სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომები
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომები
allmedic
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომები
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომები
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომები

ადამიანების 40-90%-ს გაციების სიმპტომები შეიძლება ერთ ან ორ თვესაც გაუგრძელდეს. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები კი ინფიცირების შემდეგ ზოგჯერ წლების განმავლობაში სიმპტომების გარეშე ვითარდება.

 

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ნიშანი რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.

 

სიცხე - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისთვის დამახასიათებელია მაღელი ტემპერატურა - 380 და მეტი.

დაღლილობა - ასეთი დაავადებები იმუნიტეტს აქვეითებენ. მისი ერთ-ერთი სიმპტომი გადაღლილობაა, რასაც ადამიანი გამუდმებით განიცდის.

 

სახსრების ტკივილი - ანთებითი პროცესის საპასუხო რეაქცია.

მშრალი ხველა - ეს აივ ინფექციის ნიშანიც შეიძლება იყოს!

 

გულისრევა და დიარეა - ადამიანების დაახლოებით 40% ამ სიმპტომს ადრეულ ეტაპზევე განიცდის.

გამონაყარი კანზე - გამონაყარი ბევრი დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი მათგანი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია.

ოფლის ჭარბი გამოყოფა ღამით -ეს სიმპტომი  პაციენტების დაახლოებით 60%-ს აღენიშნება.

დაბნეულობა - ინფიცირებულ ადამიანს შემეცნებითი დარღვევები აღენიშნება. შეიძლება გაუჭირდეს რაიმეზე კონცენტრირება და ა.შ.

თავის ტკივილი - ტკივილი თავის, ან ყელის არეში აღიარებულია როგორც აივ ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომი.

გენიტალური ჰერპესი - იგი დაავადების ადრეულ სტადიაზევე ვითარდება;

პნევმონია - ესეც იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელია.

სისუსტე - საერთო სისუსტე ორგანიზმში, კიდურების უნებლიე კანკალი.

მენსტრუალური დარღვევები - ასეთი სიმპტომი შეიძლება დაავადების შემდგომ სტადიებზე განვითარდეს.

წონაში კლება  - თუ წონაში უმიზეზოდ საგრძნობლად დაიკელით, ალბათობა იმისა, რომ აივ-ინფიცირებული ხართ, ძალიან დიდია.

 

თუ ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე სიმპტომი მაინც გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევა. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენით სრულად გამოჯანმრთელების შანსი იზრდება

allmedic