დალიეთ ყავა
დალიეთ ყავა
allmedic
დალიეთ ყავა
დალიეთ ყავა
დალიეთ ყავა

ცოტაოდენი ყავის შესახებ.

ძალიან ბევრი ინფორმაცია არ არის სწორი  ყველაზე პოპულარული სასმლის -   ყავის შესახებ. რათქმაუნდა არ ვაპირებთ „ამერიკის აღმოჩენას“, მაგრამ გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე.  

დღეში 3 ჭიქა ყავა  მისაღებია თქვენი ორგანიზმისთვის. მრავალი წლის წინ ყავის შესახებ იყო სხვადასხვა მოსაზრება:  მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კოფეინი მავნებელი იყო ადამიანის ორგანიზმისთვის. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა მათ გასახარად, ვინც გიჟდება ამ არომატულ სასმელზე, რომ ყავას არა მარტო ზიანის მოტანა შეუძლია, არამედ სასარგებლოც კია ადამიანისთვის. 

   ყავა და ნამცხვარი.

ყავის სასარგებლო თვისებებზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება. ნათელი მაგალითია ყავის ეფექტი ღვიძლზე. ვის არ გაუგია ყავის გავლენა ღვიძლზე? მეცნიერული კვლევების მიხედვით, რომლებიც აკვირდებოდნენ ღვიძლით დაავადებულ ადამიანებს, ყავას შეიძლება ვუწოდოთ „მედიცინის აღმოჩენა“.  

ეს სასმელი ამცირებს ღვიძლის ფერმენტების დონეს და ანელებს  ქსოვილების დაზიანებას. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ C ჰეპატიტი, ურჩევენ, რომ დალიონ ყავა, რადგან ის აჩერებს დაავადების პროგრესს. ეს ეხება ყავას და არა კოფეინს! 

 

  ყავა და კიბო.

ამერიკის შეერთებული შტატების კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ ყავა ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას და ამცირებს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკს.  ღვიძლის ნაკლებად გამოხატული გაცხიმოვნება შეიმჩნევა იმ პაციენტებში, რომლებიც სვამენ ყავას. ექსპერიმენტი გრძელდებოდა 4 წლის განმავლობაში. მეცნიერები ამ ხანში უდაოდ დარწმუნდნენ ყავის სარგებელში.

  ყავა და ინფექცია.

ყავა - საოცარი სასმელია. ის სასარგებლოა არა მარტო ღვიძლისთვის, არამედ შეიცავს ისეთივე სახის ანტიოქსიდანტს, როგორსაც ხილი და ბოსტნეული. თუ გსურთ თავი დაიზღვიოთ გაზაფხულობით ინფექციებისგან - დალიეთ ყავა უფრო ხშირად.

 ყავა და დაიაბეტი.

ყავა ამცირებს სისხლში შაქრის რაოდენობას. ის ადამიანები ვინც რეგულარულად იღებენ ყავას გარკვეულწილად თავიდან იცილებენ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების საფრთხეს. რათქმაუნდა არ არის რეკომენდირებული ყავის და ბევრი ტკბილეულის ერთად მიღება, რადგან ის მაღლა სწევს შაქრის დონეს სისხლში. უმჯობესია დალიოთ ყავა რძით, ან მიაყოლოთ თხილი და ხილი.

 ყავა და სიბერე.

დღეში სამი ჭიქა ყავის დალევით თქვენ დებთ თქვენს ინვესტიციას  ბედნიერ მოხუცებულობაში. ყავა ამცირებს 65% - ით ალცაიმერის განვითარების რისკს. ასე, რომ მეხსირების დაკარგვა თქვენ არ გემუქრებათ და ტვინი შესანიშნავად იმუშავებს ღრმად მოხუცებულობაშიც კი.

allmedic