სატირიაზისი - როცა მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილება ნორმის ფარგლებს სცდება
სატირიაზისი - როცა მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილება ნორმის ფარგლებს სცდება
allmedic
სატირიაზისი - როცა მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილება ნორმის ფარგლებს სცდება
სატირიაზისი - როცა მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილება ნორმის ფარგლებს სცდება
სატირიაზისი - როცა მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილება ნორმის ფარგლებს სცდება

სატირიაზისი -  ჰიპერსექსუალობის ერთ-ერთი ფორმაა და მამაკაცებში გამოხატული სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიურ მომატებას წარმოადგენს, რაც მუდმივად სქესობრივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებითა და სქესობრივი ურთიერთობებისადმი დაუოკებელი სწრაფვით ვლინდება. ამიტომ, სატირიაზისით შეპყრობილ მამაკაცებს სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა და ხანგრძლივი ურთიერთობების შიში ახასიათებთ.
სატირიაზისი დაკავშირებულია არა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტების რაოდენობასთან, არამედ სექსუალური ქცევის ხარისხის შეცვლასთან, როდესაც ინდივიდის ცხოვრების ერთადერთ მიზანს სექსუალური მიზნების დაკმაყოფილება წარმოადგენს. 
აღნიშნული მდგომარეობა ნორმად მხოლოდ მოზარდებში ითვლება, რადგან სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში მოჭარბებული ენერგია და ახალ-ახალი სექსუალური თავგადასავლები თითქმის ყველა მოზარდს იტაცებს, მაგრამ თუ ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცმა ვერ მოახერხა თავისი სექსუალური სურვილების მართვა, ეს უკვე პათოლოგიაზე მიანიშნებს.


სახელწოდება სატირიზისი ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს მხლებელი - სატირისგან წარმოსდგება, რომელიც, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ავხორცი არსება იყო და დროს ატარებდა სმაში და სხვადასხვა ქალებთან სექსუალურ ურთიერთობებში.
სატირიაზისით სხვადასხვა დროს უამრავი ცნობილი ადამიანი იტანჯებოდა, მათ შორის - რომის იმპერატორები ტიბერი და კალიგულა (რომლებიც ცნობილნი იყვნენ სისასტიკითა და ავხორცობით) და ფრანგი მწერალი გი დე მოპასანი (რომელსაც ცხოვრების ბოლომდე აწუხებდა დაუცხრომელი სექსუალური შესაძლებლობები და ეს მდგომარეობა გახდა კიდეც მისი უბედურების მიზეზი  - იგი სიფილისის რთული ფორმით გარდაიცვალა).

 

სიმპტომები

სატირიაზისით შეპყრობილ ადამიანს არ შეუძლია თავისი ემოციის გონებასთან დაქვემდებარება და ზედიზედ რამდენიმე სექსუალური აქტის განხორციელების შემდეგაც კი ახალ სექსუალური ობიექტის ძებნას აგრძელებს. აქედან გამომდინარე, ასეთი მამაკაცისთვის დამახასიათებელია: სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა, ხანგრძლივი ურთიერთობების არარსებობა, მუდმივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ა.შ.

 

გამომწვევი მიზეზები

სატირიაზისის მიზეზებად სექსოლოგები სხვადასხვა ორგანულ დაავადებებსა და ფსიქოლოგიურ დარღვევებს მოიაზრებენ. 
ორგანული მიზეზებიდან აღსანიშნავია: ქალა-ტვინის ტრავმები, ან თავის ტვინის სიმსივნეები; ჰიპოთალამუსის აქტივობის დარღვევები (რაც შეიძლება იყოს გამოწვეული გადატანილი ინფექციური დაავადებებით, მენინგიტით, ენცეფალიტით და ა.შ.); ჰორმონალური დარღვევები.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დარღვევებს, ესენია: დონჟუანიზმის სინდრომი; ბავშვობაში ყურადღების ნაკლებობა; წარუმატებელი პირველი სქესობრივი აქტი; ბავშვობაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები; არასრულფასოვნების კომპლექსი და ა.შ.

 

  მკურნალობა

სატირიაზისი დაავადება არ გახლავთ, მაგრამ ამ პათოლოგიურ მადგომარეოაბასაც ზოგ შემთხვევაში მკურნალობა სჭირდება, მით უმეტეს, თუ თავად სატირიაზისით შეპყრობილ ადამიანს თავისი მდგომარეობა აწუხებს. 
აღნიშნული პათოლოგიის მკურნალობა ძირითადად, გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებულია. აქედან გამომდინარე, თუ დაავადებას ორგანული მიზეზი გააჩნია, სასწრაფოდ უნდა მოხდეს იმ დაავადებების მკურნალობა, რამაც აღნიშნული მდგომარეობა გამოიწვია. 
ხოლო თუ სატირიაზისს საფუძვლად უდევს ფსიქოლოგიური დარღვევები, მაშინ შესაძლოა, საჭირო გახდეს: მედიკამენტოზური მკურნალობა(ძირითადად, გამოიყენება ანტიდეპრესანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები) და ფსიქოთერაპიის ჩატარება(ფსიქოთერაპიის მიზანია, ასწავლოს პაციენტს მოჭარბებული სექსუალური ენერგიის სწორად გადანაწილება).

allmedic