
დაგვიანებულ ორსულობას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. სანამ ამ ასაკში გადაწყვეტთ დაორსულებას, აუცილებლად კარგად უნდა დაფიქრდეთ.
საუკეთესო ასაკი შვილის გაჩენისთვის არის 18 – 28 წელი ქალისთვის და 20- 30 წელი მამაკაცისთვის. ეს ითვლებოდა ასე 100, 1000 წლის წინ, დღესდღეისობით - ადამიანის ფსიქოლოგია შეუცვლელი დარჩა. ამისგან განსხვავებით, დამოკიდებულება ნამდვილად შიეცვალა და მედიცინის შესაძლებლობები უსაზღვრო გახდა. დღეს ზუსტი დიაგნოსტირების, პროგრესული და უსაფრთხო მშობიარობის ტექნიკის წყალობით ორსულობა და მშობიარობა ნაკლებად სარისკოა.
დღესდღეისობით ქალი უფრო რთული არჩევანის წინაშეა: გააჩინოს ბავშვი, თუ მიხედოს საკუთარ თავს, აიწყოს კარიერა და დაიმკვიდროს ადგილი საზოგადოებაში. გინეკოლოგებიც მიიჩნევენ, რომ საკმაოდ რთული თემაა იმის დაგეგმვა, თუ როდის უნდა გააჩინო ბავშვი. ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იმის მიუხედავად, რაც არ უნდა განვითარებული იყოს მედიცინა, რაც უფრო იზრდება ქალის ასაკი, მით მეტია რისკი. გვიანი დაორსულება უფრო რთულია და მეტად იზრდება ბავშვის სხვადასხვა პათოლოგიების რისკი. ასეთ დროს მეტად რეკომენდირებულია საკეისრო კვეთა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალებმა 40 წლის ზემოთ უარი თქვან დაორსულებაზე. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დედა უნდა იყოს უფრო ფრთხილი, გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას და დაიცვას ორგანიზმი სხვადასხვა ინფექციებისგან.
ძირითადი რისკები.
პირველი სირთულე რასაც ქალი აწყდება, არის ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად დაორსულების ალბათობა მცირდება. ეს ფაქტორი ასევე შიეძლება გააღრმავოს ცუდმა გარემომ, რაიონებში ცხოვრებამ, სადაც არ არის კარგი პირობები.
ბევრს იმედი აქვს ხელოვნული განაყოფიერების. მაგრამ, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ხანდაზმულ ქალს და მამაკაცს ამით ნაკლები შანსი აქვთ.
მეორე სირთულე არის გარისკვის შიში. შესაძლებელია საშვილოსნო არ იყოს ადრინდელ მდგმომარეობაში და იყოს ქრომოსომული დეფექტები. 40 წლის ზემოთ ქალების 40% ში ორსულობა მთავრდება მუცლის მოშლით. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, დავუგეგმოთ დასვენების რეჟიმი, ჩავრთოთ სპეციალურ ვარჯიშებში ორსული ქალებისთვის, ინსტრუქტორის დახმარებით.
მესამე სირთულე არის მშობიარობა - თქვენ უნდა გადაწყვიტოთ იქნება ეს საკეისრო კვეთა თუ ფიზიოლოგიურად მშობიარობა, რა თქმა უნდა ექიმთან კონსულტაციით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობაზე, ანალიზების პასუხზე და გამოკვლევებზე. თუ თქვენ შეძლებთ ფიზიოლოგიურად მშობიარობას, ორგანიზმი უფრო სწრაფად აღდგება, გექნებათ ნაკლები პრობლემები ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით.
გამოკვლევები და ტესტები .
40 წლის შემდგომ დაურსულება უნდა შეიცავდეს უამრავ გამოკვლევას. ზოგიერთი სავალდებულოა, ზოგიერთი კი ინდივიდუალურია ექიმის მითითებით. ეს სერიოზულად უნდა აღვიქვათ, რადგან, როგორც ნათქვამია: „ღმერთი ეხმარება მათ, ვინც თავიანთ თავს ეხმარება“. შეიძლება დედას ან მამას არანაირი გენეტიკური მიდრეკილება არ ქონდეს მემკვიდრულ დაავადებებთან, მაგრამ მშობლის ასაკი ზრდის ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიცაა დაუნის სინდრომი.
აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩატარდეს ორსულობის მე - 11; მე- 13 კვირაზე, რადგან მხოლოდ ამ პერიოდშია შესაძლებელი დაუნის სინდრომის აღმოჩენა.
მე - 15 , მე - 18 კვირებზე უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზის ტესტი ალფა-ფეტოპროტეინისთვის. ეს დაგეხმარებათ შეაფასოთ ანომალიების ინდივიდუალური რისკი. დანარჩენი გამოკვლევები უკვე ინდივიდუალურად ინიშნება ექიმის მიერ.
თუ ქალი გადაწყვეტს ამ ასაკში დაორსულდეს, მან აუცილებლად უნდა იზრუნოს თავის სხეულზე. ძალიან ბევრი არის დამოკიდებული მომავალ დედაზე. მაგალითად, ისეთი ჩვევა, როგორიცაა მოწევა საკმაოდ ზრდის ნაყოფის ანომალიების რისკს. ასევე ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება წარსულში და ორსულობის პერიოდშიც.
ქალმა უნდა აკონტროლოს კვება. უნდა გახსოვდეთ, რომ ჭარბი წონა საკმაოდ უშლის ხელს ორსულობის პერიოდს, ძნელი ხდება ნაყოფის ტარება, იწყება შეშუპება, ქოშინი, შეიძლება განვითარდეს გულ - სისხლძარღვთა დაავადებები.