
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი გზა ცხოვრებაში და ის ყოველთვის ია - ვარდებით არ არის მოფენილი. ხანდახან ჩვენ ვხვდებით წინააღმდეგობებს და ტრაგედიებსაც კი. როგორ უნდა დავიცვათ თავი დეპრესიისგან? საბედნიეროდ დრო საკმაოდ კარგი მკურნალია, გვეხმარება წარსულში მიღებული ჭრილობების მოშუშებაში.
მაგრამ, ხდება ისეც, რომ ხალხი იხლართება ფიქრების ლაბირინთში, უჭირთ წინააღმდეგობების გადალახვა, ეძებენ გამოსავალს, მაგარამ ვერ პოულობენ.
იყავით ფრთხილად! თუ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, ხასიათი შეგეცვალათ, საქმე შეიძლება გქონდეთ ისეთ დაავადებასთან, როგორიცაა დეპრესია.
დეპრესიის სიმპტომები ესეთია :
1. ძილის დარღვევა, მადის დაკარგვა, ცუდი ფიქრები;
2. ინტერესის დაკარგვა სამუშაოს, ადამიანების და ცხოვრებისადმი;
3. მარტოობის სურვილი;
4. შფოთვის გაზრდა, სიკვდილზე ფიქრი;
5. თვითმკვლელობაზე ფიქრი;
6. ზედმეტად გაღიზიანებულობა;
7. დაბალი თვითშეფასებადობა;
8. ცუდი კონცენტრაცია;
9. იზოლაცია, აპათია;
10. უიმედობის, უსარგებლობის შეგრძნება;
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნათელი ნიშანია დეპრესიის. ეს არის მიზეზი იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს.
დეპრესიის მკურნალობა მოითხოვს კომპლექსურობას!
დაავადება მოითხოვს ყოვლისმომცველ მკურნალობას. თერაპევტმა შეიძლება დანიშნოს ჰიპნოზოთერაპია, არომათერაპია და ასევე მედიკამენტი. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ხარისხზე.
როგორ გადავლახოთ დეპრესია?
მთავარია გვახსოვდეს, რომ ექიმი მკურნალობს ძირითად სიმპტომებს დაავადების. ამ ყველაფერში მთავარი მაინც იმ ადამიანის შინაგანი ძალაა, რომელიც ებრძვის დაავადებას. ეს თქვენი ცხოვრებაა და თქვენ წარმართავთ მას. თქვენ შეიძლება თქვათ: „არა არ შემიძლია, მე ეს არ გამომივა“. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის !
ყოველთვის არსებობს გამოსავალი! თქვენ ამას შეძლებთ! არ დანებდეთ და თქვენ მიხვდებით, რომ იმაზე მეტი შეგძლებიათ ვიდრე ელოდით.
5 მეთოდი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყვანოთ საკუთარი თავი დეპრესიისგან.
1. შეიმუშავეთ რეჟიმი.
ეს არის პირველი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ. ძილის დარღვევამ, არარეგულარულმა კვებამ შეიძლება ორგანიზმში გამოიწვიოს, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური დისბალანსი, თუნდაც ჯანმრთელ ადამიანში.
რა შეიძლება ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც აქვს დეპრესია. აიღეთ ბლოკნოტი და შეადგინეთ საკვების და ძილის განრიგი. ჩამოწერეთ თქვენი დღის და მომავალი დღის გეგმები. მიუთითეთ სავარაუდო დრო! ეს მნიშვნელოვანია!
ეს ყველაფერი გაგიმარტივებთ ფიქრებს. თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი ცხოვრება. მაგალითად თუ თქვენ უნდა დაიძინოთ 10 საათზე, დაემორჩილეთ თქვენს განრიგს იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს დიდად არ მოგწონთ. არ იფიქროთ მსგავს აზრებზე: „ისევ ვერ ვიძინებ, რა გავაკეთო? ხვალ ისევ გამიჭირდება დაძინება“.
მოიშორეთ მსგავსი ფიქრები! და იფიქრეთ ასე: მე იმიტომ წავედი დასაძინებლად, რომ ჩემს სხეულს სჭირდება დასვენება, აი ახლა კი ჩემი სხეული ისვენებს და აღიდგენს ძალებს.
თუ ასე იფიქრებთ შედეგი აუცილებლად გექნებათ. ექიმს შეუძლია მოგცეთ აბები, მაგრამ ვერ შეგიცვლით ფიქრებს. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
2. შეაფასეთ საკუთარი თავი სწორად.
თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ აზრები უსუსურობის, უსარგებლობის შესახებ უნდა გაიხსენოთ, თუ რატომ ფიქრობთ ესე. თქვენ ასევე შეიძლება იფიქროთ თუ რატომ არ გაჩნდით მილიონერი? ეს ყველაფერი დროის კარგვაა! მსოფლიოს ადამიანები მეტად მრავალფეროვნეი არიან, როგორც მოზაიკა. შეიძლება თქვენ გეკავოთ სურათის პატარა ნაწილი, მაგრამ თქვენს გარეშე ეს სურათი მთლიანობას დაკარგავდა! ასე, რომ რაც არუნდა იყოს, როგორი ხასიათიც არ უნდა გქონდეთ, რათქმაუნდა საჭირო და მნიშვნელოვანი ხართ ამ სამყაროსთვის! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან თქვენ ხართ ვინმეზე უკეთესი, ან ის. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას თავისი ადგილი უჭირავს.
3. თავი დააღწიეთ ნეგატიურ სიტუაციებს!
მიიღეთ დადებითი ცხოვრებისგან. გახსოვდეთ! აღშფოთება, ეჭვიანობა, რისხვა, გაღიზიანებადობა ეს არის უსარგებლო თქვენთვის და თავიდან უნდა მოიშოროთ. ისიამოვნეთ ცხოვრებით და მიიღეთ მეტი პოზიტივი.
შეგიძლიათ აიღოთ ქაღალდი, ჩამოწეროთ ყველაფერი უარყოფითი და შემდეგ დახიოთ. მიმოიხედეთ! ბედნიერება ყველგანაა: პატარა ბავშვის ღიმილში, მზის ჩასვლაში, წვიმის ხმაში, ფოთოლცვენაში.
ჩვენ ხშირად ვხედავთ, თუ როგორ ნანობს ავადმყოფი ადამიანი, რომ ვერ ამჩნევდა რამდენად ბედნიერი იყო წარსულში. ასე, რომ არ ღირს ყველაფერზე ნერვიულობა, დატკბით ყოველი წუთით.
4. მეტად იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან.
როცა თქვენ კონტაქტობთ ჭორიკანა, მატყუარა ადამიანეთან ეს უარყოფითი ემოცია თქვენზე გადმოდის. არ ესაუბროთ მათ, არ დაგმოთ ადამიანები, ეს ყველაზე ცუდი სასაუბრო თემაა! ამას აქვს მკაფიოდ გამოხატული უარყოფითი ეფექტი.
ესეთი ადამიანები არასდროს არიან ბედნიერები. თუ თქვენ არ გყავთ გარშემო აუცილებლად შეხვდებით ფილმებში მაინც და ნახავთ თუ როგორი ცუდი ცხოვრებით ცხოვრობენ.
ეცადეთ უფრო მეტად გაუღიმოთ სხვებს!
5. დაკავდით საქმით! არ იზარმაცოთ!
სიზარმაცე არის დიდი იარაღი, რომელიც იწვევს დეპრესიას. მისი მიზანია ხელი ჩაგავლოთ და საკუთარ თავში გამოგკეტოთ. ეს ასე ჟღერს: ვწუხვარ ჩემს თავზე, რადგან თავს ცუდად ვგრძნობ. თავს ვგრძნობ ცუდად იმიტომ, რომ საკუთარი თავი მეცოდება.
საქმით დაკავდით. ეს საუკეთესო წამალია დეპრესიისთვის. იყავით აქტიური. გახსოვდეთ! ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი სულია! უფრო მეტად უთხარით საკუთარ თავს: „მე ეს შემიძლია, ამას გავაკეთებ“.