ანალური ქავილის მკურნალობა
ანალური ქავილის მკურნალობა
allmedic
ანალური ქავილის მკურნალობა
ანალური ქავილის მკურნალობა
ანალური ქავილის მკურნალობა

ნალური ქავილი - ეს არის ქავილი ანუსის და პერიანალურ ტერიტორიაზე. დაავადება ძირითადად გამოვლინდება საშუალო ასაკის და მოხუც მამაკაცებში. ანალური ქავილისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მამაკაცები. ქალებში შეიძლება ქავილი გავრცელდეს ვულვამდეც.

ანალური ქავილის გამომწვევი მიზეზები:

ალერგიული რეაქცია, მაგალითად საპონზე ან სინთეტიკაზე;

- ანალური ფისტულა;

- ფსორიაზი, ეგზემა, სებორეული დერმატიტი;

- ინფექციური აგენტები: მუნი, ჭიები;

- შაქრიანი დიაბეტი;

- პირადი ჰიგიენის დაუცველობა;

- ღვიძლის ქრონიკული დაავადება;

- სწორი ნაწლავის და ანუსის დაავადებები;

- ანტიბიოტიკების მიღება;

რა სიმპტომები ახსიათებს ანალურ ქავილს?

უეცარი დასაწყისი;

- ახასიათებს მზარდი ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ცხარე საკვებთან და ალკოჰოლის მიღებასთან;

- ბავშვებში  ღამით განვითარებული ანალური ქავილი ძირითადად დაკავშირებულია ჭია - ჰელმინთოზთან

დღევანდელ დღემდე ანალური ქავილის მკრნალობა საკმაოდ რთულად ითვლება. ასე, რომ ის მოითხოვს პაციენტებისგან საკმაოდ დიდ მოთმინებას. როგორც წესი, მკურნალობა დაკავშირებულია დაავადების განვითარების სტადიასთან. ამიტომ დიაგნოზის სწორად და დროულად დასმა ძალიან მნიშვნელოვანია.

ანალური ქავილის პრევენცია:

პაციენტმა უნდა შეამციროს ან საერთოდ რაციონიდან ამოიღოს ჩაი, ყავა, ალკოჰოლი და ცხარე საკვები;

- უნდა დაიცვას შორისის ჰიგიენა;

- უნდა აირიდოს სტრესი;

- გამოიყენოს კომფორტული ტანსაცმელი (შესაბამისი ზომა და ბუნებრივი ნაწარმი);

- უნდა იმკურნალოს ინფექციურ დაავადებებზე, კანის დაავადებებზე და ბუასილზე. 

allmedic