როგორ უნდა იკვებოთ ქრონიკული პანკრეატიტის დროს
როგორ უნდა იკვებოთ ქრონიკული პანკრეატიტის დროს
allmedic
როგორ უნდა იკვებოთ ქრონიკული პანკრეატიტის დროს
როგორ უნდა იკვებოთ ქრონიკული პანკრეატიტის დროს
როგორ უნდა იკვებოთ ქრონიკული პანკრეატიტის დროს

დიეტური თერაპია პანკრეატიტის დროს დამოკიდებულია პროცესის სტადიაზე და დაავადების კლინიკურ ფორმაზე, პანკრეასის სეკრეტორულ ფუნქციაზე და სხვა საჭმლის მომნელებელი სისტემების მდგომარეობაზე. 

დიეტის დანიშვნა პანკრეატიტის დროს დამოკიდებულია საკვების თავისებურებებზე, განსაკუთრება ყურადღება ექცევა ცხიმებს, რომლებიც ასტიმულირებენ პანკრეასის ჰორმონგამომყოფ ფუნქციას.

კვებითი დიეტა  აუცილებლად უნდა დაინიშნოს მკაცრად ექიმის მეთვალყურეობით.

ტკივილის არ ქონდა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება არის მანიშნებელი მისი ძალების მობილიზების. ასეთ დღეებში რეკომენდირებულია ისეთი საკვები, რემლებიც არ ასტიმულირებენ კუჭის და პანკრეასის სეკრეციას.  ასეთებია, მაგალითად მოხარშული ხილ - ფაფა, ბრინჯი, წიწიბურა, ხორცის პიურე და მოხარშული ხორცი. მოგვიანებით კვება უნდა გავზარდოთ. ყოველდღიურად რეკომენდირებულია ერთი კერძი (თევზი, კვერცხი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი). ნებისმიერი კერძი უნდა მომზადდეს ცხიმის გარეშე - მოიხარშოს ან გამოცხვეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი. უნდა იკვებოთ სულ მცირე 5 – 6 ჯერ დღეში.

დიეტა ასევე უნდა დაინიშნოს ინდივიდუალურად, სხეულის წონის და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება, განსაკუთრებით შაქრის, ქრონიკული პანკრეატიტის დროს საფრთხეს ქმნის დიაბეტის განვითარებისთვის. ასე, რომ ტკბილეული, ნამცხვრები და შოკოლადი უნდა ამოიღოთ კვების რაციონიდან.

თუ სრულიად მოხდა ცხიმის მარაგის ამოწურვა, საჭიროა მისი მიღება, მხოლოდ უნდა იყოს ბუნებრივი ცხიმები. ამ ცხიმების 75 – 80 % უნდა იყოს ცხოველური წარმოშობის, რომლებსაც შეიცავს ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები. მცენარეული ზეთები არ უნდა მიიღოთ დგეში 1 - 2 სუფრის კოვზის მეტი, რომელიც შეგიძლიათ შეივსოთ სალათებიდან და სუპებიდან. ცხიმის მთლიანად რაციონიდან გამორიცვა არ არის კარგი, რადგან ამ დროს აღარ გამოიყოფა პანკრეასის წვენი და ვერ მოხდება საჭმლის სწორად მონელება.

დიეტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ქრონიკული პანკრეატიტით დაავადებულ ადამიანებში წარმოადგენს ცილა. ცილა არის ამინომჟავების წყარო და ამინომჟავები კი თავად უზრუნველყოფენ პანკრეასის ქსოვილის აღდგენას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ უნდა მიიღოთ ცხოველური წარმოშობის ცილები (თევზი, რძის პროდუქტები და მჭლე ხორცი). ეს პროდუქტი ბევრად ადვილად მოსანელებელია.  

დიეტის დროს აუცილებელია გაიზარდოს ვიტამინების მიღება. ისინი აუმჯობესებენ პაციენტის ზოგად მდგომარეობას და ეხმარებიან გამოჯანმრთელებაში. სასურველია ამისთვის მიიღოთ ბოსტნეულის და ხილის წვენები, ახალი კენკრა, მწვანილები. 

allmedic