
მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არაა მხოლოდ ფილტვის კიბო ან გულის დაავადებები. ის იწვევს სერიოზულ დარღვევებს თავიდან ფეხის ფრჩხილამდე.
1. თმის ცვენა.
მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე.
2. კატარაქტა.
მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მოწევა კატარაქტას იწვევს 2 გზით: თვალის გარეგანი გაღიზიანებით და ფილტვებში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფით, რომელიც სისხლის ნაკადით მიედინება თვალისაკენ.
3. ნაოჭები.
მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის (რომელიც ანიჭებს კანს ელასტიურობას), A-ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი არის მშრალი, უხეში და დანაოჭებული, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოებში.
4. სმენის დაქვეითება.
მოწევა იწვევს ფოლაქების ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებში. ქვეითდება შიდა ყურის სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც მწეველებმა არამწეველებთან შედარებით შესაძლოა სმენა უფრო ადრე დაკარგონ. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ინფექციებისადმი. მწეველებში ასევე სამჯერ ხშირია სმენის დაქვეითების შემთხვევები, გამოწვეული შუა ყურის ინფექციური დაზიანებით, რომელსაც შემდგომში შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი და სახის დამბლა.
5. კანის კიბო.
მოწევა არ იწვევს მელანომას (ზოგჯერ კანის კიბოს ლეტალურ ფორმას), მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის შანსს. მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე.
6. კბილების დაკარგვა.
მოწევა მოქმედებს პირის ღრუს ბიოქიმიურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს ქვების ჩამოყალიბებას, აყვითლებს კბილებს. მწეველები ერთნახევარჯერ უფრო ხშირად კარგავენ კბილებს.
7. გულის დაავადება.
მსოფლიოში სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა გამოწვეულია კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადებით. მოწევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებისა.
8. კუჭის წყლული.
მოწევა იწვევს იმ ბაქტერიისადმი რეზისტენტობას, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს. იგი ასევე აზიანებს ორგანიზმის შესაძლებლობას გაანეიტრალოს მჟავა საჭმლის მიღების შემდეგ. მწეველებში კუჭის წყლული არის რთული სამკურნალო და შესაძლებელია განმეორდეს.
9. ფერშეცვლილი თითები
კუპრი, რომელიც არის სიგარეტის კვამლში, გროვდება თითებზე და თითის ფრჩხილებზე, რაც მათ მოყვითალო-მოყავისფრო ფერს აძლევს.
10. დეფორმირებული სპერმა.
მოწევას შეუძლია დააზიანოს სპერმა და მისი დნმ-ი, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სიმახინჯეები ან დაბადების დეფექტი. მოწევა ასევე ამცირებს სპერმის რაოდენობას და ამცირებს სისხლის დინებას სასქესო ორგანოში, რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია. ინფანტილურობა უფრო ხშირია მწეველებში.
11. კიბო.
თამბაქოს კვამლში შემავალი 59 ელემენტი კარცენოგენულია ანუ იწვევს კიბოს. მწეველებში 22-ჯერ მეტია რისკი იმისა, რომ განუვითარდეთ ფილტვის კიბო, ვიდრე არამწეველებში. რაც უფრო დიდხანს ეწევა ადამიანი, მით მეტია რისკი, რომ განვითარდეს კიბოს სხვადასხვა სახეები, როგორიცაა: ცხვირის კიბო, პირის, სანერწყვე ჯირკვლის და ხორხის, ყელის, საყლაპავის, ხახის, კუჭის, თირკმლის, შარდის ბუშტის, სასქესო ორგანოს, პანკრეასის, სწორი ნაწლავის, ანუსის.