელაციას და ბონდაჟს როგორც დეკორატიული, ასევე პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია. სადომაზოხისტური ურთიერთობისას მნიშვნელობა ენიჭება ასევე პარტნიორების ჩაცმულობას და ატრიბუტიკას. როგორც წესი, სადომაზოხისტების სამოსი დამზადებულია ტყავისგან ან ლატექსისგან, ხოლო ტკივილის მისაყენებლად სხვადასხვა საგნებს (მათრახი, როზგი, სამაგრები და ა.შ.) იყენებენ.

სადომაზოხიზმი - სისასტიკე  თუუწყინარი სექსუალური თამაშები“?

სადომაზოხიზმი აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ისეთი მსგავსი მდგომარეობებისგან, როგორიცაა უხეში სექსი და ჩვეულებრივი სისასტიკე. 
უხეში სექსის დროს ადგილი აქვს სადომაზოხიზმის მსუბუქ ელემენტებს - დუნდულებზე ან სასქესო ორგანოებზე მსუბუქ ხელის დაკვრას, ჩქმეტას, ძუძუს თავებსა და ყურის ნიჟარებზე ნაზად კბენას და ა.შ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ავადმყოფობასთან ან გადახრასთან, მით უმეტეს, თუ ეს ხდება პარტნიორების ურთიერთშეთანხმებით და, რაც მთავარია,  ზომიერების ფარგლებში. უპრიანი იქნება, ასეთ ურთიერთობის ასეთ ფორმას „უწყინარი სექსუალური თამაშები“ დავარქვათ.
რაც შეხება სისასტიკეს, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს სექსუალურ ურთიერთობაში, ყოველთვის სადომაზოხიზმს არ უკავშირდება და, ძირითადად, ხასიათის თვისებას წარმოადგენს, რადგან ბუნებრივია - თუ ადამიანი ცხოვრებაში აგრესიულია,  ამას სექსშიც გამოავლენს.

 

რა შემთხევაში მიიჩნევა სადომაზოხიზმი დაავადებად?

სადომაზოხიზმი დაავადებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ ურთიერთობის ეს ფორმა სექსუალური განტვირთვის ერთადერთ გზას წარმოადგენს და ადამიანს სქესობრივი აქტის სხვა ფორმით სიამოვნების მიღება არ შეუძლია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, საქმეში დროულად ჩაერთოს ექიმი-სექსოლოგი, რადგან არ არის გამორიცხული, მდგომარეობა იმდენად გართულდეს, რომ სექსუალური შეგრძნებების გასამძაფრებლად სადომაზოხისტმა ტკივილის ინტენსივობა გაზარდოს, რამაც შესაძლოა, წყვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი სერიოზული ზიანი მიაყენოს. მაგალითად: ცნობილი ამერიკელი მსახიობის და რეჟისორის დევიდ კერადაინის გარდაცვალების ერთ-ერთ სარწმუნო მიზეზად მაზოხისტური მანიპულაციები დასახელდა. შეგახსენებთ, რომ მსახიობი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს - იგი ოთახში კარადაზე იყო მიბმული ასოზე და ყელზე გამობმული თოკით და სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე მასტურბაციას ეწეოდა.

 

რა იწვევს სადომაზოხიზმს და როგორ ვუმკურნალოთ ამსახიფათო გადახრას“?

კვლევები აჩვენებს, რომ სადომაზოხიზმისკენ მიდრეკილება ყალიბდება ჯერ კიდევ ბავშვობაში და მშობლების მხრიდან სასტიკი მოპყრობა განაპირობებს. თუმცა, მომავალი მაზოხისტის ჩამოყალიბება არც ჰარმონიულ ოჯახებშია გამორიცხული.
რაც შეეხება სადომაზოხიზმის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას (ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, როდისაა აუცილებელი მკურნალობა),  აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმი-სექსოლოგის მიერ (შესაძლოა, საჭირო გახდეს პროცესში ფსიქიატრის ჩართვაც). ეს რთული პროცესია და ითვალისწინებს პაციენტის ფსიქოლოგიურ და მედიკამენტოზურ მკურნალობას.

allmedic