ალკოჰოლი და პოტენცია
ალკოჰოლი და პოტენცია
allmedic
ალკოჰოლი და პოტენცია
ალკოჰოლი და პოტენცია
ალკოჰოლი და პოტენცია

ალკოჰოლი და მამაკაცის ლიბიდო (სექსუალური ლტოლვა) ანუროცა სურვილი სურვილად რჩება


მიიჩნევა, რომ ცოტაოდენი ალკოჰოლი სასარგებლოც კია მამაკაცის ჯანმრთელობისთვის და მისი მიღება მამაკაცს სტიმულს აძლევს, ათამამებს, სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება. გარდა ამისა, მცირე რაოდენობით ალკოჰოლი აძლიერებს სისხლის მიდინებას მცირე მენჯის ღრუს ორგანოებისკენ და აქედან გამომდინარე, მამაკაცის სქესობრივი აქტივობაც იმატებს, მაგრამ ხშირად სურვილი სურვილად რჩება, რეალურად კი საქმე სხვაგვარადაა. როგორც ბერძენი ფილოსოფოსი ფალესი ამბობდა: „ღვინო აძლიერებს სურვილებს, მაგრამ არ იძლევა მათი ასრულების საშუალებას“. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ალკოჰოლურ სასმელებზეც - ლუდზე, კონიაკზე, რომზე, არაყზე, და ა.შ. მართალია ისინი სხვადასხვა რაოდენობით ეთილის სპირტს შეიცავენ, მაგრამ რეგულარულად მიღების შემთხვევაში თითქმის ერთნაირად უარყოფითად მოქმედებენ მამაკაცის პოტენციაზე. თავდაპირველად შედარებით მსუბუქი პრობლემები ვლინდება - ნასვამ მამაკაცს უჭირს  სექსზე კონცენტრაცია, სექსის პროცესი არაბუნებრივად უხანგრძლივდება, ეაკულაცია (თესლის გამოყოფა) გვიანდება ან საერთოდ შეუძლებელი ხდება და ა.შ. 
დროთა განმავლობაში, პოტენციასთან დაკავშირებული უფრო სერიოზული პრობლემებიც ვითარდება.

აკლოჰოლის რეგულარული მიღება და პოტენცია


ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ ალკოჰოლი და პოტენცია ერთმანეთთან არ მეგობრობენ. შესაბამისად, ნებისმიერი ალკოჰოლის ჭარბად და რეგულარულად მიღება დროთა განმავლობაში სქესობრივი ფუნქციის გაუარესებამდე, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებამდე და, ხშირ შემთხვევაში, უნაყოფობამდეც კი მიიყვანს.
მოდით, განვიხილოთ, რა კონკრეტულ პრობლემებს უმზადებს ალკოჰოლი მამაკაცის პოტენციას?! 
ალკოჰოლის ჭარბად და რეგულარულად მიღების შემთხვევაში (გარდა იმისა, რომ მამაკაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული ხდება):
ჭირს აღგზნება ან საერთოდ ქრება სქესობრივი ლტოლვა (ალკოჰოლი დროთა განმავლობაში აქვეითებს ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობას, აქედან გამომდინარე, რეცეპტორები ცუდად მუშაობენ და ნერვული დაბოლოებების მეტი ნაწილი ვეღარ აღიქვამს აღგზნების გამომწვევ იმპულსს);
საგრძნობლად ქვეითდება ერექციის ხარისხი (ვითარდება იმპოტენცია);
მცირდება მამაკაცის სასქესო ჰორმონების რაოდენობა  და ვითარდება სქესობრივი სისუსტე (მოგეხსენებათ, რომ ალკოჰლი ღვიძლს აზიანებს, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ფონზე კი მამაკაცის სისხლში სულ უფრო ნაკლები სასქესო ჰორმონი გადაისროლება, რაც სქესობრივ სისუსტეს იწვევს);
იცვლება სათესლე სითხისა და სპერამტოზოიდების სტრუქტურა და ა.შ.
 გარდა ამისა, იმატებს ვენერიული დაავადებების გადადების რისკი, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაზღვეული არ არის  შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან და თავდაცვის საშუალებებზეც (პრეზერვატივი) ნაკლებად ფიქრობს.

„მთვრალი ჩასახვა“ - რა გავლენა ახდენს ალკოჰოლი  ჩასახვაზე?


როგორც მოგახსენეთ, ალკოჰოლის ჭარბად და ხანგრძლივად მიღება საგრძნობლად აუარესებს სათესლე სითხისა და სპერმატოზოიდების სტრუქტურას, შესაბამისად, ორგანიზმში იზრდება პათოლოგიური სპერმატოზოიდების რიცხვი. მამაკაცის ნორმალურ სპერმაში არაჯანსაღი სპერმატოზოიდი თუ, დაახლოებით, 25%-ია და მათ მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსი მცირეა, ეთილის სპირტი ყველა სპერმატოზოიდს ერთნაირ პირობებს უქმნის და პარალელურად ზრდის კვერცხუჯრედის არაჯანსაღი სპერმატოზოიდით განაყოფიერების ალბათობას. მართალია, მამაკაცის სათესლე სითხე, სპერმატოზოიდებთან ერთად, პერიოდულად ახლდება, მაგრამ ალკოჰოლისგან რამდენიმე ხნით თავშეკავების შემთხვევაშიც, თუ ჩასახვა მოხდა არაფხიზელ მდგომარეობაში, არაჯანსაღი ბავშვის გაჩენის რისკი მაღალი რჩება.

 

ლუდში შემავალი ქალური ჰორმონი“ - მითი თუ რეალობა?!


ზემოთ აღვნიშნე, რომ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, ჭარბად და რეგულარულად მიღების შემთხვევაში, თითქმის ერთნაირად უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე. მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე, ცალკე თავი დავუთმო ლუდის მავნებლობას, რადგან ეს საკმაოდ სასიამოვნო და „შემპარავი“ სასმელი, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მამაკაცის პოტენციას.
საქმე ის არის, რომ ლუდი შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ექსტრაქტს -ფიტოესტროგენს, რომელიც თავისი შემადგენლობით ქალის ჰორმონის მსგავსია და მამაკაცის მიერ მისი ჭარბად მიღება გენურ რონეზე ცვლილებებსა და ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს. აქედან გამომდინარე, ლუდის ჭარბად და რეგულარულად მიღების შემთხვევაში მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის (მამაკაცური ჰორმონის) რაოდენობა იკლებს, ქალური ჰორმონისა კი იმატებს.
გარდა ამისა, ლუდი ჭარბი წონის სტიმულატორია, რაც კიდევ ერთი დამატებითი პრობელმაა -  ჭარბი წონა უარყოფითად მოქმედებს როგორც პოტენციაზე, ასევე სათესლე სითხისა და სპერმატოზოიდების ხარისხზე.

რაც შეეხება მდგომარეობიდან გამოსავალს, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია სმის შეწყვეტა, რის შედეგადაც, როგორ წესი, პოტენცია სწრაფად აღდგება. 
თუმცა, ზოგჯერ მდგომარება იმდენად რთულია, რომ საჭირო ხდება საქმეში ნარკოლოგისა და სექსოლოგის ჩარევა.

allmedic