მამაკაცური პრობლემების გამომწვევი მიზეზები
მამაკაცური პრობლემების გამომწვევი მიზეზები
allmedic
მამაკაცური პრობლემების გამომწვევი მიზეზები
მამაკაცური პრობლემების გამომწვევი მიზეზები
მამაკაცური პრობლემების გამომწვევი მიზეზები

დღევანდელ დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა არც ისე ადვილია. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ნაკლები ძილი, არასრულყოფილი კვება, სტრესული სამუშაო და სხვა ფაქტორები მთელ რიგ დაავადებებს განაპირობებენ. მამაკაცური დაავადებებიდან ყველაზე ხშირია პროსტატის ანთება და პროსტატიტი. პროსტატიტის პროგრესირება თითქმის შეუმჩნევლად, აშკარად გამოხატული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა მის ფონზე სხვა დაავადებების გაჩენის რისკი იმატებს (იმპოტენცია, პროსტატის ადენომა, ან უშვილობა). 40 წლის ასაკის ზევით ამ დაავადებების გაჩენის ალბათობა ორჯერ იზრდება!

მამაკაცური პრობლემების გამომწვევი მიზეზები განსხვავებულია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ენდოკრინული, მედიკამენტური ან სისხლძარღვოვანი ფაქტორებით.  

მამაკაცებში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა ერექციული დისფუნქციაა. მისი ძირითადი მიზეზი, როგორც წესი, სასქესო ჯირკვლების უკმარისობაა. ამ დროს მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის გამომუშავება ფერხდება და ერექციის პრობლემის გარდა აღინიშნება თმის ზრდის შეჩერება სახესა და ტანზე, ცხიმების დაგროვება თეძოებსა და მუცელზე. შესაძლებელია, შეეცვალოს ხმის ტემბრიც. ასეთ დროს აუცილებელი ენდოკრინოლოგთან ვიზიტი და ზუსტი დიაგნოზის დასმა.

ერექციული დისფუნქცია შეიძლება სასქესო ორგანოს ტრამვამაც გამოიწვიოს. მამაკაცის ფსიქიკური თავისებურებები, სტრესი და დაღლილობაც თავის როლს თამაშობს.

ერექციული დისფუნქციის რისკფაქტორად აგრეთვე ითვლება:

  • უმოძრაობა,
  • ნაკლები ფიზიკური დატვირთვა,
  • სმა,
  • სიგარეტის მოწევა,
  • ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება,
  • ჭარბი წონა და ა.შ.

დღეს ძალიან ბევრ მამაკაცს უწევს ჯდომა სამსახურში, ტრანსპორტსა თუ სახლში. ხანგრძლივი ჯდომის დროს სისხლის მიმოქცევის ციკლი ირღვევა. ცხოვრების ასეთ წესს საკმაოდ ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია. გარდა იმისა, რომ კუნთები ტონუსს კარგავს და შეიძლება, წონაშიც მოიმატოთ, შესაძლებელია გაჩნდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა შეკრულობა, ბუასილი, პროსტატიტი, ხერხემლის დაავადებები.

თუ თქვენ ჯანმთელი ხართ და არანაირი ზემოთაღნიშნული პრობლემა არ გაწუხებთ, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ თქვენი კვების რაციონს: მიიღეთ მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, თევზი, ნიგოზი და ყველა ის პროდუქტი, რომლებიც შეიცავენ A, E და B ჯგუფის ვიტამინებს; 

დაკავდით სპორტით - ფიზიკური აქტივობა ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს;

მოერიდეთ სტრესსა და დაძაბულობას და რაც მთავარია, დაივიწყეთ მავნე ჩვევები (სიგარეტი, ალკოჰოლი).

allmedic