
არსებობს ბევრი შემთხვევა, როდესაც პაციენტებს რცხვენიათ ექიმთან მისვლა, განსაკუთრებით პროქტოლოგთან. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება პროქტოლოგიური დაავადებები. როცა პაციენტი შეამჩნევს პირველ სიმპტომს ის არ აქცევს მას ყურადღებას ან იწყებს თვითმკურნალობას. ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმისთვის სერიოზული პრობლემები.
გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას უნდა ავღნიშნოთ ორი მათგანი:
- გაზრდილი ინტრააბდომინალური წნევა (ციროზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა);
- ყველაზე მარტივ და ბანალურ მიზეზებს წარმოადგენს არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, უმოძრაობა, ალკოჰოლი, ცხარე საკვები.
აღნიშნული ფაქტორები ხელს უწყობენ მსხვილი და სწორი ნაწლავის პათოლოგიების განვითარებას.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ დაავადებებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ასევე უნდა ვისაუბროთ მათ მკურნალობაზე.
ჰემოროიდული დაავადებები გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: სისხლდენა , ანთება. საწყისი მკურნალობის მეთოდი არის - ლიგირება. მეთოდი მდგომარეობს იმაში რომ ანოსკოპის საშუალებით გადიდებული კვანძი აპარატში შეგვაქვს და ძირში ვუჭერთ ლატექსის რგოლს. ამის შემდეგ კვანძს სისხლი აღარ მიეწოდება და ნეკროზდება. მეშვიდე - მეათე დღეს კვანძი რგოლთან ერთად დეფეკაციის დროს გარეთ გამოვარდება.
ამ მეთოდთან ერთად ექიმები იყენებენ ინფრაწითელ კოაგულაციას. ამ ორი მკურნალობის მეთოდის საშუალებით პაციენტს არ უწევს ცხოვრების წესის შეცვლა და არ აქვს არანაირი შეზღუდვები. ერთადერთი მოთხოვნაა შეამცირონ წონა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ პროქტოლოგიურ დაავადებებთან თამაში სახიფათოა. თუ არ მიაქცევთ ყურადღებას და თავის ნებაზე მიუშვებთ, შემდეგ მკურნალობა რთულდება და ხშირად ოპერაციულ ჩარევამდეც მივყავართ.
მსგავსი დისკომფორტის ან სიმპტომების შემჩნევისთანავე თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს.