10 საინტერესო ფაქტი ბავშვის დაბადებაზე, რაც აქამდე არ იცოდით
10 საინტერესო ფაქტი ბავშვის დაბადებაზე, რაც აქამდე არ იცოდით
allmedic
10 საინტერესო ფაქტი ბავშვის დაბადებაზე, რაც აქამდე არ იცოდით
10 საინტერესო ფაქტი ბავშვის დაბადებაზე, რაც აქამდე არ იცოდით
10 საინტერესო ფაქტი ბავშვის დაბადებაზე, რაც აქამდე არ იცოდით

რა თქმა უნდა თქვენ ხვდებით, რომ ბავშვის გაჩენის პროცესი, რომელსაც ფილმებში ვუყურებთ არ შეესაბამება სიმართლეს. ამბები დედების, ბებიების შესახებ, რომლებიც ჩვენს გონებაშია ჩაბეჭდილი უკავშირდება მხოლოდ ერთ მომენტს - როცა ბავშვი პირველად აგვყავს ხელში.

ეს ყველაფერი არ არის, რაც უნდა იცოდეს მომავალმა დედამ.

ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ბავშვის დაბადების შესახებ, რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

წყლების დაღვრა.

ყველამ იცის, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. მაგრამ როგორ? უმრავლესობა ელოდება, რომ ეს იქნება დიდი რაოდენობით და საკმაოდ შესამჩნევი. არ ინერვიულოთ. ყველაფერი უფრო იოლია და ვერავინ გაიგებს, რომ  თქვენ ეს დაგემართათ.

წყალი რამდენჯერმე შეიძლება დაღვაროთ.  ამნიონური სითხე ხშირად ერთიანად არ მოდის, არამედ ეტაპობრივად. განსაკუთრებით ეს ხდება, მაშინ, როცა საქმე გვაქვს პირველ მშობიარობასთან.

წყალი შეიძლება არც დაიღვაროს. ზოგჯერ ბუნებრივად არ ხდება მისი წამოსვლა, ამიტომ ექიმი ეხმარება მომავალ დედას. წყლის დაუღვრელობა არ ნიშნავს, რომ თქვენ ან თქვენს მომავალ შვილს საფრთხე ემუქრება. ხანდახან ეს ხდება, ამიტომ არ ღირს ამაზე ნერვიულობა. თუ თქვენ წყალს დაღვრით ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობიაობა მაშინვე დაიწყება. შეიძლება ამას დასჭირდეს რამდენიმე საათიც კი.

შეკუმშვები შეიძლება გაგიადვილდეთ.  რათქმაუნდა ეს პროცესი ყველა დედაში ინდივიდუალურად მიმდინარეობს, მართალია ტკივილი არ გაქრება, მაგრამ უნდა მოდუნდეთ - მოუსმინეთ მუსიკას, აკეთოთ სუნთქვითი ვარჯიშები, გადაიტანოთ ყურადღება სხვა საქმეზე, მაგალითად დათვალეთ ფანქრები.

რა არის ეპიზიოტომია?  ხანდახან ბავშვის დაბადებისას ხდება გაუთვალისწინებელი მოვლენები, რისი გადაწყვეტაც ექიმმა თავის თავზე უნდა აიღოს. ეპიზიოტომია, არის პროცედურა, როცა ექიმი ჭრის ვაგინის უკანა კედელს, რადგან გაუადვილდეს ბავშვის დაბადება.  მსგავსი პროცედურა  ხშირად აუცილებელი  ხდება, ამიტომ ამის შესახებ მეანი  წინასწარ უთანხმდება დედას.

ჩვეულებრივ პლაცენტა მოდის დაახლოებით ნახევარ საათში ბავშვის დაბადების შემდგომ.  ხანდახან ის უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება დარჩეს დედის ორგანიზმში, ამ დროს უკვე საჭირო ხდება ექიმის ჩარევა.

მშობიარობიდან ერთი კვირის განმავლობაში, შეიძლება შეგაწუხოთ ტკივილმა და გარკვეული რაოდენობით სისხლიანმა გამონადენმა .  ეს ნორმალურია. ორგანიზმს სჭირება დრო, დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას ასეთი რთული პროცედურის შემდეგ.  თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 ჩვეულებრივი ტანსაცმელი ასეთ დროს უნდა დაივიწყოთ.  საავადმყოფოში თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი საყვარელი მაისურის ან შარვლის ჩაცმას. გეცმევათ შესაბამისად.

მშობიარობის შემდეგ მენსტრუაცია დაგეწყებათ თვე ნახევრის შემდეგ.  კიდევ რამდენიმე თვე დაგჭირდებათ, რომ დაარეგულიროთ მენსტრუაცია, მაგრამ ის იქნება ნაკლებად მტკივნეული და უფრო რეგულარული.

allmedic