7 პროდუქტი, რომელიც მკერდის კიბოსგან დაგიცავთ
7 პროდუქტი, რომელიც მკერდის კიბოსგან დაგიცავთ
allmedic
7 პროდუქტი, რომელიც მკერდის კიბოსგან დაგიცავთ
7 პროდუქტი, რომელიც მკერდის კიბოსგან დაგიცავთ
7 პროდუქტი, რომელიც მკერდის კიბოსგან დაგიცავთ

მკერდის კიბო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. ეს დაავადება შეიძლება გენეტიკური ფაქტორებით იყოს გამოწვეული, მაგრამ ხშირად მიზეზი არასწორი ცხოვრების სტილი და არაჯანსაღი კვებაა. მკერდის კიბოს პრევენცია ისეთი საკვების შერჩევითაც შეიძლება, რომელიც ამ დაავადებების წარმოშობას და განვითარებას უშლის ხელს.

გთავაზობთ ჯანსაღი პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც მკერდის კიბოსგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ:

ორაგული 

მის შემადგენლობაში შედის ვიტამინი D, ვიტამინი B12, ომეგა 3. ისინი ხელს უწყობენ სხეულის უჯრედების ზრდას და ის საუკეთესო პროფილაქტიკაა მკერდის კიბოსთვის. ვიტამინი  B12 ამ დაავადებისგან განკურნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

ბროკოლი

იგი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია. მასში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში სასარგებლო უჯრედების ზრდას განაპირობებენ და სხვადასხვა სახის კიბოს (განსაკუთრებით, მკერდის კიბოს) განვითარებას უშლიან ხელს.

 

ზეითუნის ზეთი

იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კიბოს გამომწვევი თავისუფალი რადიკალების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან. სადილის მომზადებისას ზეითუნის ზეთის გამოყენება შესანიშნავი საშუალებაა თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

 

 

 

ნიორ

იგი შეიცავს ისეთ ნაერთებს, რომელიც მკერდის კიბოს პრევენციას უწყობს ხელს, კიბოთი დაავადებულ უჯრედებს ებრძვის და სიმსივნის ზრდას აჩერებს.

 

 

 

კურკუმა

ეს პროდუქტი აზიურ ქვეყნებში ძალიან პოპულარულია. იგი ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავს და კიბოს უჯრედების ზრდას ებრძვის. იგი სასარგებლოა მკერდის კიბოს სხვა ორგანოებზე (მაგალითად, ფილტვებზე) გადასვლისგან თავის დასაცავად. უკვე რამდენიმე ასეული წელია, ამ პროდუქტს აზიურ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

 

მწვანე ჩაი

ეს პროდუქტი ორგანიზმისთვის ყველაზე აუცილებელი ნივთიერებების შემადგენლობით ჩინური და იაპონური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

 

დაბალკალორიული რძე 

კიდევ ერთი პროდუქტი მკერდის კიბოსგან თავის დასაცავად. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს, რაც სიმსივნის ზრდას უშლის ხელს. გარდა ამისა, კალციუმით მდიდარი ეს პროდუქტი ძვლების ზრდისა და გამაგრებისთვისაც ძალიან სასარგებლოა.

 

 

 

 

ამ სიის გარდა კიდევ არსებობს სხვა პროდუქტები, რომლებიც მკერდის კიბოსსგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, იცხოვრეთ ჯანსაღად და მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენი კვების რაციონს.

allmedic