
როგორ წესი, ადამიანები შინაგანი ორგანოების მკურნალობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე - გარეგანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფრჩხილებს ეხება. უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ შინაგანი ორგანოების დაავადებები ხშირად გარეგნულადაც ვლინდება და ფრჩილების მიხედვით ადამიანის ჯანმრთელობაზე ბევრი რამის გარკვევა შეიძლება.
დახედეთ თქვენს ფრჩხილებს. ხედავთ რამე უჩვეულოს? ხომ არ არის დეფორმირებული? თუ ფიქრობთ რომ ისინი წესრიგში არაა, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ!
თუ ფრჩხილების ზედაპირი დაზიანებულია, დაკაწრულია და გტყდებათ, დიდი შანსია, რომ ფსორიაზი გქონდეთ. ასეთი სიმპტომების მქონე ადამიანების 50%-ს სწორედ ეს დაავადება გააჩნიათ. ფრჩილების ასეთი მდგომარეობა შეიძლება გულის დაავადებების მანიშნებელიც იყოს.
განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ფრჩხილმა და მის გარშემო თითის ნაწილმა ზომაში ოდნავ მოიმატა. ნორმალურ ფრჩხილსა და მასთან კანის ნაკეცს შორის კუთხე 1650 -ზე ნაკლებია. დაავადების დროს კი ეს ზღვარი ირღვევა. სქელდება არა მხოლოდ ფრჩხილი, არამედ კანიც მის გარშემო. ფრჩხილი კი, შესაძლოა, ოდნავ შესამჩნევად პრიალებდეს.
ასეთ ფრჩხილები საკმაოდ ბევრ დაავადებაზე შეიძლება მიგვანიშნებდნენ. ესენია:
თუ თქვენმა ფრჩხილებმა კოვზის ფორმა მიიღო, ეს შეიძლება ორგანიზმში რკინის დეფიციტის შედეგი იყოს. ასეთი ტიპის ფრჩხილები ვითარდება ანემიის დროსაც, რაც არაჯანსაღი, ვიტამინებით მწირი საკვების მიღების მიზეზითაა გამოწვეული. მისი შემჩნევა ძალიან ადვილია - ფრჩხილების გვერდები ზემოთ ამოდის და როგორც წესი, შუა ნაწილში ტყდება. ასეთი ფრჩხილები შეიძლება ფილტვების, გულის დაავადებების ან კიბოს არსებობაზეც კი მიანიშნებდეს.
ამ დაავადებების მკურნალობის მეთოდები განსხვავებულია. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც გარეგნულად ვლინდება, აუცილებლად დაკავშირებულია შინაგან ორგანოებთან და ორგანოთა სისტემებთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა არა ლოკალურად, არამედ საფუძვლიანად გამოიკვლიოს. თვითმკურნალობა ვერანაირად ჩაანაცვლებს ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის კურსს, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დაფუძველზე იქნება დადგენილი