ზედმეტი წონა და სიმსუქნე XXI საუკუნის სენია. სტატისტიკის მიხედვით 2014 წელს ჭარბწონიანთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 26 % ით გაიზარდა. გახდომის მსურველი ბევრია, თუმცა ხშირად სპორტული დარბაზების სტუმრობა და მკაცრი დიეტების დაცვა სირთულეებს უკავშირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი მუშაობს, არის დაკავებული და ყოველი წუთი აქვს გათვლილი. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის ესთეტიკურ მედიცინაში მრავალი აპარატურული საშუალება არსებობს. სადაც ერთი ვიზიტისას დახარჯული 30 წუთი, სპორტდარბაზში გატარებულ საათებს უდრის. თუმცა აქაც ვაწყდებით პრობლემებს, რომელიც შედეგის ხანგრძლივობასა და ეფექტურობას ეხება. გარდა ამისა, კოსმეტოლოგიური აპარატების უმრავლესობა გათვლილია მხოლოდ ვიზუალურ ეფექტზე და არა ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაზე.
მსოფლიოში არსებული გასახდომი ტეექნოლოგიების საუკეთესო ტოპ 10 აპარატი მხოლოდ კლინიკა „მედიშია“. ესენია:
- იმპედანომეტრი- არის აპარატი, რომელიც ახდენს კანის სტრუქტურის, მასში არსებული ცხიმებისა და სითხის რაოდენობის დიაგნოსტირებას. ამის ნიადაგზე ექიმი შეგირჩევთ იმ გასახდომ ტექნოლოგიას, რომელიც კონკრეტულად თქვენ გჭირდებათ.
- ზელტიკი- ეს არის ცხიმების მოშორება და დაშლა მოყინვის მეთოდით. ეს არის ლიპოსაქციის უმტიკვნეულო ალტერნატივა, რომელიც არ საჭიროებს რეაბილიტაციას. ვაკუუმის სისტემის დახმარებით იწოვს ცხიმოვან უჯრედებს და ყინავს მათ. რაც მთავარია პროცედურა გრძელდება მხოლოდ ერთი საათი (ერთ ზონაზე) და საშუალოდ ცხიმების საერთო რაოდენობის 30%-ს შლის. პროცედურის დასრულებისთანავე თქვენ შეძლებთ დაუყონებლივ დაუბუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
- მანტისი - არის უნიკალური, ინოვაციური სისტემა, სადაც გაერთიანებულია ორი ენერგია : ენდომასაჟი და მაგნიტური ველი. „მანტის“-მა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც პრობლემის არამარტო შედეგს, არამედ მიზეზსაც ებრძვის. MRG მაგნიტური რეგენერაციის ტექნოლოგია (Magnetic Re-generate) არის ცელულიტთან ბრძოლის საუკეთესო ინოვაციური საშუალება. ეს არის ეფექტური და უსაფრთხო ლიპოლიზი (ცხიმების დაშლა).
- ბოდიესთეტიკი- ეს არის სხეულის მაკორექტირებელი ულტრათანამედროვე პროცედურა, გახდომის ფრანგული კონცეფცია და ცელულიტის მკურნალობის საშუალება. მისი საშუალებით შესაძლებელია სხეულის კორექცია, მოდელირება, ცელულიტების მოშორება, სისხლის მიმოქცევის აღდგენა, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება. ვაკუუმის საშუალებით იშლება ზედაპირულად განლაგებული კანქვეშა ცხიმი, ულტრაბგერით ხდება უფრო ღრმად მდებარე ცხიმების დაშლა და ლიმფური სისტემის მეშვეობით დაშლილი ცხიმების გამოდევნა ორგანიზმიდან.
- RF - რადიოსიხშირეზე დაფუძნებული აპარატია, რომელიც იწვევს კანის ლიფტინგს, ცელულიტის მკურნალობას, ცხიმების დაწვას და სხეულის რელიეფის გასადავებას.
- კავიტაცია - დღეისათვის ერთერთი ყველაზე ეფექტური კომბინირებული მეთოდია ზედმეტი ცხიმებისა და ცელულიტების დასაშლელად. პროცედურის შემდეგ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ხდება შემაერთებელი ქსოვილების უჯრედების სტიმულაცია. კანის ზედაპირი სწორდება და ხდება გლუვი . რადიოსიხშირის ტალღებით, კანის გათბობის შედეგად უმჯობესდება მეტაბოლიზმი ცხიმოვან ფენაში, ძლიერდება ლიმფოდრენაჟი და მატულობს კანის ტონუსი, ქრება ე.წ (ფორთოხლის კანი), მცირდება ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა და ზომა დამუშავებულ ზედაპირზე.
- პრესოთერაპია - აპარატული მეთოდია, რომელიც მიჩნეულია ყველაზე ეფექტურად ლიმფოსტაზის და სხვადასხვა სახის შეშუპების შესამცირებლად. შეუცვლელია ჭარბი წონის და ცელულიტის სამკურნალოდ.
- მეზოთერაპია - არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მკურნალობის მეთოდი. პროცედურის დროს კანის ზედაპირულ შრეში შეყავთ ცალკეული პრეპარატები ან სპეციალური კოქტეილი. კოქტეილი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინებს, რაც კანის სტრუქტურას აუმჯობესებს.
- აკვალექსი - ეს არის უახლესი მეთოდი ცელულიტის მოსაცილებლად. ცხიმდამშლელი კოქტეილი სხეულის ნებისმიერ ზონაზე შეიძლება გავიკეთოთ. ეს არის ანტიალერგიული ინექციური მეთოდი. პრეპარატი შლის ცხიმებს და აქვს ანტიცელულიტური ეფექტი. დამუშავებული ზონები დროთა განმავლობაში ინარჩუნებს თავის ეფექტს და ხელს უშლის ახალი ცელულიტის წარმოქმნას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აკვალექსის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ დამუშავებულ ზონებზე კანი უფრო მკვრივი და ელასტიური ხდება. პროცედურა არის უმტკივნეულო და ტარდება გაუტკივარების გარეშე, ხანგრძლივობა 30-40წთ.
სტრიებისათვის:
- ფრაქსელი - FRAXEL არის ფრაქციული ლაზერული პილინგის უახლესი თაობის ტექნოლოგია, რომელსაც არ სჭირდება რეაბილიტაცია და პროცედურის დასრულებისთანავე შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფრაქსელი ამუშავებს კანს ზედაპირზე, ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს. აჩერებს დაბერების პროცესს, ყოველგვარი აქერცვლის გარეშე.
- დოტ ლაზერი - DOT: ეს არის CO2 ფრაქციული ლაზერი, რომელიც ახდენს კანის აბლაციას, (კანის აქერცვლა ლაზერის მაღალი ენერგიის გამოყენებით) პროცედურის მიზანია განახლდეს დაზიანებული ან დაბერებული კანი. ეს არის უნიკალური ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში ახდენს კანზე არსებული არაერთი პრობლემის მოგვარებას. ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს.
- პლაზმოლიფტინგი - პლაზმოლიფტინგი – კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდია, რომელიც იძლევა პლაზმის აღმდგენ - მასტიმულირებელ ეფექტს და სისხლის უჯრედების უნიკალურ შესაძლებლობებს. პლაზმოლიფტინგის კურსის შედეგად კანი მნიშვნელოვნად უმჯობესდება გარეგნულად, ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კანი არა მარტო გამოიყურება, არამედ ფუნქციონირებს ახალგაზრდულად.
კლინიკა „მედი“- ში, როგორც ქალებისათვის, ასევე მამაკაცებისთვის ნებისმიერი წონის დაძლევაში დაგეხმარებიან. ინდივიდუალურად ირჩევა პროგრამა ყველა პაციენტისათვის, სადაც ჭარბ წონასთან საბრძოლველად რამოდენიმე უახლესი ტექნოლოგიაა ჩართული.