
სექსი წყვილის ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, მაგრამ თქვენი ქცევა სექსის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამან შეიძლება თქვენს მომავალ ურთიერთობაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს. არასათანადო ქცევამ შეიძლება პარტნიორი გააღიზიანოს კიდეც. ეს თქვენს ინტიმურ ურთიერთობაზეც იმოქმედებს. ქვემოთ მოცემულია რჩევები, რაც არასდროს უნდა გააკეთოთ სქესობრივი აქტის შემდეგ.
ნუ შეხვალთ სააბაზანოში
სექსის შემდეგ მაშინვე სააბაზანოში შესვლა არც ისე კარგი იდეაა. ადამიანების უმრავლესობა აქტის შემდეგ სააბაზანოში კბილების გასაწმენდად ან წყლის გადასავლებად შედის. გასაგებია, რომ გსურთ ჰიგიენა დაიცვათ, მაგრამ ხანდახან პარტნიორთან ერთად წოლა და ინტიმური საუბარი მათ გაცილებით სიამოვნებთ. თუ ვერ ითმენთ და მაინც და მაინც მაშინვე გსურთ შხაპის მიღება, შესთავაზეთ პარტნიორსაც და სააბაზანოში მასთან ერთად განმარტოვდით.
არაჰიგიენური მანერები
ადამიანთან, რომელთანაც სექსი გაკავშირებთ, შეიძლება არაფრის გრცხვენიათ, მაგრამ სექსის შემდეგ ცხვირის მოხოცვა ან აირებისგან დაცლა არც ისე სასაცილოა. ეს თქვენს ინტიმურ გარემოს ნამდვილად გააფუჭებს.
არ შეამოწმოთ მობილური
თითქმის ყველა ამოწმებს მობილურ ტელეფონს სექსის შემდეგ. ეს კი პარტნიორისთვის დამამცირებელია. მან შეიძლება თავი უარყოფილად იგრძნოს. ცხადია, თქვენი დრო ძვირად ფასობს და შეიძლება მნიშვნელოვან ზარსაც ელოდებოდეთ, მაგრამ პარტნიორსაც პატივი უნდა სცეთ და ეს წუთები არ გააფუჭოთ.
ნუ მოემზადებით წასასვლელად
სექსის შემდეგ მაშინვე ჩაცმა და წასასვლელად მომზადება, ცხადია, არც ისე კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენს პარტნიორზე. შეიძლება მართლაც ძალიან გაგვიანდებათ სამსახურში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი იფიქრებს რომ სექსი თქვენს განრიგში მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტი იყო. თუ ინტიმური ურთიერთობის მერე რამდენიმე წუთის განმავლობაში პარტნიორთან იქნებით, თვალებში ჩახედავთ და ცოტა მეტ სითბოს გამოხატავთ მის მიმართ, თქვენი ურთიერთობა ნამდვილად დიდხანს გაგრძელდება.
ნუ შეიქებთ თავს
შესაძლებელია ყველაფერი შესანიშნავი იყო და ეს სულ თქვენი დამსახურებაა, მაგრამ საკუთარი თავის ქება აუცილებელი არაა! უმჯობესია, თქვენი პარტნიორი შეაქოთ და დარწმუნებული იყავით, რომ საპასუხო კომპლიმენტსაც მიიღებთ.
არ ჩართოთ ტელევიზორი
სექსის შემდეგ მსოფლიო პრობლემების მოსმენა ან საფეხბურთო ანგარიშების გაგება არც ისე ინტიმურია. არც საყვარელი სერიალის ყურებაა კარგი იდეა. უმჯობესია ეს მცირე დრო ერთმანეთს დაუთმოთ. თუ მაინც და მაინც რაიმეს ყურება გსურთ, ისეთი გადაცემა შეარჩიეთ, რომელიც ორივეს დაგაინტერესებთ.
ნუ დაიძინებთ
ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. უმრავლესობა მაშინვე იძინებს მაშინ როცა ქალს მოფერება ან უბრალოდ საუბარი სურს. ცხადია, ორგანიზმი დასვენებას გთხოვთ, მაგრამ სულ ცოტა მოითმინეთ და ამით პარტნიორს უფრო მეტად ასიამოვნებთ.
თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ინტიმური ცხოვრება გაცილებით სასიამოვნო გახდება.