8 რამ, რასაც შეგიძლიათ თავი აარიდოთ ძუძუთი კვების დროს
8 რამ, რასაც შეგიძლიათ თავი აარიდოთ ძუძუთი კვების დროს
allmedic
8 რამ, რასაც შეგიძლიათ თავი აარიდოთ ძუძუთი კვების დროს
8 რამ, რასაც შეგიძლიათ თავი აარიდოთ ძუძუთი კვების დროს
8 რამ, რასაც შეგიძლიათ თავი აარიდოთ ძუძუთი კვების დროს

ქალები, რომლებიც საკუთარ შვილებს ძუძუთი კვებავენ, ნამდვილად დასაფასებლები არიან. ამის გაკეთება შეიძლება მათ საკმაოდ მოუხერხებელ ადგილებშიც მოუხდეთ. ქალს ბავშვის დაბადების შემდეგ საკმაოდ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი დღის განმავლობაში. ნებისმიერი ადამიანი საჭიროებს დასვენებას. ძუძუთი კვება კი მშვენიერი საბაბია, თქვენთვის არასასურველ საქმიანობას თავი აარიდოთ. სტატიაში ნახავთ 10 არც ისე სასიამოვნო საქმიანობას, რომლისგანაც მარტივად დაიძვრენთ თავს.

 

1. ძილისწინა რიტუალი უფროსი ბავშვებისთვის - თუ თქვენ უფროსი შვილებიც გყავთ და მათი დასაძინებლად დაწოლა ნამდვილი კოშმარია, შეგიძლიათ ეს საქმე მეუღლეს გადააბაროთ. თქვენს მაგივრად ის ხომ ვერ გამოკვებავს პატარას - ზღაპრების წაკითხვა კი ნამდვილად შეუძლია!

2. ჭურჭელი - დიდი ამბავი, თუ აქამდე ჭურჭელს ყოველთვის თქვენ რეცხავდით და ეს კაცის საქმე არაა. ხანდახან ერთმანეთს რომ შეენაცვლოთ, ცუდი არ იქნება. თანაც თქვენ დრო გაგითავისუფლდებათ პატარის მოსავლელად.

3. ჭორაობა - მეზობლები ხანდახან მეტისმეტად შემაწუხებლები არიან. გაუთავებლად შეუძლიათ ილაპარაკონ... არაფერზე. გამოსავალი? პატარას უნდა აჭამოთ!

4. არასასურველი სტუმრობა - გამოკითხვას ატარებენ ან რაიმე მსგავსი მიზეზით სახლში მოგაკითხეს და თქვენ ნამდვილად არ ხართ საუბრის განწყობაზე? საკმარისია კარი ბავშვით ხელში გააღოთ და არასასიამოვნო საუბარი მაშინვე დასრულდება.

5. საღამოს გეგმები - თქვენი მეგობარი წვეულებას აწყობს სადაც უამრავი მოსაწყენი ადამიანი იქნება და იცით რომ იქ ნამდვილად ვერ გაერთობით? ცხადია, მეგობარს არ ეწყინება თქვენი უარი.  პატარას მარტო ხომ ვერ დატოვებთ!

6. ნაბახუსევი - ცხადია, ყოველ შაბათ-კვირას კლუბში არ ატარებთ, მაგრამ მაინც მოგიწევთ წვეულებაზე წასვლა, სადაც სასმელს დაგაძალებენ.  ეს ზოგიერთის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა, რაც მეტისმეტად მომაბეზრებელია. ახლა უკვე შეგიძლიათ 1-2 ჭიქა კოქტეილით შემოიფარგლოთ და მეორე დღეს, სხვებისგან განსხვავებით, არც ნაბახუსევი შეგაწუხებთ.

7. დიეტა  - მშობიარობის შემდეგ ყველა ქალს სჭირდება დიეტა და ფორმაში ჩადგომა, მაგრამ ეს არც ისე სასიამოვნო პროცესია. თანაც, განსაკუთრებით არასასიამოვნოა, როცა ამაზე სხვები მიგითითებენ. ლაქტაციის პერიოდში კი თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც გინდათ - თქვენ ხომ ბავშვი გყავთ გამოსაკვები. დიეტა მოიცდის!

8. მოსაწყენი ტელეგადაცემები  - ნამდვილად არ იქნებით ყოველთვის დოკუმენტური, ისტორიული, ან და, სულაც, სპორტული გადაცემების ყურების ხასიათზე, რომლებიც თქვენს მეუღლეს ასე ძალიან უყვარს. ახლა შეგიძლიათ არც ქმარი გაანაწყენოთ და ამ მოსაწყენი გადაცემის ყურებასაც აარიდოთ თავი. ბავშვს სიწყნარე სჭირდება და ისიც აუცილებლად გაგიგებთ რატომ ვერ გაუწევთ ამჯერად კომპანიონობას.

რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი პირიქითაც იყოს: მეგობართანაც გინდოდეთ წვეულებაზე წასვლა, ან და თავად გსურდეთ ფორმაში ჩადგომა და ამას თქვენი პატარის გამო ვერ ახერხებდეთ, მაგრამ შეეცადეთ ამ ყველაფერში პოზიტივი დაინახოთ. შვილზე უკეთესი რა უნდა იყოს! თანაც პატარა მალე წამოიზრდება და ის პრობლემები, რაც ახლა გაქვთ, უკან დარჩება. ნებისმიერ რამეს შეიძლება დადებითი მხრიდან შეხედოთ და ცხოვრება გაცილებით მშვენიერი გახდება. 

allmedic