როგორ ვლინდება მამაკაცთა კლიმაქსი?!
როგორ ვლინდება მამაკაცთა კლიმაქსი?!
allmedic
როგორ ვლინდება მამაკაცთა კლიმაქსი?!
როგორ ვლინდება მამაკაცთა კლიმაქსი?!
როგორ ვლინდება მამაკაცთა კლიმაქსი?!

რა არის კლიმაქსი?


კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად კიბის საფეხურს ნიშნავს, შესაბამისად, იგი არის არა დაავადება, არამედ ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი საფეხური და ადამიანის ენდოკრინულ სისტემაში მიმდინარე ჰორმონალურ ძვრებს ასახავს.

 

მამაკაცთა კლიმაქსის თავისებურებები
 

მამაკაცთა კლიმაქსი, იგივე ანდროპაუზა - ორგანიზმის დაბერების კანონზომიერი ეტაპია, რომელიც ხშირად ყოველგვარი ჩივილებისა და კლინიკური გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს და ჰარმონიულად ერწყმის სიბერეს. თუმცა, არსებობს პათოლოგიური კლიმაქსის ცნება და მასზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც პროცესი მიმდინარეობს გულ-სისხლძარღვთა და შარდ-სასქესო სისტემების ცვლილებების ფონზე. 
კლიმაქტერული პერიოდი მამაკაცებში ქალებთან შედარებით უფრო გვიან იწყება და ძირითადად, 45-60 წლის ასაკში იჩენს თავს. 45 წლამდე მამაკაცებში კლიმაქსის განვითარება ადრეულად ითვლება, 60 წლის ზევით კი - კლიმაქსს დაგვიანებულად მიიჩნევენ.

რა ცვლილებებს განიცდის მამაკაცის ორგანიზმი კლიმაქტერულ პერიოდში?


40-დან 70 წლამდე ასაკში მამაკაცთა სასქესო ჯირკვლებში ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები - მცირდება ე.წ. ლეიდიგის უჯრედების რაოდენობა, რის შედეგადაც ორგანიზმში იკლებს ანდროგენების, უპირველეს ყოვლისა კი, ტესტოსტერონის შემცველობა. 
სათესლეთა ფუნქციების დაქვეითების პარალელურად, თირკმელზედა ჯირკვლებიც ამცირებენ ანდროგენების გამოყოფას, რის შედეგადაც ქვეითდება, შემდეგ კი საბოლოოდ ქრება მამაკაცის ორგანიზმის გარკვეული ფუნქციები და დგება ანდროპაუზა.

როგორ ვლინდება მამაკაცთა კლიმაქსი?


ქალური კლიმაქსისგან განსხვავებით, კლიმაქსი მამაკაცებში უფრო მსუბუქად და ხშირად შეუმჩნევლადაც კი მიმდინარეობს. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს: თავბრუსხვევა; გახშირებული გულსცემა; სახისა და კისრის სიწითლე და  წამოხურება; კიდურებისდაბუჟება; არტერიული წნევის არამდგრადობა; ჭარბი ოფლიანობა, გაღიზიანებადობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, უძილობა; დეპრესია; შიშები; სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება; სწრაფი ეაკულაცია და ა.შ.
გარდა ამისა, კლიმაქსმა შეიძლება გამოიწვიოს ან დაამძიმოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა: გულის იშემიური დაავადება; ათეროსკლეროზი; შაქრიანი დიაბეტი; სიმსუქნე; ანემია; ოსტეოპოროზი და ა. შ.
აქედან გამომდინარე, კლიმაქტერულ პერიოდში (განსაკუთრებით მისი პათოლოგიური  მიმდინარეობისასას) მამაკაცმა აუცილებლად სექსოლოგს ან/და ანდროლოგს უნდა მიაკითხოს.

მამაკაცთა კლიმაქსი და რეპროდუქციული ფუნქცია
 

ქალების შემთხვევაში კლიმაქსთან ერთად წყდება ქალის ყოველგვარი რეპროდუქციული ფუნქცია, ხოლო მამაკაცებთა კლიმაქსის დროს, რეპროდუქციული ფუნქცია შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ (ტესტოსტერონის შემცირების ფონზე) ვითარდება სხვადასხვა სიმპტომებიდაავადებები თუ სქესობრივი დარღვევები.

რა შემთხვევაში ითხოვს მამაკაცთა კლიმაქსი მკურნალობას


როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აბსოლუტურად შესაძლებელია, მამაკაცმა კლიმაქტერული პერიოდი მშვიდად, ყოველგვარი სირთულებების გარეშე გადაიტანოს და ექიმის ჩარევა არ დასჭირდეს. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, კლიმაქსი საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომებითა და გართულებებით ხასიათდება და კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს.

მამაკაცთა კლიმაქსის მკურნალობა მოიცავს: მედიკამენტოზურ თერაპიას (ჰორმონალური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ბიოგენური ადაპტოგენები და ა.შ.), ფსიქოთერაპიას, ფიზიოთერაპიულ პროცედურებსშესაბამისი დიეტის დაცვასას და შრომისა და დასვენების ოპტიმალური რეჟიმის შერჩევას.
სწორად შერჩეული მკურნალობისა და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია მამაკაცმა ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნოს არა მხოლოდ შრომისუნარიანობა და კარგი გუნება-განწყობა, არამედ სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრების უნარი და კლიმაქტერული პერიოდი მშვიდად, ყოველგვარი სირთულებების გარეშე გადაიტანოს.

allmedic