
პრემენსტრუალური სინდრომი იმ სიმპტომების კომპლექსია, რომელიც ქალს მენსტრუაციის წინა დღეებში აწუხებს. იგი შეიძლება ნერვულ-ფსიქოლოგიური, ენდოკრინოლოგიური ან ვეგეტაციურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით გამოვლინდეს. ქალების უმრავლესობას ეს სინდრომი ძალზე იოლ ფორმებში უვითარდება, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ ეს სინდრომი დროთა განმავლობაში გართულდეს.
პრემენსტრუალური სინდრომი 100-ზე მეტ სიმპტომს აერთიანებს. ყველაზე გავრცელებულია:
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რაც პრემენსტრუალური სინდრომის მარტივად გადატანაში დაგეხმარებათ.
1. მოემზადეთ წინასწარ
თუნდაც ფსიქოლოგიური მზადყოფნაც საკმაოდ ბევრს ნიშნავს. აუცილებელია, რომ კალენდარში ჩაინიშნოთ მოსალოდნელი თარიღი და სანამ ეს არასასიამოვნო სიმპტომები თავს შეგახსენებთ, წინასწარ იყოთ მზად ამისთვის. მოიმარაგოთ, თქვენთვის აუცილებელი ნივთები, მედიკამენტები თუ ჰიგიენის საშუალებები, რაც ამ პერიოდის განმავლობაში დაგჭირდებათ.
2. ცხიმოვანი მჟავა
კვლევებმა აჩვენა, რომ ცხიმოვანი მჟავა პრემენსტურალურ სიმპტომებს ახშობს. ასეთ პერიოდში მიიღეთ ზეთიანი თევზი და ავოკადოს ზეთი. ეს პროდუქტები ვიტამი B6-ს შეიცავენ რაც სისხლში შაქრის რაოდენობას არეგულირებს. გარდა ამისა, სასარგებლოა ხორცის, პარკოსნების, თხილის და კაკლის მიღებაც.
3. კალციუმი
აღმოაჩინეს, რომ კალციუმი ადამიანს ტკივილის გამკლავებაში ეხმარება. ასე რომ, დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად მის საკმარის რაოდენობას იღებთ. გარდა ამისა, კალციუმი ორგანიზზმაც უნდა მიიღოს და იგი ამისთვის ვიტამინ D-ს საჭიროებს. მის გამოსამუშავებლად დილით ადრე, ან გვიან საღამოს 10 წუთის განმავლობაში მზეზე ყოფნაც საკმარისია.
4. თავი შეიკავეთ შაქრის მიღებისგან
ეცადეთ ამ პერიოდში მაცდუნებელი ტკბილეულის მირთმევისგან თავი შეიკავოთ. მინიმუმამდე დაიყვანეთ კოფეინის და ალკოჰოლის მიღება.
5. ითხოვეთ დახმარება
თუ მდგომარეობა რთულია და ამ სიმპტომებთან გამკლავება გიჭირთ, მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია, ეს მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარებოდეს.
6. ივარჯიშეთ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული ვარჯიში, დაბალინტენსიური ვარჯიში განწყობას აუმჯობესებს და არასასიამოვნო სიმპტომებს თრგუნავს. გარდა ამისა, ეს ღამით კარგად დაძინებაშიც დაგეხმარებათ.
7. გაიუმჯობესეთ განწყობა
სტრესმა, გაღიზიანებამ და დეპრესიამ შეიძლება საერთოდ დაგაკარგვინოთ რაიმეს გაკეთების სურვილი. ნუ დაწვებით და დაელოდებით ამ დღეების გასვლას. ეცადეთ, განწყობა თავად გაიუმჯობესოთ: უყურეთ მხიარულ ფილმს, დაკავდით მედიტაციით, გაერთეთ.