პორნოდამოკიდებულება – უწყინარი გართობა თუ რეალური საფრთხე?
პორნოდამოკიდებულება – უწყინარი გართობა თუ რეალური საფრთხე?
allmedic
პორნოდამოკიდებულება – უწყინარი გართობა თუ რეალური საფრთხე?
პორნოდამოკიდებულება – უწყინარი გართობა თუ რეალური საფრთხე?
პორნოდამოკიდებულება – უწყინარი გართობა თუ რეალური საფრთხე?

პორნოგრაფია

პორნოგრაფია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (ძვ. ბერძ. „პორნო“ – მეძავს, როსკიპს გარყვნილებას, „გრაფია“ – წერას, დაწერას ნიშნავს) და სექსოლოგიის ცნობარში განმარტებულია, როგორც სქესობრივი ცხოვრების პირდაპირი, ვულგარულ-ნატურალისტური, უხამსი ასახვა, ან სასქესო ორგანოებისა და სქესობრივი აქტის  სიტყვიერი აღწერა სქესობრივი აგზნების მიზნით. 
მიიჩნევა, რომ პორნოგრაფია, მამაკაცებისთვის შექმნილი  ჟანრია, თუმცა ბოლო დროს მის მიმართ  ქალებიც არანაკლებ ინტერესს იჩენენ.
ზოგჯერ პორნოგრაფია და ეროტიკა ერთმანეთში ერევათ, თუმცა ეს ორი ჟანრი ერთმანეთისგან განსხვავდება – თუ პორნოგრაფია მხოლოდ სქესობრივ აქტსა და სასქესო ორგანოებზე აქცენტირებას გულისხმობს, ეროტიკა  შიშველი სხეულის ესთეტიკურად წარმოჩენასა და ადამიანთა შორის სექსუალური ემოციების გამოსახვას ემსახურება. 
ეროტიკისგან განსხვავებით, პორნოგრაფიის ზოგიერთი ფორმა (მაგ., ცხოველებთან სექსი, ბავშვებთან და არასრულწლოვნებთან სექსი, გვამებთან სექსი) არალეგალურ პორნოგრაფიას მიეკუთვნება და ძალიან ბევრ ქვეყანაში კანონით იკრძალება.

რა ასაკში და რატომ ინტერესდებიან პორნოგრაფიით?

პორნოგრაფიული საიტები დღეს საზოგადოების თითქმის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გახდა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მაღალი რეიტინგით სარგებლობენ. 
ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს. 
საინტერესოა, რა ასაკის ადამიანები სარგებლობენ მსგავსი საიტებით და რატომ?
პორნოგრაფიით დაინტერესებას, ძირითადად, 11-16 წლის ასაკში იწყებენ, როდესაც რეალურ ცხოვრებაში ქალის შიშველი სხეულის დანახვის შესაძლებლობა არ არის, ან ძალიან მცირეა და ისღა დარჩენიათ, მსგავსი ფილმების ყურებით მოიხსნან სექსუალური დაძაბულობა. 
თუმცა, ასაკობრივი შეზღუდვა პორნოგრაფიულ  მასალაზე  შემთხვევით არ არის დაწესებული და მას მოუმწიფებელი ადამიანისთვის  საკმაოდ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. 
მაგრამ არ გეგონოთ, რომ პორნოგრაფია მხოლოდ თინეიჯერებისთვის მოგონილი „გასართობი“ იყოს  – განტვირთვის ამ ფორმას ზრდასრული ასაკის ადამიანებიც აქტიურად მიმართავენ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სექსუალური პარტნიორი არ ჰყავთ (საერთოდ ან იმ მომენტში). 
თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მარტოობას არ უჩივიან, მაგრამ პარტნიორთან სექსს რატომღაც პორნოფილმების ყურება და მხოლოდ მათი საშუალებით მასტურბირება ურჩევნიათ.
ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ წყვილს შორის გარკვეული სახის სექსუალური პრობლემა არსებობს (ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები, ანორგაზმია, სექსუალური შეუთავსებლობა და ა.შ.), რომელიც აუცილებლად სექსოლოგმა უნდა მოაგვაროს. 
არის შემთხვევები, როცა პორნოგრაფიული ხასიათის ფილმებს წყვილები ურთიერთშეთანხმებითაც უყურებენ, რაც აბსოლუტური ნორმაა და ეს, ძირითადად, ურთიერთობის გასამრავალფეროვნებლად და სექსუალურ ცხოვრებაში სიახლეების შესატანად ხდება.

უწყინარი გართობა თუ პორნოდამოკიდებულება?

ახლა განვიხილოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პორნოგრაფიით გატაცებას და შეიძლება თუ არა ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი გასართობი სერიოზულ პრობლემად იქცეს? 
რისკი, რომ პორნოგრაფიის ხანგრძლივად ყურებისგან ადამიანი პორნოდამოკიდებული გახდეს, მართლაც არსებობს. პორნოდამოკიდებულება კი ერთგვარი გადახრაა, რომელმაც შესაძლოა, ადამიანს სერიოზული ზიანი მოუტანოს.
პორნოდამოკიდებულების „სიმპტომები“ თანდათან ვითარდება – თავიდან  „უწყინარი“ მიჩვევით იწყება, დროთა განმავლობაში ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს (მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებს და თავს არიდებს გარშემომყოფებთან კონტაქტს),  შემდეგ კი უშუალოდ სექსუალური აქტისადმი მგრძნობელობა იცვლება. ეს ყველაფერი იმით სრულდება, რომ ადამიანი პორნოგრაფიის გარეშე აგზნებას ვეღარ ახერხებს, უჭირს სქესობრივი აქტის ჩატარება და შესაბამისად, პორნოდამოკიდებული ხდება.
პორნოგრაფიით ზედმეტი გატაცება განსაკუთრებით სახიფათოა მოზარდებისთვის, რადგან ამ ასაკში ადამიანის ფსიქოლოგია ჯერ კიდევ სუსტია და როგორც დადებით, ისე უარყოფით ინფორმაციასაც ღრუბელივით ისრუტავს. პორნოგრაფიულ ფილმებში ასახულმა სექსუალურმა და ძალადობრივმა სცენებმა კი შესაძლოა, მასში სექსუალური და ფსიქოლოგიური ხასიათის გადახრები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ადევს ამ ტიპის ფილმებს „18+“ ასაკობრივი შეზღუდვა.
დაბოლოს, ჩვენ ამ სტატიაში მხოლოდ პორნოგრაფიის უარყოფით გავლენაზე ვისაუბრეთ, არადა მას დადებითი მხარეებიც აქვს – მართალია, ცოტა, მაგრამ მაინც. პორნოგრაფიის ერთ-ერთ დადებით ფუნქციად მისი საგანმანათლებლო კუთხით გამოყენება შეიძლება მივიჩნიოთ. გარდა ამისა, ის დადებითი ეფექტის მომტანია იმ წყვილების ურთიერთობაში, რომლებიც სქესობრივი ცხოვრების გამრავალფეროვნების საჭიროებას განიცდიან.

allmedic