ორსულობა და ყაბზობა
ორსულობა და ყაბზობა
allmedic
ორსულობა და ყაბზობა
ორსულობა და ყაბზობა
ორსულობა და ყაბზობა

ორსულობისა და ლოგინობის ხანაში ქალი ხშირად უჩივის შებერილობას, შეკრულობას, ჰემოროიდულ დაავადებას.  რით აიხსნება ნაწლავთა პრობლემების გახშირება ამ პერიოდში, როგორ შეიძლება მათგან თავის დაზღვევა?

 გამოკვლევები მოწმობს, რომ ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა ორსულებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე არაორსულებს. მაგალითად, ორსულები ხშირად უჩივიან შეკრულობას. ორსულთათვის ტიპიური კიდევ ერთი პრობლემაა მეტეორიზმი - ნაწლავებში აირთა ჭარბი დაგროვება.

ვისაუბროთ მეტეორიზმის გამომწვევ იმ ფიზიოლოგიურ ძვრებზე, რომლებიც ქალის საჭმლის მომნელებელ სისტემაში უშუალოდ ორსულობის გავლენით ხდება. ესენია:
მექანიკური ზეწოლა. ორსულობის დროს, განსაკუთრებით - მის მეორე ნახევარში, გადიდებული საშვილოსნო ნაწლავებს აწვება, ნაწლავებში ნაწილობრივ ირღვევა სისხლის მიმოქცევა, მცირე მენჯის ღრუს სისხლძარღვებში ვითარდება ვენური შეგუბება, ეს აძნელებს ნაწლავების დაცლას, პერისტალტიკა ხდება დუნე, ვითარდება ყაბზობა და ნაწლავთა შებერილობა.


ნაწლავთა მგრძნობელობის დაქვეითება.  ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ნაწლავების შეკუმშვას ასტიმულირებს. ორსულობისას ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნების გამო ასეთი სტიმულატორებისადმი ნაწლავთა მუსკულატურის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. სწორედ ამის შედეგია ნაწლავთა დაცლის შენელება, რასაც შებერილობამდე და შეკრულობამდე მივყავართ.

- ვინაიდან ნაწლავებსა და საშვილოსნოს საერთო ინტერვაცია აქვთ, ნაწლავთა გაძლიერებულმა პერისტალტიკამ შესაძლოა საშვილოსნოს ტონუსის აწევა და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა გამოიწვიოს, მაგრამ დედაბუნებამ ქალის ორგანიზმს ამისგან თავის დაცვის უნარიც მისცა: ორსულობის დროს საშვილოსნო დუნდება, რათა პაწია ნაადრევად არ გამოაძევოს დედის ორგანიზმიდან. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეაქციას აქვს არასასურველი შედეგებიც და ასეთია სწორედ შეკრულობა და შებერილობა.

ორსულობის დროს ანემიის პროფილაქტიკისთვის ხშირად ინიშნება რკინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც აფერხებს ნაწლავთა დაცლას და შედეგად შებერილობას იწვევს. იგივე ეფექტი აქვს სედაციურ, შარდმდენ და სპაზმოლიზურ საშუალებებს, მათ შორის - ნო-შპას. ამ პრეპარატებს უნიშნავენ ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზის, ნაადრევი მშობიარობის რისკისა და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს. ნაწლავთა შებერილობა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილგამაყუჩებლებმაც, რომლებსაც უნიშნავენ ლოგინობის პერიოდში ოპერაციის შემდგომი ტკივილების ან მტკივნეული ჭინთვების დროს. შეკრულობასა და შებერილობას ზოგჯერ ისიც იწვევს, რომ ორსულობისას გაწელილი მუცლის კუნთები სათანადოდ ვერ აკავებს შინაგან ორგანოებს. ლოგინობის ხანაში შეკრულობისა და შებერილობის მიზეზად შეიძლება იქცეს ნაკერების გახსნის შიში დეფეკაციის დროს.

 ორსულობისას ყაბზობის სამკურნალოდ ფსიქოთერაპიას ამჯობინებენ. სამკურნალო პრეპარატები გადადის უკანა პლანზე. სამაგიეროდ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიეტას. პირველ რიგში, კვება უნდა იყოს რეგულარული, რაციონი - მრავალფეროვანი, საკმარისი რაოდენობით შეიცავდეს სითხეს (1,5 ლ დღეში), უჯრედისსა და პექტინურ ნივთიერებებს, რომლებიც ნაწლავებს მუშაობას აიძულებს. უჯრედისი არ გადამუშავდება - იგი იჯირჯვება, ზრდის ფეკალური მასების მოცულობას და ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას, ამიტომ რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ლობიო, ბარდა, ფორთოხალი, აგრეთვე - შავი პური და ნიგოზი. ხშირად ეფექტიანია რძემჟავა პროდუქტებიც - მაწონი, კეფირი, ბურახი, მჟავე ბორშჩი. სასარგებლოა მცენარეული ზეთი: დაშლისას ის წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს პერისტალტიკას. შეიძლება, ჭამამდე 30 წუთით ადრე გადაყლაპოთ 1 კოვზი ზეთი - ეს აღაგზნებს ნაწლავთა პერისტალტიკას, თავიდან აგაცილებთ შეკრულობას და შებერილობას. ერიდეთ პარკოსნებს, ყურძენს, რძეს - ეს პროდუქტები აძლიერებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. მიირთვით ცოცხალი ან ოდნავ მოხარშული ხილ-ბოსტნეული, შავი ქლიავის, ლეღვის, ჭერმის ჩირი, წვენები, რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, ხორბალი, მოხარშული ხორცი.

allmedic