ავოკადო - პროდუქტი, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
ავოკადო - პროდუქტი, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
allmedic
ავოკადო - პროდუქტი, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
ავოკადო - პროდუქტი, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
ავოკადო - პროდუქტი, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ავოკადოს ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდობის ხილს უწოდებენ. მისი ნაყოფი ნოყიერი, დიეტური და სამკურნალოა. იგი თბილ ქვეყნებში იზრდება. ავოკადო ხშირად გამოიყენება მექსიკურ და სამხრეთ ამერიკულ სამზარეულოში, ხოლო ბრაზილიაში მისგან ნაყინსაც ამზადებენ.

ავოკადოს ნარგავებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ნიადაგი. ის კარგად ეგუება კირიან ნიადაგსაც, ვერ იტანს ნიადაგის ჭარბტენიანობასა და გრუნტის წყლების სიახლოვეს. ასევე, ზედმეტად გამომშრალ ნიადაგზე სუსტად ვითარდება. კარგია ღრმა და ნოყიერი ნიადაგები.

ავოკადო წარმოშობის ადგილის მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: მექსიკური, გვატემალური და ვესტინდური. ამათ შორის ჩვენი პირობებისთვის ყველაზე საინტერესოა მექსიკური წარმოშობის ავოკადო, როგორც ყინვის შედარებით კარგად ამტანი სახეობა.

ავოკადოს კანი თხელია. მისი ნაყოფის რბილობი თეთრი ან მოყვითელოა და დარბილების შემდეგ უმად იჭმევა. ნაყოფს იგი დარგვიდან 4-5 წლის შემდეგ ისხავს.

მისი ნაყოფი, თესლი და ქერქი 20-ზე მეტ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. იგი ადვილად მოსანელებელია, შეიცავს შაქრის ძალიან მცირე რაოდენობას და სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის. მისი კვებითი ღირებულება ხორცისას უტოლდება, ხოლო თევზისას ორჯერ აჭარბებს.

ყოველდღიურად ერთი ცალი ავოკადოს მიღებით ორგანიზმში ქოლესტრინის დონე საგრძნობლად დაიწევს.

იგი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ავოკადოს გარეგანი გამოყენებაც ძალიან ეფექტურია კანისთვის. იგი მდიდარია A, E, D B1, B2, K, PP ვიტამინებით. იგი სასარგებლოა კანისთვის - ატენიანებს,  უფრო გლუვსა და ნაზს ხდის. მისი ზეთი ეფექტურია დაბერების პროცესის წინააღმდეგ საბრძოლველად. ავოკადოს ზეთი შესანიშნავი საშუალებაა სახის ნაზი კანის (მაგ. თვალების გარშემო) დასატენიანებლად. სახის კანზე მისი ზეთის წასმა ბამბით ან ძალიან სუფთა ხელით შეიძლება. მისი გამოყენება დღისითაც შესაძლებელია, მაგრამ სასურველია, თუ ამ პროცედურას ღამით ჩაატარებთ. აუცილებელია, რომ შეიძინოთ ავოკადოს ხარისხიანი ზეთი!  

იგი დადებითად მოქმედებს თმაზე: აუმჯობესებთ თმის ღერების სტრუქტურას, აძლიერებს მათ და  გაყოფისგან იცავს ბოლოებს.

ავოკადოს გაზრდა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

allmedic