ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები
ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები
allmedic
ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები
ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები
ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები

ნაყოფის განვითარების პროცესი უკვე განაყოფიერებიდან იწყება. ჯანმრთელი ბავშვი ყველა დედის ოცნებაა. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ნაყოფის განვითარებაზე ახდენს გავლენას.

მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფი სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს დედის სისხლიდან იღებს. პატარა განვითარების სხავდასხვა ეტაპზე რამდენიმე სახის ნუტრიენტებს საჭიროებს. მაგალითად, ფოლიუმის მჟავა საჭიროა ნერვული სისტემის განვითარებისთვის, კალციუმი - ძვლებისთვის, ცილები - კუნთებისთვის და ა.შ. ამიტომ, დედის დაბალანსებული და ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მოწევა

ორსულობისას ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, რომლის დროსაც გარკვეული საკვების მიღებაც არ შეიძლება, სიგარეტსა და სასმელზე კი საუბარიც ზედმეტია. მწეველი ორსულის ნაყოფი რთულად ძნელად ვითარდება და დიდი რისკია, პატარა მეტისმეტად მცირე წონის დაიბადოს.

 

 

ალკოჰოლი

ალკოჰოლის ხშირი მოხმარება სერიოზულ გართულებებს იწვევს ბავშვში. არის საფრთხე, რომ პატარას ფსიკიქური დარღვევები ექნება. ხშირად ასეთ ბავშვებს სწავლაც უჭირთ.

ვერავინ გეტყვით, ზუსტად რა რაოდენობის სასმელია მავნებელი, ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი მასზე საერთოდ უარის თქმაა.

 

 

ნარკოტიკი

ალბათ, ამაზე საუბარიც ზედმეტია, რომ ნარკოტიკები განსაკუთრებით მავნებელია როგორც დედისთვის, ისე მისი ნაყოფისთვის. ბავშვი ნარკოტიკს დედის მუცელშივე ეჩვევა და სრულიად შესაძლებელია, თვითონაც ნარკოდამოკიდებული გახდეს.

დედის ასაკი

ბავშვის განვითარებისთვის დედის ასაკსაც აქვს მნიშვნელობა. გარკვეული პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას თუ დედა 20 წელზე ნაკლებისაა. აგრეთვე, სხვადასხვა დარღვევებია მოსალოდნელი (სისხლდენა, გართულებული მშობიარობა და სხვ.), თუ ორსული 35 წელს ზემოთაა. თავად ორსული კი ჰიპერტენზიის და დიაბეტის რისკის ქვეშ დგას. სტატისტიკურად საკეისრო კვეთა ყველაზე ხშირად 35 წელს ზემოთ ორსულებში ფიქსირდება.

ორსული ექიმის მონიტორინგის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. აუცილებელია, მომავალმა დედამ პერიოდულად მიაკითხოს ექიმს კონსულტაციისთვის რათა დარწმუნდეს, რომ პატარა ნამდვილად კარგად ვითარდება. საჭიროების შემთხვევაში კი მას საჭირო დანამატებს და ვიტამინებს დაუნიშნავენ. ორსულობას უამრავი გვერდითი მოვლენა შეიძლება ახლდეს თან, ამიტომ მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია მიხვდეს, რა არის ნორმალური და რა - არა.

allmedic