5 რჩევა გინეკოლოგისგან, რომელიც ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ
5 რჩევა გინეკოლოგისგან, რომელიც ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ
allmedic
5 რჩევა გინეკოლოგისგან, რომელიც ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ
5 რჩევა გინეკოლოგისგან, რომელიც ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ
5 რჩევა გინეკოლოგისგან, რომელიც ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ

ყველა ქალს აქვს ინტიმური პრობლემები, რომლებიც არცთუ ისე ადვილი გადასაჭრელია. ბევრ ადამიანს უჭირს თავის თავზე საუბარი სპეცილისტებთანაც კი, ამიტომ ან თვითმკურნალობენ, ან სრულებითაც აიგნორებენ  მათ.

1. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ გამონადენზე.

ფაქტია , რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ რაღაც მომენტში ის ხდება მოყვითალო და სქელი.  ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რაოდენობას და შემცველობას, მოხდეს მისი მონიტორინგი.  ეს  ცვლილებები არის მანიშნებელი გარკვეული ტიპის ინფექციის, განსაკუთრებით თუ ახლავს თანმხლები სიმპტომები.

მაგალითად, თეთრი გამონადენი და ქავილი მიუთითებს სოკოვან ინფექციაზე. უფერო, სუნიანი სითხე სექსის შემდეგ მიუთითებს ბაქტერიულ ვაგინოზზე ( ყველაზე მეტად გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა ქალებში ). სუნიანი მწვანე გამონადენი მიუთითებს ტრიქომონიაზზე.

ქალებებს 15 – 25 წლის ასაკში, რომლებიც ცხოვრობენ აქტიური სექსუალური ცხოვრებით უნდა ჩაუტარდეთ ტესტი ქლამიდიის გამოსარიცხად.  თუ შედეგი დადებითი აღმოჩნდება უნდა შეიმოწმოთ თავი გონორეაზე. ეს დაავადება არის ვენერიული, რომელიც როგორც წესი, თან ახლავს ქლამიდიოზს.

2. ნუ დააიგნორებთ მორეციდივე სიმპტომებს.

ქალების 75% ერთხელ მაინც ავადდება, ისეთი სოკოვანი ინფექციით, როგორიცაა - კანდიდოზი.  თუ შეძლებთ თავად დაადგინოთ ეს დაავადება, სამკურნალოდ არსებობს სპეციალური კრემები ან ვაგინალური სანთლები. მაგრან თუ ვერ ახერხებთ დაავადებას გაუმკლავდეთ ან მკურნალობა უშედეგოა, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს.

გენიტალური ჰერპესი „ცოცხლობს“ ადამიანების 90% ში. მაგრამ მისი გააქტიურება ხდება მხოლოდ 10% - ში, როდესაც ადამიანს აქვს დაბალი იმუნიტეტი, გაციებულია ან სტრესის ქვეშ არის.  მისი გადაცემა არ ხდება მხოლოდ სექსის დროს, არამედ ადამიანის პირადი ჰიგიენის ნივთებთან კონტაქტის დროსაც.

3. გახსოვდეთ ინფექციის განვითარების ფაქტორები.

განვითარების რისკი დამოკიდებულია ჰორმონების შემცველობაზე და საშოში მჟავა - ტუტოვან ბალანსზე.  მათ ცვლილებებზე მოქმედი ფაქტორებია: დიაბეტი, ორსულობა, ანტიბიოტიკები, კონტრაცეპტივები. 

ანტიბიოტიკები და ორალური კონტრაცეპტივები ზრდიან ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების რისკს. ის ხშირად გამოწვეულია სოკოვანი ინფექციებით და მათზე მკურნალობით. თუ თქვენ შენიშნეთ ისეთი სიმპტომი მაგალითად, როგორიცაა სუნიანი გამონადენი აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ინფექციამ შეიძლება პროვოცირება მოახდინოს სხვა რამის. ვაგინის დაბანისას შეიძლება გაიზარდოს ინფექცია და გამოიწვიოს ვაგინოზი. შხაპის გელი და მსგავსი საშუალებები ახდენენ ვაგინალური ფლორის დარღვევას და ადვილად ვითარდება დაავადება.

ამ პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ე.წ არასპეციფიკური ვაგინიტი.  ასე, რომ თუ გაეჭვებთ თქვენი არომატული გელები და იწვევს თქვენი საშოს ლორწოვანის გაღიზიანებას დაუყონებლივ გამოცვალეთ.

4. არასდროს დააიგნოროთ უსაფრთხო სექსი.

თქვენ მაშინაც კი უნდა იყოთ ფხიზლად, თუ აბსოლიტურად ენდობით თქვენს პარტნიორს. დაიმახსოვრეთ, რომ საუკეთესო თავდაცვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან არის - პრეზერვატივის გამოყენება. თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე საეჭვო სიმპტომი აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

B ჰეპატიტი არის სქესობრივი გზით გადამდები ერთადერთი დაავადება, რომლის წინააღმდეგაც შემუშავებულია ვაქცინა.  პროფილაქტიკური აცრა კეთდება სამ ეტაპად. ყოველ 10 – 12 წელიწადში უნდა განმეორდეს.

5. გაიარე რეგულარული სამედიცინო შემოწმება.

თუნდაც იმისთვის , რომ თქვენ დარწმუნებული იყოთ საკუთარ ჯანმრთელობაში , წელიწადში ორჯერ მაინც მიაკითხეთ გინეკოლოგს და ჩაიტარეთ გამოკვლევები. განსაკუთრებით მაშინ როცა შეიცვლით სექსუალურ პარტნიორს, რადგან ამ დროს გაზრდილია რისკი ბაქტერიული ვაგინოზით, ტრიქომონიაზით და ქლამიდიოზით დაავადების.

ასეთ დაავადების უყურადღებობამ შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ან ნაადრევი მშობიარობა. ასევე ისინი ზრდიან იმუნოდეფიციტური ვირუსის განვითარების რისკს. რადგან თუ გაქვთ რაიმე გინეკოლოგიური დაავადება, თქვენი იმუნიტეტი დაქვეითებულია და ადვილად მისაწვდომი აივ ინფექციისთვის. 

allmedic