მკერდის კიბოს 5 სიმპტომი
მკერდის კიბოს 5 სიმპტომი
allmedic
მკერდის კიბოს 5 სიმპტომი
მკერდის კიბოს 5 სიმპტომი
მკერდის კიბოს 5 სიმპტომი

ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაზე უფრო ეფექტურია. მაშინ როცა საქმე მკერდის კიბოს ეხება, ამას სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. მკერდის კიბოს ნიშნები ხშირად 40 წლის და მეტი ასაკის ქალებში აღინიშნება. სიმსივნის გამომწვევი ფაქტორები ხშირად გენეტიკა, რეპროდუქციული სისტემის დაავადებები, ჰორმონალური დისბალანსი ან ტრამვაა.

კიბოს ამერკულმა ასოციაციამ ამ დაავადების რამდენიმე ნიშანი

დაადგინა. ეს ნიშნები აუცილებლად კიბოს არსებობაზე არ მიუთითებენ, თუმცა მათთვის ყურადღების მიქცევა მაინც ძალიან აუცილებელია. ადრეულ ეტაპზე კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების თითქმის 100%-იანი შანსი არსებობს.

1. ქავილი, სიწითლე და ტკივილი.

ტკივილი მკერდის არეში დამახასიათებელია მენსტრუაციის დროს, მაგრამ თუ იგივეს ჩვეულებრივ დღეებშიც გრძნობთ, მაშინ  ეს სერიოზული დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს. ამას შეიძლება თან ერთვოდეს შეშუპება და კანის უფრო მაღალი ტემპერატურა სხვა ადგილებთან შედარებით. კანი შეიძლება ოდნავ იქერცლებოდეს და აღინიშნებოდეს მცირე სისხლჩაქცევები ან სილურჯეები მკერდზე. ასეთი სიმპტომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ! ეს იმის მანიშნებელია, რომ კიბო სწრაფად ვითარდება.

2. ტკივილი ზურგის არეში;

როგორც წესი, პაციენტები გრძნობენ ტკივილს ზურგის არეში. დისკომფორტს ქმნის კუნთების ტკივილის და მყესების დაჭიმვა. ზოგჯერ სიმსივნე ვითარდება ტკივილით მკერდის სიღრმეში. ავთვისებიანი სიმსივნისთვის ხერხემლის და ნეკნების ტკივილიცაა დამახასიათებელი.

3. ტკივილი და ცვლილებები იღლიაში;

კვლევების თანახმად სიმსივნე უპირველეს ყოვლისა იღლიის სიმფურ კვანძებში ვითარდება. კვანძები დიდდება და ხელით შეხებისას ქალი განიცდის ტკივილის. შესაძლებელია შესივდეს ბეჭი და იღლია. შემოწმებისას გასინჯეთ ორივე იღლია - არის თუ არა რაიმე განსხვავება მათ შორის. თუმცა, ასეთი ტკივილი შეიძლება სხვა დაავადებების მანიშნებელიც იყოს.

4. გამონადენი დვრილებიდან

გამონადენი შეიძლება იყოს სისხლიანი, ან უსისხლო. გამონადენის აღმოჩენა ბიუსჰალტერის შემოწმებითაც შეგიძლიათ. ზოგჯერ გამონადენი დვრილებიდან მხოლოდ ხელის მოჭერის შედეგად არის.

5. ფორმის შეცვლა

ძუძუს ფორმა შეიძლება სხვადასხვანაირად შეიცვალოს: გამკვირვდეს ან შეშუპდეს მთლიანად ძუძუ ან ძუძუსთავი. ზოგჯერ შეინიშნება ღრმულები ხელების ზევით აწევისას. ჩნდება  ნაოჭები მკერდზე.

ზემოთჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს!

 

 

 

 

allmedic