ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები
ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები
allmedic
ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები
ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები
ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა. იგი ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ ვითარდება. ასეთ დროს დაავდებას დიდხანს ატარებენ და სიმპტომები მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება.

 

 

 

 

 

 

რა სიმპტომები ახასიათებს ბაქტერიულ ვაგინოზს?

  • თეთრი ან რუხი ფერის გამონადენი საშოდან;
  • უსიამოვნო სუნი;
  • განსაკუთრებით უსიამოვნო სუნი სქესობრივი აქტის შემდეგ (თევზის სუნი);
  • ქავილი საშოს არეში;
  • ტკივილი და წვა შარდვის დროს;

ყოველი სქესობრივი აქტი ახალ პარტნიორთან ბაქტერიული ვაგინოზით დაავადების რისკს ზრდის.  ამ დაავადებას საკმაოდ სავალალო შედეგების გამოწვევა შეუძლია. მაგალითად:

  • მენჯის ანთებითი დაავადებები;
  • რეპროდუქციული სისტემის მოშლა;
  • საშვილოსნოს, მილების გამტარიანობის მოშლა;
  • საკვერცხეების დაავადებები;
  • უნაყოფობა;
  • ექტოპიური ორსულობა;
  • დაორსულების შემთხვევაში მაღალია რისკი იმისა, რომ ბავშვი მეტისმეტად მცირეწონიანი დაიბადოს;
  • ზრდის სხვა გადამდები დაავადებებით ინფიცირების ალბათობას (აივ ვირუსი, გონორეა, ქლამიდიოზი და სხვ.);

ბაქტერიული ვაგინოზით ხშირად ავადდებიან ქალები რომლებიც იკეთებენ ჰისტერექტომიას ან აბორტს.

ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დადგენა მარტივად შეიძლება საშოდან სინჯის აღების შემთხვევაში. საწყის ეტაპზე მისი მკურნალობა ანტიბიოტიკებითაც შესაძლებელია.  ბაქტერიული ვაგინოზით ხელახლა დაავადებისგან არავინაა დაზღვეული. აუცილებელია რომ მკურნალობის კურსი პაციენტმა სრულად ჩაიტაროს და ხელახლა ინფიცირებისგან მაქსიმალურად დაიცვას თავი (ჰყავდეს ერთი პარტნიორი და სქესობრივი აქტის დროს გამოიყენონ პრეზერვატივი). არ შეიძლება წყლის ჭავლით საშოს დაბანა - ეს ბაქტერიების ბალანსს არღვევს და დაავადების რისკს ზრდის.

 

დაავადების პრევენციის მიზნით სასურველია:

  • დაიცვათ პირადი ჰიგიენა.
  • დაიბანეთ დეფეკაციის შემდეგ;
  • ატარეთ ბამბის, კომფორტული საცვალი;
  • ტანსაცმელი უნდა ატარებდეს ჰაერს;
  • გყავდეთ მუდმივი სქესობრივი პარტნიორი;
  • ინტიმური კავშირის დროს თავი დაიცავით.

 

ბაქტერიული ვაგინოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ ეს რამდენიმე რჩევა საკმაოდ ამცირებს მისით ინფიცირების რისკებს. მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა ამ სიმპტომებს ყურადღება მიაქციონ და დაავადება ყურადღების მიღმა არ დარჩეთ, რადგან მისი მკურნალობა ადრეულ სტადიაზევე დაიწყონ, რადგან მკურნალობის გარეშე ბაქტერიული ვაგინოზი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

allmedic