საშვილოსნოს ყელის დაავადებები და მათი მკურნალობა
საშვილოსნოს ყელის დაავადებები და მათი მკურნალობა
allmedic
საშვილოსნოს ყელის დაავადებები და მათი მკურნალობა
საშვილოსნოს ყელის დაავადებები და მათი მკურნალობა
საშვილოსნოს ყელის დაავადებები და მათი მკურნალობა

ქალის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელი საშვილოსნო, მითუმეტეს ორსულობის პერიოდში.  აღსანიშნავია, რომ დიდი ხნით გაგრძელებული საშვილოსნოს ყელის დაავადებები იწვევს უშვილობას, ორსულობის შეწყვეტას და ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს.  

დღეს საშვილოსნოს ყელის კიბო ონკოლოგიის დიდი პრობლემაა. გავრცელების მიხედვით მესამე ადგილზეა 15 – 39 წლის ქალებში.

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები იყოფა ფონურ და კიბოსწინარე დაავადებებად.

ფონური დაავადებების დროს პათოლოგია დაკავშირებულია ეპითელიარული უჯრედების მომწიფებას, დიფერენცირებასა და დაბერებასთან.  ამ პროცესების გამომწვევი მიზეზებია: ანთებითი დაავადებები, ტრავმა (მშობიარობის დროს, აბორტი), ჰორმონალური დარღვევები.

ფონური დაავადებები მოიცავს: ნამდვილი (პოსტტრავმული) საშვილოსნოს ყელის ეროზია, ექტოპიური ეპითელიუმი, საშვილოსნოს ყელის პოლიპები, ნაწიბუროვანი დეფორმაცია.

კიბოსწინარე მდგომარეობა მოიცავს: დისპლაზია, მეჭეჭები, კიბოსწინარე პოლიპები, ლეიკოპლაკია.

არსებობს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის დისპლაზია, რომელიც შეგვიძლია დავადგინოთ ციტოლოგიური და ჰისტოპათოლოგიური კვლევისას (საშვილოსნოს ყელის ქსოვილის ბიოფსიით).

კიბოსწინარე დაავადების გამომწვევი მიზეზებია: საშვილოსნოს ყელში ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი პროცესები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ასევე ვირუსული ინფექციები.

ფონური დაავადების განვითარება დაკავშირებულია ადამიანის იმუნოდეფიციტურ მდგომარეობასთან და ჰორმონალურ დარღვევებთან.

მნიშვნელოვანი როლი საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობის განვითარებაში და შემდგომ კიბოთ გარდაქმნაში ეკისრება პაპილომა ვირუსს.

ყველაზე საშინელი ფორმები არის „16“ და „18 “ , რომელიც გამოვლენილია 99 % ში, საშვილოსნოს ყელის ჰისტოპათოლოგიური კვლევის შედეგად.

საშვილოსნოს ყელის დაავადების აღმოცენის შემთხვევაში აუცილებელია კომპლექსური მკურნალობის შერჩევა. ეს მკურნალობა ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

მას შემდეგ რაც სამედიცინო მკურნალობით აღდგება ვაგინალური ფლორა, უნდა მოხდეს ეპითელიუმის შესწორება. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა მეთოდი: ლეზერული, ქიმიური და რადიო ტალღური მეთოდები. ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება რადიო ტალღური მეთოდი. მისი უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში :

სხივი არ აღწევს ღრმად, რაც ხელს უშლის ქსოვილის სიღრმისეულ დაზიანებას. ამის გამო შესაძლებელია მისი გამოყენება პირველმშობიარეებთანაც;

- ერთჯერადი და სწრაფია;

- ახასიათებს მინიმალური ტკივილი;

- სწრაფი განკურნების შედეგით.

საშვილოსნოს ყელის დაავადების დროული გამოვლენა და მისი მკურნალობა ხელს უშლის მძიმე ფორმის განვითარებას, რომლის შემდეგაც ქალის ჯანმრთელობა ადვლად აღდგება. 

allmedic