როგორ მოქმედებს ცუდი ემოციები ჩვენს ორგანიზმზე და როგორ გავექცეთ მათ ?
როგორ მოქმედებს ცუდი ემოციები ჩვენს ორგანიზმზე და როგორ გავექცეთ მათ ?
allmedic
როგორ მოქმედებს ცუდი ემოციები ჩვენს ორგანიზმზე და როგორ გავექცეთ მათ ?
როგორ მოქმედებს ცუდი ემოციები ჩვენს ორგანიზმზე და როგორ გავექცეთ მათ ?
როგორ მოქმედებს ცუდი ემოციები ჩვენს ორგანიზმზე და როგორ გავექცეთ მათ ?

1. მწუხარება

ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ქვეითდება ჰორმონ სეროტონინის, ნორადრენალინის და დოფამინის დონე. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ სიხარულის და სიცოცხლის სურვილის გაძლიერებას ჩვენში. ტკბილეულზე სურვილის გაძლიერება მაშინვე მიგვანიშნებს სეროტონინის დონის შემცირებაზე ჩვენს ორგანიზმში. მელანქოლია ანელებს მეტაბოლიზმს  და ვკარგავთ მადას. სხეული გადადის თავისი მარაგის გამოყენებაზე. ვხდებით უხალისოები და ზარმაცები. ამ ყველაფრის უკან არის რისკი, რომ განვითარდეს ოსტეოართრიტი, რაც თავისთავად არ გააუმჯობესებს განწყობას.

როგორ მოვიქცეთ ?

უნდა ავამაღლოთ ენდორფინის დონე, დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ორი ყველაზე ძლიერი სტიმულატორი არის მზე და სპორტი. ასევე მნიშვნელოვანია ამინომჟავა ტრიპტოფანის მიღება, რომელიც გარდაიქმნება ენდორფინად. მას შეიცავს დიდი რაოდენობით რძის შეიკი. ან დიდი ულუფა ყველიანი მაკარონი.

  2. სიბრაზე

არ აქვს მნიშვნელობა გავფრინდით კოსმოსში, თუ შევქმენით „არტ - ჰაუს“ ფილმები. ჩვენი ტვინი ისევ გამოქვაბულის განვითარების დონეზეა, თუ გვიჭირს -  არის ორი გამოსავალი , „შევებრძოლოთ“  ან „გავიქცეთ“ . სიბრაზე ეს იგივე შებრძოლებაა. ბრძოლა? შესანიშნავია ამბობს ჩვენი ტვინი და იწყებს მზადებას სისხლის უკანასკნელი წვეთის დაკარგვამდე.

ადრენალინის და კორტიზოლის დონე მაღლა იწევს. ეს ჰორმონები პასუხს აგებენ ბრაზსა და შიშზე, უზრუნველყოფენ სისხლის გასქელებას, რომ არ მოხდეს დაზიანებები, ამყოფებენ გულს ტონუსში და მომართავენ მუშტებს საბრძოლველად. იწევს სისხლის წნევა, და ხშირდება გულისცემა. თუ თქვენ ხშირად ბრაზდებით - შეიძლება ნაადრევად დაგემართოთ გულის შეტევა.

როგორ მოვიქცეთ?

თუ კვლავ გვეწყება გაბრაზება, არსებობს ერთი მარტივი გამოსავალი, რომ ტვინს ვუბრძანოთ შეწყვიტოს მსგავსი ქმედება და არ გამოყოს ადრენალინი. ეს ყველაფერი შესაძლებელია მოვახერხოთ სუნთქვითი ვარჯიშებით. ჩისუნთქეთ ჰაერი 5 წუთის განმავლობაში და ნელ ნელა ამოისუნთქეთ. თუ ამან არ იმოქმედა ვეღარაფერს იზამთ.  დროა ბრძოლისთვის! ან მოატყუეთ ტვინი ბრაზის გათამაშებით.

3. უკმაყოფილება

თქვენ ვერ დაიჯერებთ, მაგრამ უკმაყოფილება ძალიან გავს გაბრაზებას. ამ ემოციის მექანიზმი არარის მოწოდებული, მაგრამ ის  მიმდინარეობს, როგორც სიბრაზე. ამ შემთხვევაშიც მოქმედებენ ჰორმონები - ადრენალინი და კორტიზოლი. აქაც არ მოქმედებს კარგად საჭმლის მომნელებელი სისტემა, ამიტომ დგება დიარეის, ყაბზობის და უმადობის პრობლემები. იმუნური სისტემაც ექცევა ამ ჰორმონების დაქვემდებარებაში, და ხდება ადვილად მიკრობების შეღწევა ორგანიზმში.

როგორ მოვიქცეთ?

პირველ რიგში უნდა გავხსნათ კისრის, პირის და ყელის კუნთები. რადგან ყველაზე მეტად ადრნალინი და კორტიზოლი მათზე მოქმედებს. მაგალითად, გააღეთ პირი და ისუნთქეთ 5 წუთის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ დალიოთ შავი ჩაი, ის ამცირებს კორტიზოლის დონეს. ყავა პირიქით, ვერანაირ შედეგს ვერ ახდენს მსგავს სიტუაციაში.

  4. ეჭვიანობა

ილოცეთ ძილის წინ დესდემონა? არ აქვს მნისვნელობა ეს სიმართლეა თუ უბრალოდ წარმოდგენა - ეჭვიანობა თქვენ გაქცევთ პარანოიდ ადამიანად. ამ დროს ხდება ტვინის დაბომბვა ისეთი ჰორმონებით, როგორიცაა ნორადრენალინი, სტრესის ჰორმონი და სხვა. ზოგადად ნორადრენალინი კარგია, რადგან  გიმაღლებთ თავდაჯერებულობას და გგონიათ, რომ ბევრს შეძლებთ. მაგრამ ჭარბი ნორადრენალინი გაქცევთ გამალებულ ცხოველებად.

როგორ მოვიქცეთ?

ფსიქოლოგები გვირჩევენ გავიხსენოთ ის დრო, როცა კარგად ვგრძნობდით თავს, ვერთობოდით. თუ თქვენ საკმაოდ ეცდებით ვაზოპრესორების დონე გაიზრდება. ნორადრენალინის დაბალი დაქვეითებაში დაგეხმარებათ ფეხით სიარული, ზომიერი დატვირთვა, სუნთქვითი ვარჯიშები.

 

 

 

  5. შიში

ამ შემთხვევაშიც აქტუალურია ჰორმონი ადრენალინი და მისი შედეგი „გაქცევა“ . ამ დროს მისი ამოცანაა გადაგაქციოთ სპორცმენად, რომელსაც შეუძლია კარგად სირბილი. ხდება სისხლძარღვებზე კომპრესია, რათა გაიზარდოს წნევა, გული ზრდის სისხლის გადატუმბვის სიჩქარეს. ფეხები კარგავენ მგრძნობელობას და შეუძლიათ უსწრაფესად სირბილი. თვალები გაფართოებულია, თითქოს იმიტომ, რომ მტერი უკეთ დაინახონ. ამ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემა აქტიურდება და ამ ყველაფრის გადალახვის შემდეგ ძალიან გშივდებათ. ეს სიმპტომების ერთობლიობა ცნობილია როგოც „დათვის დაავადება“ .

როგორ მოვიქცეთ?

ისევ და ისევ მივდივართ სუნთქვით ვარჯიშებთან. ასევე ძალიან კარგია ნერვებისთვის კაკალი, რომელიც შეიცავს მაგნიუმს. ის აფერხებს აგზნებას და აწყნარებს ნერვებს.

 

 

 

allmedic