
სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის ფრაზა სრულყოფილი ფიგურა. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? იდეალური ფიგურა საჭიროებს რამდენიმე კომპონენტს: პროპორციული სხეული, ნორმალური წონა.
ბევრი ჩვენგანისთვის სიტყვა „იდეალური“ არ არის შესაფერისი, როცა ვიხედებით სარკეში და სურვილი გვიჩნდება გვქონდეს ლამაზი სხეული.
ბევრი ადამიანი სვამს კითხვას: როგორ დაიბრუნოს თავისი ადრინდელი ფორმები? თანამედროვე სამყაროში არსებობს სხვადასხვა გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ზედმეტი კილოგრამების და სანტიმეტრების მოშორება. თუმცა ყველა მათგანი მოითხოვს დიდ ძალისხმევას, დროს და არის ნაკლებად ეფექტური. და როგორც ყოველთვის ჩვენ თავს არ ვუთმობთ სათანადო დროს. ასე, რომ რაღაც ტიპის ანტიცელულიტური მასაჟის გაკეთებით ჩვენ ხელიდან ვუშვებთ ნამდვილი ბრძოლის მეთოდს ცელულიტთან.
მოდით ვისაუბროთ „VelaSmooth“ ის მეთოდის შესახებ. ის მართლაც წარმოადგენს ცელულიტთან ბრძოლის სწრაფ მეთოდს. წლების განმალობაში სტატისტიკამ აჩვენა, რომ არასასურველი სანტიმეტრების და წონის მოშორება შესაძლებელია მძიმე დიეტის და პლასტიკური ქირურგიის გარეშეც.
ფიგურის კორექცია „VelaSmooth“ ის მეშვეობით არის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდი კოსმეტოლოგიაში. ამ მეთოდის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ხდება კომბინირებული მეთოდის შერჩევა პაციენტის კანის ტიპის მიხედვით (ინფრაწითელი სხივები, ბიპოლარული ელექტრო ენერგია და ვაკუუმ მასაჟი). იწყება ინფრაწითელი გამოსხივების მცირე დოზით, შემდეგ ბიპოლარული ელექტრო ენერგია ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აუმჯობესებს სითხის ექსკრეციას, აქტიურად შლის ცხიმის უჯრედებს. პროცედურა სრულდება ვაკუუმ მასაჟით, რომელიც შესანიშნავად აღადგენს კანის დეფექტს და უბრუნებს მას ელასტიურობას.
უნიკალური, შეუდარებელი პროცედურა გვეხმარება შევამციროთ ცხიმის რაოდენობა. „Vela Smooth“ ის პროცედურას აქვს ეფექტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ამ აპარატის ერთ - ერთი მთავარი უპირატესობაა - აღდგენა ხდება უფრო მოკლე პერიოდში, ვიდრე ლიპოსაქციის დროს.
შეიქმნა იდეალური სხეული - მოითხოვს დიდ შრომას (სათანადო კვება, ვარჯიში და პროცედურების ჩატარება). მაგრამ ცელულიტთან ბრძოლის დროს არ უნდა დავივიწყოთ საკუთარი თავი! შეიყვარე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ, მაგრამ ამავე დროს ეძებე გაუმჯობესების გზებიც!