
ენდომეტრიოზი მდგომარეობაა, როდესაც საშვილოსნოს გარეთ ენდომეტრიუმის მსგავსი თვისებების მქონე ქსოვილი იზრდება. ენდომეტრიუმი საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსია, რომელიც ყოველთვიურად, მენსტრუაციის დროს, ჩამოიფცქვნება. ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება გამრავლდეს საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში, პერიტონეუმზე, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში და ა.შ. ამ უჯრედებს შეუძლიათ სხვადასხვა ორგანოს ზიანი მიაყენონ. ამიტომ, ენდომეტიოზის სწრაფად აღმოჩენას და მკურნალობის დროულად დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვემოთ მოცემულია დაავადების რამდენიმე სიმპტომი:
ტკივილი - ენდომეტრიოზის პირველი სიმპტომი ტკივილია მუცლის ქვედა ნაწილში, წელის არეში ან მენჯთან. ტკივილი ინტენსიურია და განმეორებადი. პიკს აღწევს მენსტრუაციის დაწყებისას. გამორიცხული არაა, რომ ქალს ენდომეტრიოზის საკმაოდ რთული ფორმა ჰქონდეს, მაგრამ ძლიერ ტკივილს არ განიცდიდეს. ტკივილის ინტენსიურობა ინდივიდუალურია.
დისმენორეა - ენდომეტრიოზის კიდევ ერთი სიმპტომია არარეგულარული ჭარბი მენსტურაცია. ამას სამედიცინო ენაზე დისმენორეა ეწ. დისმენორეას დროს მენსტრუაციული ტკივილი განსხვავებულია: უფრო ძლიერია და გამონადენს მოყავისფრო ფერი აქვს.
ტკივილი სექსის დროს - ტკივილს სექსუალური კავშირის დროს დისპანეურია ეწოდება. ასეთ დროს ტკივილი სექსის დამთავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგაც გრძელდება.
ტკივილი შარდვის დროს - საშარდე ბუშტიდან შარდის გამოსვლა ძნელდება და მტკივნეულია. გახშირებულია შარდვაც.
რექტალური სისხლდენა - ენდომეტრიოზის კიდევ ერთი სიმპტომი სწორი ნაწლავიდან სისხლდენაა. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს!
სისხლიანი ნახველი - ენდომეტრიოზის დროს პაციენტი შეიძლება გრძნობდეს ტკივილს გულ-მკერდის არეში. მას თან ერთვის ხველა და ზოგჯერ ნახველთან ერთად ამოდის სისხლიც. ეს მიუთითებს რომ ენდომეტრიუმის უჯრედები ფილტვებშიცაა გავრცელებული.
უშვილობა - ენდომეტრიოზის დროს ქალებს დაორსულება უჭირთ რაც მენსტრუალური ციკლის დარღვევითაა გამოწვეული. ზოგჯერ მიზეზი საშვილოსნოს მილის დახშობა ან ყვითელი სხეული ფუნქციური უკმარისობაა.
თუ თქვენ ენდომეტრიოზის რთული ფორმა გაქვთ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა და მათი მოცილება, დაავადების საგანგაშოების დროს კი შეიძლება სრულიად ამოიკვეთოს საშვილოსნო, საკვერცხეები და მილები.
ენდომეტრიოზის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. არც ისაა დადგენილი , თუ რა ახდენს მის პროვოცირებას. პროცესი შეიძლება ნებისმიერ ქალში განვითარდეს. დაავადებას ადვილად უმკლავდებიან ქალები, რომლებსაც ძლიერი იმუნური სისტემა გააჩნიათ.
ენდომეტრიოზის როგორც მედიკამენტური ასევე ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს და ბოლომდე არ კურნავს მას. ასევე შესაძლებელია ამ ავადმყოფობის თავიდან განმეორებაც.