დიეტა - მავნებელია თუ სასარგებლო ჩევნი ორგანიზმისთვის
დიეტა - მავნებელია თუ სასარგებლო ჩევნი ორგანიზმისთვის
allmedic
დიეტა - მავნებელია თუ სასარგებლო ჩევნი ორგანიზმისთვის
დიეტა - მავნებელია თუ სასარგებლო ჩევნი ორგანიზმისთვის
დიეტა - მავნებელია თუ სასარგებლო ჩევნი ორგანიზმისთვის

კვება არის ფიზიოლოგიური მოვლენა, რომელიც ადამიანს ავსებს ენერგიით და უნარჩუნებს ჯანმრთელობას. ის უზრუნველყოფს ნივთიერებების ნორმალურ ცირკულაციას, ყველა ორგანოს და სისტემის ფუნქციურ აქტივობას და ადაპტირებას გარემოსთან. დაბალანსებული დიეტა მოიცავს პროდუქტების 4 ძირითად ჯგუფს: პირველი ჯგუფია - მარცვლეული, მეორე- ბოსტნეული, მესამე - რძის პროდუქტები, მეოთხე - ხორცი, თევზი, კვერცხი, ლობიო. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის , რომ შეივსოს ორგანიზმი ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით,  ვიტამინებით თანაბრაბრად და მთელი დღის განმავლობაში.

ადამინის ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს საკვების შეზღუდვა. სხვადასხვა სამკურნალო, თუ პროფილაქტიკურმა ღონისძიებებმა შეიძლება მოითხოვოს დიეტური რეჟიმი. სამკურნალო დიეტას ირჩევს ექიმი, პაციენტის დიაგნოზის და თავისებურებების გათვალისწინებით. მინდა ხაზი გავუსვა , რომ ნებისმიერი სამკურნალო დიეტის დანიშვნის პასუხისმგებლობა ეკისრება ექიმს, მან უნდა გააკონტროლოს რეჟიმი და შეიძლება შეცვალოს კიდეც პაციენტის ბუნებრივი მონაცემების ცვლილებებიდან გამომდინარე.

დიეტას შეიძება ქონდეს უარყოფითი მხარეებიც, რასაც მედიკოსები სკეპტიკურად უყურებენ. მაგალითად თუ თქვენ აიღებთ ვეგეტარიანულ საკვებს, ის განიცდის B , A , D  ვიტამინების ნაკლებობას, იმუნოდეფიციტის გამო შესაძლებელია განვითარდეს ინფექციებისადმი დაბალი წინააღმდეგობის უნარი. ასევე, მართალია მარცვლეულში არის ცილის შემცველობა, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი ძნელად იღებს მცენარეულ ცილას. ასე, რომ ვეგეტარიანული დიეტის დროს შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა სახის პრობლემები.

ბევრი ადამიანი იყენებს ერთი ნივთიერების შემცველ დიეტას, მაგალითად ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების. ნორმალური მეტაბოლიზმისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ნივთიერებების მიღება. ვიცით, რომ ბუნებაში არ არსებობს „სუფთა“ ცილის, ცხიმის და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, ასე რომ უმჯობესია მიიღოთ ისინი კომბინირებულად, რადგან მოხდეს ორგანიზმის სრულიად შევსება. მრავალსაუკუნოვანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრ ქვეყანაში კვება ეფუძნება არა  მხოლოდ ერთი რომელიმე ნივთიერების მიღებას, არამედ გონივრულ კომბინაციას.

მცენარეული საკვების დიეტის დროს უნდა იცოდეთ, რომ ბოსტნეული, ხილი და კენკრა არიან მთავარი წყარო ვიტამინი C - ეს, მაგრამ ნაკლებად შეიცავენ ვიტამინ B , A , D და  B12 .

თუ თქვენ გადაწყვეტთ გამოაცხადოთ რამდენიმე დღიანი შიმშილი, აუცილებლად კითხეთ აზრი თქვენს ექიმს. შიმშილმა რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანოებს, მაგალითად დააზიანოს კუჭ - ნაწლავი, გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ეგზემა, ბრონქული ასთმა, შიზოფრენია. ის აზრი, რომ შიმშილის დროს სხეული თავისუფლდება ტოქსინებისგან, ცოტა საკამათოა. შიმშილს ორგანიზმი აღიქვამს , როგორც სტრესს და უარყოფითად რეაგირებს. ის უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე და ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფსიქო- ემოციური დარღვევები, ანემია, გულის უკმარისობაც კი.

ასე, რომ სანამ თქვენ თავს განუსაზღვრავთ დიეტას, აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია, რადგან თავიდან ავიცილოთ უარყოფითი ეფექტები. მინდა ავღნიშნო, რომ დაბალანსებული კვება აუცილებელია მთლიანი ორგანიზმისთვის. 

allmedic