რისი მანიშნებელია გამონაყარი სახეზე?
რისი მანიშნებელია გამონაყარი სახეზე?
allmedic
რისი მანიშნებელია გამონაყარი სახეზე?
რისი მანიშნებელია გამონაყარი სახეზე?
რისი მანიშნებელია გამონაყარი სახეზე?

ადამიანების უმრავლესობას აწუხებს გამონაყარი სახეზე რომლებსაც სხვადასხვა მალამოებით ებრძვიან. კანს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენს ჯანმრთელობაზე. როგორც წესი, ეს უბრალოდ გამონაყარი არაა და იგი ჩვენი ცხოვრების წესზე ან რომელიმე ორგანოს დაავადებაზე მიუთითებს. ჩვენი სახე ერთგვარი რუკაა რომელიც პირდაპირ მიანიშნებს რომელ ორგანოს სჭირდება დახმარება.

 

რას გვეუბნება ჩვენი სახე ჩვენს ჯანმრთელობაზე?

შუბლის ზედა ნაწილი დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავთან და შარდის ბუშტთან. როცა არაჯანსაღი საკვებით ვიკვებებით და ბევრ ტოქსინებს ვიღებთ, ორგანიზმი ამას ძნელად გადაამუშავებს შედეგიც სახეზეა - გამონაყარი შუბლზე!

გამოსავალი? - მარტივია. შეცვალეთ თქვენი კვების რაციონი. მასში შეიტანეთ მწვანე ჩაი, ლიმონიანი წყალი, კენკროვნები.

 

შუბლის ქვედა ნაწილზე გამონაყარი კი უფრო სულიერ დარღვევებზე მიუთითებს რაც შეიძლება გამოიწვიოს:

- არარეგულარულმა და არასაკმარისმა ძილმა;

- სტრესმა;

- დეპრესიამ;

- სისხლის ცუდმა ცირკულაციამ და ა.შ.

 

როგორ მოვიქცეთ? სასურველია იძინოთ მეტხანს. იდეალური იქნება თუ 11 საათამდე დაწვებით. ეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ: მიიღეთ თბილი, სურნელოვანი აბაზანა,  უყურეთ საყვარელ ფილმს, წადით სპა სალონში მეგობრებთან ერთად და ა.შ.

 

ცხვირი დაკავშირებულია გულთან. ცხვირზე გამონაყარი შეიძლება არტერიული წნევის ან სტრესული სიტუაციების ბრალი იყოს.

 

წარბების არე დაკავშირებულია ღვიძლთან. ამ ადგილზე გამონაყარი გაქვთ? არაა გამორიცხული ფასტ-ფუდის მოყვარული იყოთ ან ბოლო პერიოდში ბევრი ალკოჰოლის მიღება გიწევდათ. გინდათ აკნემ თქვენს მომხიბვლელობას ჩრდილი არ მიაყენოს? - დაივიწყეთ ჩიფსები და ცხიმიანი საკვები. ალკოჰოლის ნაცვლად ნატურალური წვენი დალიეთ. უკეთესი იქნება თუ მას წყლით ჩაანაცვლებთ და ამით კანის დატენიანებასაც შეუწყობთ ხელს.  

 

გამონაყარი ყურზე? - ეს ხშირად მტკივნეულია ხოლმე. ყური თირკმელებთანაა დაკავშირებული. ეს ძირითადად წყლის დეფიციტის ბრალია ორგანიზმში. ან მეტისმეტად ბევრ მარილს და კოფეინს იღებთ. შეამცირეთ ყავის სმა, მიიღეთ მეტი წყალი და გამონაყარიც უკვალოდ გაქრება.

 

 

მარჯვენა ლოყაზე გამონაყარი ფილტვების პრობლემაზე მიანიშნებს:

  • ალერგია;
  • სუნთქვის დარღვევები;
  • მოწევა.

თუ მწეველი არ ხართ, მოერიდეთ ისეთ ადგილებში ყოფნას, სადაც სიგარეტის კვამლია.  ყურადღება მიაქციეთ, რის მიმართ ხართ ალერგიული. თუ თავად ეწევით კი... თვითონაც იცით, რა უნდა გააკეთოთ!.. 

 

ტუჩები და ნიკაპის ზედა ნაწილი  მუცლის ღრუს უკავშირდება. 

ამ ნაწილიდან გამონაყარის თავიდან ასაცილებლად ჯანსაღი კვება აუცილებელია: მეტი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეულები.

 

ნიკაპის გვერდითან ნაწილები დაკავშირებულია  რეპროდუქციულ ორგანოებთან და თირკმელებთან.

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
  • ჰორმონალური დისბალანსი;
  • თირკმელების დიდი დატვირთვით მუშაობა.

 

ეცადეთ, იკვებოთ ჯანსაღი საკვებით, იძინოთ იმდენ ხანს, რამდენიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება და ცოტა დრო მაინც დაუთმოთ ვარჯიშს. თქვენი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და აღარც გამონაყარი შეგაწუხებთ.

allmedic