აზოსპერმია – ახდენს თუ არა გავლენას სპერმატოზოიდების რაოდენობა სქესობრივ აქტივობაზე?
აზოსპერმია – ახდენს თუ არა გავლენას სპერმატოზოიდების რაოდენობა სქესობრივ აქტივობაზე?
allmedic
აზოსპერმია – ახდენს თუ არა გავლენას სპერმატოზოიდების რაოდენობა სქესობრივ აქტივობაზე?
აზოსპერმია – ახდენს თუ არა გავლენას სპერმატოზოიდების რაოდენობა სქესობრივ აქტივობაზე?
აზოსპერმია – ახდენს თუ არა გავლენას სპერმატოზოიდების რაოდენობა სქესობრივ აქტივობაზე?

რა არის აზოსპერმია?

აზოსპერმია, იგივე აზოოსპერმია – ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ეაკულატში (სპერმაში) სპერმატოზოიდების აღმოჩენა შეუძლებელია.
არსებობს აზოსპერმიის ორი ფორმა: ობსტრუქციული და არაობსტრუქციული.
ობსტრუქციული აზოსპერმიის დროს, როგორც წესი, ჰორმონების დონე და სათესლე ჯირკვლების ზომა ნორმაშია, თუმცა შესაძლოა, სპერმატოზოიდების სპერმაში გადასვლას სათესლის დანამატის გადიდება, სასქესო ორგანოებში მიმდინარე ანთებითი პროცესები, ან რეპროდუქციულ ორგანოთა ტრავმები უშლიდეს ხელს.
არაობსტრუქციული აზოსპერმიის დროს კი, სპერმატოზოიდების გამომუშავება საერთოდ შეუძლებელია.
აზოსპერმია მამაკაცის სქესობრივ აქტივობაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა აღნიშნული პათოლოგია უნაყოფობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

გამომწვევი მიზეზები

აზოსპერმია შეიძლება იყოს გამოწვეული მრავალი მიზეზით, როგორიცაა:

კრიპტორხიზმი (სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოუსვლელობა);
ორხიტი (სათესლე ჯირკვლის ანთება);
ეპიდიდმიტი (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება);
ვარიკოცელე (სათესლე ბაგირაკის ვენების გაგანიერება);
რადიაციული დასხივება;
ქიმიოთერაპია; 
ორგანიზმის გადაციება;
ჰორმონალური ცვლილებები;
გენეტიკური დარღვევა;
შაქრიანი დიაბეტი;

ინფექციური დაავადებები (მათ შორის – სიფილისი, პაროტიტი (ყბაყურა) და ა.შ.);
ავიტამინოზი;
ალკოჰოლითა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია;
რეპროდუქციულ ორგანოთა ტრავმები
 და ა.შ.

დიაგნოსტიკა

აზოსპერმიის დიაგნოსტიკისთვის, პირველ რიგში, სპერმოგრამა უნდა ჩატარდეს. სწორედ ამ ანალიზზეა დამოკიდებული მკურნალობის მეთოდების შერჩევაც. 
დიაგნოზის დასაზუსტებლად, ზოგჯერ საჭიროა  გენიტოგრაფიის (გენიტალიების რენტგენოლოგიური კვლევა) ჩატარება, რათა დადგინდეს, ხომ არ აქვს ადგილი თესლგამტარი გზების გაუვალობას.

მკურნალობა

ობსტრუქციული აზოსპერმიის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს გამომწვევი დაავადებების (კრიპტორხიზმი, ორხიტი, ეპიდიდმიტი, რეპროდუქციულ ორგანოთა ტრავმები და ა.შ.) მკურნალობა, რაც თესლგამტარი გზების გამავლობისა და სპერმატოზოიდების სპერმაში გადასვლის პროცესის აღდგენას უზრუნველყოფს.
აზოსპერმიის სამკურნალოდ, ასევე, მიზანშეწონილია სპეციალური კვების რეჟიმის დანიშვნა, რომელიც ცხოველური და მცენარეული ცილებით,  A, C, E, B12 ვიტამინებით, მიკროელემენტებით (ცინკი, სელენი) მდიდარი საკვებისა და ინდივიდუალურად შერჩეული ბიოაქტიური დანამატების მიღებას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში, როცა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, საჭიროა, გაკეთდეს სათესლე ჯირკვლის ბიოფსია (TESA) ან მინი ღია ოპერაცია (TESE). ამ მეთოდების საშუალებით ხდება სათესლე ჯირკვალში სპერმატოზოიდების მოძიება, ასპირაცია და შემდგომში ინ ვიტრო განაყოფიერება.

allmedic