
ცხადია, სექსში ცუდი არაფერია. სქესობრივი აქტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კია. მიუხედავად ამისა, ხშირად ეს გრძნობებს უკავშირდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი მამაკაცები ქალის მიმართ იგივეს არ გრძნობენ.
როგორ უნდა მიხვდეთ, მამაკაცს მართლა მოსწონხართ თუ თქვენთან მარტო სექსი აინტერესებს? იმედია, ამის გარკვევაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
1. გვიანი ზარი
თუ მამაკაცი მხოლოდ ღამის პირველი საათის შემდეგ გწერთ, არა მგონია, უბრალოდ ვამპირი იყოს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კაცებს ხშირად სწორედ ამ დროს უჩნდებათ სქესობრივი კავშირის სურვილი, რაც აიძულებთ ქალს ასე გვიან დაურეკონ ან მისწერონ.
2. არანაირი კინო და სადილი
თუ მამაკაცი, რომელთანაც ინტიმური ურთიერთობა გაკავშირებთ, არასდროს გეპატიჟებათ სადილზე ან კინოში, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ აბსოლუტურად კმაყოფილია იმით, რაც აქვს.
3. სიძუნწე
მამაკაცი თქვენთან მეტისმეტად ხელმომჭირნედ იქცევა? როგორც წესი, ჩვეულებრივ, იმ ადამიანთან რომელიც სერიოზულად მოსწონთ, უფრო ხელგაშლილები არიან. ასეთი სიტუაციები იმაზე მიანიშნებს რომ თქვენ მისთვის არც ისე ძვირფასი ხართ.
4. არ ცდილობს თქვენს გაცნობას
მამაკაცი არაფერს გეკითხებათ თქვენს მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე, სამსახურზე... მას არც თქვენ აინტერესებთ, როგორც პიროვნება. ჯობია, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები.
5. არ გაცნობთ მეგობრებს
თუ მამაკაცი არ გაცნობთ არც მეგობრებს და არც ოჯახის წევრებს, ეს იმის მანიშნებელია რომ იგი სერიოზულად არ აღგიქვამთ. არ სურს თავისი ცხოვრების ნაწილი გახდეთ.
6. არ სახავს გეგმებს
მამაკაცი, რომელიც არანაირ გეგმას არ ადგენს მომავლისთვის, არც თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებითაა დაინტერესებული. ეს საუკეთესო გზაა მის შესამოწმებლად. სთხოვეთ რაიმე დაგეგმოს თქვენთან ერთად. თუ მან ორზე მეტჯერ გითხრათ უარი, უკვე იცით, რისი გაგებაც გსურდათ...
7. არანაირი ძილი
ერთ საწოლში ძილი უფრო მეტად ინტიმურია, ვიდრე, უბრალოდ სექსი. თუ მამაკაცი არასდროს იძინებს თქვენთან ერთად, ე.ი. სამწუხაროდ, არც იმდენად ახლოსაა თქვენთან, როგორც გეგონათ.
8. თავს გარიდებთ
თუ მამაკაცი ამნეზიით არ იტანჯება, მაგრამ საზოგადოებაში თავს ისე იჭერს, თითქოს კარგად არც გიცნობთ, მას თქვენთან სერიოზული ურთიერთობის გაგრძელება არ სურს.
9. მატყუარა
მას სხვა ქალთან ეძინა და ამას ისე გიყვებათ, ვითომც არაფერი? თქვენ მასში აშკარად შეცდით!
10. მხოლოდ სექსი
სექსის გარდა რამე გაგიკეთებიათ ერთად? თუ პასუხი უარყოფითია, ე.ი. მას მეტი არც არაფერი უნდა.
11. მხოლოდ საუბარი
გეგმების შედგენამ არ მოგატყუოთ. მამაკაცების უმრავლესობა ასე იმიტომ იქცევა რომ ურთიერთობას სერიოზული სახე მისცეს და თქვენ გასიამოვნოთ. სინამდვილეში კი არაფერის გაკეთებას აპირებს. თუ ამას შეამჩნევთ, მგონი დროა, ცხოვრებას რეალურად შეხედოთ.
12. მხოლოდ სექსზე საუბრობთ
მამაკაცები იმ თემებზე საუბრობენ, რაც მართლა აინტერესებთ. თუ არასდროსაა სხვა თემაზე საუბრის ინიციატორი, ე.ი. მისი ინტერესის სფერო მხოლოდ სექსია.
13. არ გკითხულობთ
დღის განმავლობაში არ გწერთ და არ გეკითხებათ, როგორ ხართ ან რას აკეთებთ? მას პარტნიორად არ მიაჩნიხართ.
14. და ბოლოს, ზოგიერთი მამაკაცი პირდაპირ ეუბნება ქალს, რომ მისგან მხოლოდ სექსი აინტერესებთ. თუ თქვენ ამაზე მეტი გსურთ მისგან, უმჯობესია, საერთოდ დაშორდეთ. შეიძლება ის ახლა სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არაა. თქვენ კი დროს დაკარგავთ და გულნატკენი დარჩებით.
რაც უფრო მალე გაარკვევთ ურთიერთობის ფორმას, მით უკეთესი იქნება ორივე თქვენგანისთვის.