
ხელების და ფეხების სიგრზე, წელის გარშემოწერილობა და სხეულის სხვა ყველა დამახასიათებელი ნიშანი სხვადასხვა დაავადებების რისკებზე შეიძლება მიუთითებდეს.
იმ ადამიანებს, რომლებსაც სხეულთან შედარებით მოკლე ფეხები აქვთ, ყურადღება საკუთარ ღვიძლს უნდა მიაქციონ. ხოლო სტატისტიკის თანახმად შედარებით დაბალი ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ.
ბიოლოგები ამბობენ რომ ხვეულთმიანი ქალები, განსაკუთრებით კი ისინი ვისაც ამასთან ერთად განიერი თეძოები აქვთ, საწოლში უფრო გონებაგახსნილები არიან. ასეთი ქალები სექსუალურ ექსპერიმენტებზეც ადვილად თანხმდებიან. განიერი თეძოები, აგრეთვე, ნაყოფიერებაზე მიუთითებს.
დაბალი ხართ?
ამას ნაკლად ნუ ჩათვლით. ზოგიერთი ბიჭი ფიქრობს რომ დაბალ გოგოსთან ძილი უფრო კომფორტულია. ასეთი გოგოები უფრო კომპაქტურები არიან მაღლებისგან განსხვავებით. დაბალი გოგოების გრავიტაციის ცენტრი უფრო დაბლაა და შესაბამისად ბალანსის დაცვა მათთვის უფრო ადვილია. გაცილებით მარტივად იღებენ სხვადასხვა რთულ პოზას. მათ იოგას ვარჯიშებიც უფრო უადვილდებათ.
ფუმფულა ხართ?
ნობელის პრემიის მფლობელის, ჯეიმს უოტსონის მიხედვით ინტიმური კავშირი სრულ ქალებთან გაცილებით სასიამოვნოა. იგი დარწმუნებულია რომ ცხიმები ენდორფინის გამოყოფას უწყობს ხელს და ეს მათ სექსუალურობაზეც აისახება.
თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კაცებს წვრილი, გამოყვანილი წელი ძალიან მოსწონთ. ასე რომ, გამხდარი და მოხდენილი თუ ხართ, ეს თქვენს სექსუალურობას ხაზს გაუსვამს.
დიდი და ლამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ თუ ამით არ გამოირჩევით, ნუ დაღონდებით. ეს თქვენს სექსუალურობას ხელს არ შეუშლის. როგორც ამბობენ პატარა მკერდი უფრო მგრძნობიარეა დიდთან შედარებით.
2013 წელს მკვლევარებმა დაადგინეს რომ დიდმკერდიანი ქალები უფრო ჭკვიანები არიან, დანარჩენებთან შედარებით, თუმცა, დაახლოებით, 24%-ით ნაკლებად მგრძნობიარე.
დიდმკერდიანი ქალებით, აგრეთვე, დიაბეტისკენ არიან მიდრეკილნი. ამ დაავადების პრევენციისთვის ასეთმა ქალებმა უნდა მიიღონ დაბალანსებული, ჯანსაღი საკვები, აკონტროლონ წონა და დაკავდნენ სპორტით.
თითების სიგრძე
მოკლე თითები უფროს ასაკში ოსთეოართრიტის რისკზე მიუთითებს. თითების მცირე ზომა შეიძლება ესტროგენის დაბალ დონეზე მიუთითებდეს რაც ძველების დაავადებებთანაა კავშირში. ასეთმა ადამიანებმა სისტემატიურად უნდა ივარჯიშონ და მიიღონ კალციუმის დამატებითი დოზები.
ფეხის სიგრძე
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებს, რომელთა ფეხის სიგრძე 50-73 სმ-ს შორის მერყეობდა, ღვიძლში ემზიმების დიდი რაოდენობა გააჩნდათ, რაც ამ ორგანოს დაავადებას იწვევდა. ასეთ დროს სასურველია ალკოჰოლის და სხვა ტოქსინების მიღება დაბალანსდეს.
როგორც ხედავთ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენს სიმაღლეს, წონას და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში ამას დადებითი მხარეც ექნება და უარყოფითიც. მთავარია, თქვენ მოგწონდეთ და აფასებდეთ საკუთარ თავს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.