სწორი მუცელი დიეტის და ვარჯიშის გარეშე
სწორი მუცელი დიეტის და ვარჯიშის გარეშე
allmedic
სწორი მუცელი დიეტის და ვარჯიშის გარეშე
სწორი მუცელი დიეტის და ვარჯიშის გარეშე
სწორი მუცელი დიეტის და ვარჯიშის გარეშე

ლამაზი მუცელი ყველა ქალის ოცნებაა. სამწუხაროდ, ბევრ მათგანს დიეტის დაცვა არ შეუძლია და არც იმის დრო აქვს, საკმარისი დრო გაატაროს სპორტდარბაზში სავარჯიშოდ. სწორი მუცელი კი თითქმის აუხდენელ ოცნებად რჩება.

მაგრამ იცოდით, რომ ლამაზი მუცელი შეგიძლიათ ვარჯიშის და დიეტის გარეშეც გქონდეთ? რამდენიმე ამერიკელმა პროფესიონალმა შექმნა  იმ ჩვევები სია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვახასიათებს და ამ შედეგის მიღწევაში გვეხმარება.

1. გაიმართეთ

როდესაც გამართული დგახართ და ზიხართ, თქვენი მუცლის კუნთები იჭიმება და საჭმლის მომნელებელი სისტემა უკეთ მუშაობს.

 

2. დალიეთ საკმარისი წყალი

როცა სხეული გაუწყლოებულია, იგი მარაგს ინახავს. განსაკუთრებით, მუცლის მიდამოებში. ასე რომ არ მოხდეს, დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.

 

3. ჭამეთ ნელა

ჭამისას ლუკმა 10-ჯერ მაინც გაღეჭეთ. ეს საჭმლის მონელებაშიც დაგეხმარებათ. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით,  სწრაფად ჭამა მუცელს ნამდვილად გაგიზრდით.

 

4. გამოიყენეთ პრობიოტიკები

პრობიოტიკები სასარგებლო ბაქტერიებია, რომლებიც ორგანიზმს საჭმლის მონელებაში უწყობენ ხელს. ისინი გასტროენტეროგიული პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. პრობიოტიკების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იოგურტია.

5. ისეირნეთ რეგულარულად

30 წუთიანი სეირნობა მეტაბოლიზმს აჩქარებს. ეს მუცლის მიდამოებში ცხიმების დაგროვებასაც უშლის ხელს.

 

6. ჩართეთ რაციონში დიეტური პროდუქტებიც

ასეთი პროდუქტები კალციუმს შეიცავს, რაც ესტროგენის რაოდენობას ამცირებს ჩვენს სხეულში. ეს სწორედ ისაა, რაც მუცლის მიდამოებში ცხიმებს აგროვებს.

 

7. დაისვენეთ

როდესაც განერვიულებული ხართ, ორგანიზმი დიდი რაოდენობით სტეროიდებს გამოყოფს, რაც ორგანიზმს ცხიმების შენარჩუნებაში ეხმარება. გამუდმებით სტრესულ სიტუაციაში ყოფნისას წელის გარშემოწერილობის შემცირება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

ეს რჩევები სხეულის სრულყოფაში ნამდვილად დაგეხმარებათ, მაგრამ მომენტალურ შედეგს ნუ დაელოდებით. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი მართლაც თქვენს ჩვევად იქცეს, რაც არა მარტო გარშემოწერილობის შემცირებთ არამედ, ჯანმრთელობისთვსაც ძალიან სასარგებლოა. 

 

allmedic