რამდენად სახიფათოა ჰიგიენური საშუალებების გამოყენება მენსტრუაციისას
რამდენად სახიფათოა ჰიგიენური საშუალებების გამოყენება მენსტრუაციისას
allmedic
რამდენად სახიფათოა ჰიგიენური საშუალებების გამოყენება მენსტრუაციისას
რამდენად სახიფათოა ჰიგიენური საშუალებების გამოყენება მენსტრუაციისას
რამდენად სახიფათოა ჰიგიენური საშუალებების გამოყენება მენსტრუაციისას

ქალად ყოფნას ბევრი დადებითი მხარე გააჩნია, თუმცა, მენსტრუაცია ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არ არის. ვერაფერს ვიზამთ - ეს ქალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მენსტრუაციის პერიოდში სხეულს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამ დღეებმა შეიძლება გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

ქალების დიდი ნაწილი ჰიგიენის დასაცავად საფენებს ან ტამპონებს იყენებს. ამ პროდუქტმა თქვენს ორგანიზმს სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს. მათი გამოყენებისას ყველა ქალმა უნდა იფრთხილოს. სასქესო ორგანოებთან კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. არც ისე ადვილია, გამოვიცნოთ, თუ რისგანაა დამზადებული თქვენი საფენი ან ტამპონი. არც ერთი მწარმოებელი კომპანია არ წერს მათ დეტალურ შემადგენლობას. ცხადია, მათ დასამზადებლად უამრავი ქიმიური ნივთიერებაა საჭირო. ამ ნივთიერებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ქალი ნაყოფიერებაზე, დაავადოს რაიმე ორგანო და გამოიწვიოს გულის დაავადებებიც კი.

 

ამ პროდუქტების გამოყენების მოკლევადიანი ეფექტი შეიძლება იყოს:

  • კანის გაზიღიანება;
  • წვა;
  • სიწითლე.

გრძელვადიანი ეფექტი კი გაცილებით საშიშია. ტამპონების და საფენების შემადგენლობაში ქლორიც შედის, რაც მათ თეთრ და სუფთა იერს აძლევს. ქლორი რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირ კონტაქტშია კანთან და სხვადასხვა ბიოპროდუქტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანია დიოქსინი, რომელიც იმუნიტეტს ასუსტებს, აზიანებს ენდოკრინულ სისტემას, არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, იწვევს პათოლოგიური უჯრედების ზრდას და ა.შ.

 

გამოსავალი?

მენსტრუალური თასი

საშუალოდ ერთი ქალი მთელი ცხოვრების განმავლობაში ათიათასობით ჰიგიენურ საფენს იყენებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყოთ რომ ისინი თქვენთვის უსაფრთხოა.

მენსტრუალური თასები ნელ-ნელა იძენს პოპულარობას. ეს თასები საშვილოსნოს ყელთან მაგრდება, იგროვებს სისხლს და მარტივად იცლება ავსების შემდეგ. მათი ხელახლა გამოყენება შესაძლებელია და შესაბამისად, გარემოსაც არ აბინძურებს.

არსებობს შედარებით უსაფრთხო საშუალებებიც. ისინი დამზადებულია ბამბისგან და არ შეიცავენ ქლორს.

 

მენსტრუაციის დროს უნდა დავიცვათ გარკვეული წესები:

  • ხშირად იცვალეთ ტამპონი;
  • თუ მეტისმეტად უხვი სისხლდენა არ გაქვთ, არამც და არამც არ გამოიყენოთ სუპერშემწოვი ეფექტის მქონე ტამპონი. ჯობია, მცირე ზომისა იყოს და ხშირ-ხშირად ცვალოთ;
  • არ გაიკეთოთ ტამპონი, როდესაც მენსტრუაცია არ გაქვთ (თუნდაც ინფექციებისგან თავის დასაცავად);
  • ღამით უმჯობესია ჰიგიენური საფენი გამოიყენოთ;
  • ტამპონის გამოყენებამდე და მისი მოშორებისას ხელები კარგად დაიბანეთ.
allmedic