დისპარეუნია - ტკივილი სექსის დროს
დისპარეუნია - ტკივილი სექსის დროს
allmedic
დისპარეუნია - ტკივილი სექსის დროს
დისპარეუნია - ტკივილი სექსის დროს
დისპარეუნია - ტკივილი სექსის დროს

გამომწვევი მიზეზები

დისპარეუნია შესაძლოა, გამოწვეული იყოს როგორც ორგანული, ასევე ფსიქოლოგიური მიზეზებით.

ორგანულ მიზეზებს მიეკუთვნება: 
 

  ქალებში: 

შარდ-სასქესო ორგანოების ქრონიკული და მწვავე ანთებითი დაავადებები; სხვადასხვა მიკროორგანიზმები და ვირუსები (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ქლამიდია, ტრიქომონა, Candida-ს ტიპის სოკო და ა.შ.); 
ვენერიული დაავადებები (სიფილისი, გონორეა და ა.შ.); 
ენდომეტრიოზი და მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესებისაკვერცხის კისტა; ქსეროზი (საშოს სიმშრალე) - ეს, ძირითადად, ემართებათ მენოპაუზის ასაკის ქალბატონებს; 
ზოგიერთი კანის დაავადება (გენიტალიების დერმატოზი, ჰერპესი და ა.შ.); 
ვულვოდინია (სასირცხვო ნერვის ქრონიკული ტკივილი); 
საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების კიბო, სამშობიარო ტრავმა და ა.შ.



 

 კაცებში:

შარდ-სასქესო ორგანოების ქრონიკული და მწვავე ანთებითი დაავადებები; სხვადასხვა მიკროორგანიზმები და ვირუსები (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ქლამიდია, ტრიქომონა, Candida-ს ტიპის სოკო და ა.შ.); 
ვენერიული დაავადებები(სიფილისი, გონორეა და ა.შ.); 
ზოგიერთი კანის დაავადება (გენიტალიების დერმატოზი, ჰერპესი და ა.შ.); 
ასოს კიბო;
 
პეირონის დაავადება 
(ამ დაავადებისას ასოს ქსოვილში ისინჯება ხრტილოვანი, მკვრივი ნაწილაკები, ერექციის დროს ხდება ასოს გამრუდება და მტკივნეული, ხშირად  შეუძლებელიც კი ხდება სქესობრივი აქტის ჩატარება); .. მოკლე ლაგამი (სქესობრივი აქტის დროს ხდება ასოს ლაგამის დაქაჩვა და დაჭიმვა, რაც იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს. ზოგჯერ შეიძლება, ლაგამი იმდენად დაიჭიმოს, რომ მისი ჩახევაც კი მოხდეს, რასაც თან სდევს ძლიერი სისხლდენა) და ა.შ.

ფსიქოლოგიურ მიზეზებს მიეკუთვნება:

ნეგატიური დამოკიდებულება კონკრეტულ პარტნიორთან (ან ზოგადად სექსთან);
ადრე აღმოცენებული ორგანული ტკივილი (შესაძლოა, ქალს ან მამაკაცსაც შეეშინდეთ იმავენაირი ტკივილის განცდის და ეს გახდეს შემდგომში სექსისთვის თავის არიდების საფუძველი).

სიმპტომები

რა თქმა უნდა, დისპარეუნიის ძირითადი და ერთადერთი სიმპტომი ტკივილია, თუმცა ტკივილი შესაძლოა, სხვადასხვაგვარი იყოს ლოკალიზაციისა და ინტენსივობის  მიხედვით, მაგალითად: ქალების შემთხვევაში შესძლოა, აღინიშნებოდეს კლიტორის, საშვილოსნოს ან სასირცხვო ბაგეების ტკივილიმამაკაცების შემთხვევაში შეიძლება, აღინიშნებოდეს ასოს თავის, უშუალოდ ასოს ან სათესლე ჯირკვლების ტკივილი. გარდა ამისა, ტკივილი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული, სომატური (კანის ან ღრმად მდებარე ქსოვილების), ვისცერული (ცუდად ლოკალიზებული, ყრუ, სპაზმური) და ა.შ.

დიაგნოსტიკა

დისპარეუნიის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია:
ანამნეზის ყურადღებით შესწავლა;
სასქესო ორგანოების საფუძვლიანი დათვალიერება;
სხვადასხვა ბაქტერიებსა და ვირუსებზე ანალიზების ჩატარება (მაგ: ნაცხის ანალიზი, სპერმოგრამა, პროსტატის წვენის გამოკვლევა და ა.შ.);
შარდ-სასქესო ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა; 
სპეციალური კლინიკურ-ფსიქოლოგიური ტესტის ჩატარება 
და ა.შ.

მკურნალობა

დისპარეუნიის მკურნალობა, პირველ რიგში,  გამომწვევი დაავადების  აღმოფხვრას ითვალისწინებს, მაგალითად:
 ინფექციებისა და ვირუსების შემთხვევაში საჭიროა, დაინიშნოს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მკურნალობა;
შარდ-სასქესო ორგანოების ქრონიკული და მწვავე ანთებითი დაავადებების დროს კი მიზანშეწონილია ანტიბიოტიკური მკურნალობის ჩატარება;
ენდომეტრიოზის, მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესების, საკვერცხის კისტას, პეირონის დაავადების, ე.წ. მოკლე ლაგამის და ა.შ. შემთხვევაში, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
ქსეროზის ანუ საშოს სიმშრალის დროს, მიზანშეწონილია ლუბრიკანტების გამოყენება.
რაც შეეხება, ფსიქოლოგიური მიზეზებით გამოწვეულ დისპარეუნიას, ამ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოთერაპიის ჩატარება.

allmedic