ლაზერული ეპილაციით თმის მოშორება
ლაზერული ეპილაციით თმის მოშორება
allmedic
ლაზერული ეპილაციით თმის მოშორება
ლაზერული ეპილაციით თმის მოშორება
ლაზერული ეპილაციით თმის მოშორება

არასასურველი თმა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს, როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის; განსაკუთრებით ზაფხულში. ერთ - ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება თმის მოსაშორებლად არის ეპილაცია. ეს მეთოდი ითვლება ყველაზე ეფექტურად დღესდღეისობით (თმის მოშორება ხდება სპეციალური დანადგარის გამოყენებით).

პროცედურის მეშვეობით ხდება თმის ბოლქვის განადგურება. ამ დროს თმის ღერში არსებული მელანინი თბება და მისი ბოლქვი ნადგურდება.

ლაზერული ეპილაციის გაკეთების ჩვენებას წარმოადგენს მხოლოდ ქალის სურვული, რომ ქონდეს გლუვი კანი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.

მამაკაცები კი მხოლოდ იმ მიზეზით იკეთებენ, რომ გაპარსვის შემდგომ კანი უღიზიანდებათ. აღსანიშნავია, რომ თმის მოშორება ანადგურებს კონკრეტულ თმას და არ აჩერებს შემდგომში მის ზრდას. თმის ზრდა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ჰორმონალურ დარღვევებთან და სხვა დაავადებებთან.

ლაზერული ეპილაცია გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში, ათბობს და შემდეგ ანადგურებს მელანინის უჯრედებს. პროცედურის დროს ფოლიკულის განადგურება ხდება ნახევარ წამში. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა მაღალია, პროცედურა არის უმტკივნეულო, რადგან ახლავს გაგრილების ეფექტი.

ლაზერული ეპილაციის უპირატესობები:

სწრაფი;

- ეფექტური;

- კეთდება გაგრილების ეფექტით;

- არ აზიანებს კანს;

- პროცედურის შემდეგ არ ხდება თმის კანში ჩაბრუნება, ამიტომ არ ახლავს ანთებითი პროცესები;

თმის მოცილების პროცედურის შედეგები:

აღსანიშნავია , რომ სრული ეფექტის მიღწევისთვის აუცილებელია რამდენიმე პროცედურის ჩატარება. პირველი პროცედურის შემდეგ რჩება თმა, რომელიც მომწიფების სტადიაშია, ამიტომ რამდენიმე პროცედურის შემდეგ მოხდება მისი სრულებით მოცილება.

allmedic